თურქეთის სამხრეთ სანაპიროებზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. აღნიშნულზე ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, დღეს, 1 აგვისტოს ქალაქ მანავგატში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. Reuters-ის ცნობით, ათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებული არიან საკუთრი სახლებიდან. როგორც ადგილობრივები, ისე დამხმარე ჯგუფები რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან მობილიზებული არიან დასახმარებლად. თურქეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აღადგენენ დაზიანებულ სახლებს და აანაზღაურებენ ზარალს ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში.