ჯეფ ბეზოსი NASA-ს მთვარის მისიის კონტრაქტის მასთან დადებას სთავაზობს
კოსმოსიდან დაბრუნებულმა ჯეფ ბეზოსმა ორშაბათს ნასას შესთავაზა, 2 მილიარდიანი კონტრაქტი, კოსმოსური ხომალდის შექმნისთვის, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე გადაიყვანდა .
Nasa-მ აპრილში SpaceX-სთან იგივე მიზნით უკვე გააფორმა 2.9 მილიარდიანი კონტრაქტი, ასტრონავტების მთვარეზე გაფრენა კი უკვე სავარაუდოდ, 2024 წლისთვის მოხდება. Blue Origin-ის შეთავაზება დაგვიანებულიც კია და NASA-მ უარჰყო კიდეც კონტრაქტორ Dynetics-ის მოსაზრება.
Nasa-ს ადმინასტორ ბილ ნელსონისთვის გაგზავნილ წერილში ბეზოსი ამბობდა, რომ Blue Origin მთავრობის გადასახდებს გვერდს აუვლიდა, რის შემდეგაც კონტრაქტის ღირებულება 2 მილიარდამდე შემცირდებოდა. ის ასევე დაფარავდა ხარჯს ტექნოლოგიის შემოწმებისთვის ორბიტალური მისიისთვის.
Nasa-ს სპიკერმა განაცხადა, რომ სააგენტომ იცოდა ჯეფ ბეზოსის განცხადების შესახებ, მაგრამ დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავა. Blue Origin-მა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა პალატასთან ერთად სააგენტო დაადანაშაულა SpaceX-ისთვის უსამართლო პრივილიგიებს მინიჭებში, იმის გამო, რომ გადასახდების ცვლილების უფლება მისცეს.
ფაქტთან დაკავშირებით, სამთავრობო სააგენტო GAO-ს გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, ინდუსტრიის წყაროები იუწყებიან, რომ Blue Origin-ის ხედვების შეცვლის შესაძლებლობა ნაკლებად მოსალოდნელია. SpaceX-ის სპიკერმა კი მოვლენებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
SpaceX-ის არჩევამდე Nasa ელოდებოდა შემოთავაზებებს, რათა არტემისის პროგრამის ქვეშ 1972 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს ადამიანი მთვარეზე.
ბეზოსმა შეთავაზება Blue Origin-ის რაკეტა New Shepard-ით გაფრენიდან მესამე დღეს გააკეთა. ეს კი კომპანიისთვის იქნებოდა შანსი, რომ გამხდარიყო მნიშვნელოვანი მოთამაშე კოსმოსურ ტურიზმში.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები