ქართველი პარალიმპიელი, სავარაუდოდ, ტოკიოში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმისთვის დააკავეს
ფოტო: www.japantimes.co
ტოკიოს პოლიციამ ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენი, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ JapanTimes ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ძიუდოისტი, რომელსაც მომავალ კვირას პარალიმპიურ თამაშებზე უნდა ეასპარეზა, ეჭვმიტანილია უსაფრთხოების სამსახურის 60 წლის თანამშრომლისთვის ნეკნის გატეხვაში. JapanTimes-ის წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა ხუთშაბათს ტოკიოს სასტუროში მოხდა.
სპორტსმენი სასტუმროში კარანტინში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის გუნდის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. გამოცემა წერს, რომ დაცვის წევრმა ქართველ სპორტსმენებს ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხმაურის გამო გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც მას დაზიანებები მიაყენეს.
თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ძიუდოისტი პარალიმპიური თამაშებიდან მოიხსნება და სახლში დაბრუნდება.
მომხდარს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი "უმძიმეს ფაქტს" უწოდებს და იაპონურ მხარეს ბოდიშს უხდის.
"კომიტეტისთვის ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელიც აზიანებს ჩვენი მოძრაობის რეპუტაციას და იმიჯს, რაც დიდი შრომის და თავდადების საფუძველზე მოვიპოვეთ ჩვენს წამრატებულ და საამაყო პარასპორტსმენებთან ერთად.
აღნიშნული ათლეტი ათვიცნობიერებს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ინანიებს მას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არის ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი, პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს", — წერია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. კონკრეტულად ის, რომ თითქოს მთლიანად პარაძიუდოისტთა ნაკრები მონაწილეობდა ამ ინციდენტში და შესაბამისად, მათ და საქართველოს დელეგაციას პარალიმპიადიდან მოხსნის საფრთხე ემუქრება. ასევე ის, რომ თითქოს, ნაკრების წევრს დაუდგინდა კოვიდ 19.
განცხადებაში წერია, რომ ვირუსი დაუდგინდა მხოლოდ სპორტის სხვა სახეობის ერთ-ერთ მწვრთნელს, რომლის კონტაქტიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ქვეყნიდან მომავალი პარასპორტსმენია, რომელსაც ჩვენი მწვრთნელი აეროპორტში გადაადგილების დროს დაეხმარა. რაც შეეხება ნაკრებს, კომიტეტის ინფორმაციით, ნაკრების უმეტესობას არც გაუგია ამ შემთხვევის შესახებ.
"ამჟამად საქართველოს პარალიმპიური ნაკრების თითოეული წევრი კარგად გრძნობს თავს, 17 აგვისტოს შევალთ ოლიმპიურ სოფელში და აღვმართავთ საქართველოს დროშას, 25 აგვისტოდან კი დავიწყებთ ბრძოლას უმაღლესი და ისტორიული შედეგებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
პარალიმპიური თამაშები, რომელშიც მთელი მსოფლიოდან 4 400 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, 24 აგვისტოს დაიწყება. კორონავირუსის გამო, პარალიმპიური თამაშებიც, სავარაუდოდ, მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
კომენტარები