ახალ ტექნოლოგიას პლასტმასის ნარჩენების საკვებად გარდაქმნა შეუძლია
დღესდღეობით, პლანეტაზე უამრავი პლასტმასის ნარჩენია დაგროვებული და მათი რიცხვი ყოველ წამს იზრდება. საბედნიეროდ, მეცნიერთა დუეტმა ამ პრობლემის მოგვარების ახალი საინტერესო გზა წარმოგვიდგინა, რაც ნარჩენების ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში გადაყრის მაგივრად, მათ საკვებად გადაქცევას გულისხმობს.
ილინოისის უნივერსიტეტის ბიოინჟინერმა, ტინგ ლუმ და მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგმა, სტივენ ტეხტმანმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც პლასტმასის ნარჩენების საკვებ ცილებად გარდაქმნაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მათ ამ ტექნოლოგიამ ჯილდოც დაიმსახურა — 2021 Future Insight Prize.
თავად ტექნიკა ეყრდნობა იმას, რასაც ლუ მიკრობულ სინთეზურ ბიოლოგიას უწუდებს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროს გენეტიკურად დაპროგრამებული მიკრობები პლასტმასის დაშლასა და მათ საკვებ ცილებად გარდაქმანს უზრუნველყოფენ. შესაძლოა ეს მადისაღმძვრელად არ ჟღერს, თუმცა გარდაქმნის შედეგად ზუსტად ის ცილები მიიღება რომელსაც ჩვენ მივირთმევთ.
"ეკოლოგიურ მიკრობებს უამრავი ქიმიური რეაქციის მაკატალიზირებელი ნივთიერებები შეუძლიათ იყვნენ და მრავალი მათგანის გამოყენება ინდუსტრიულ საქმიანობაშიცაა შესაძლებელი, ჩვენი ლაბორატორია სწავლობს ამ მიკრობებს, რათა შემდგომში ისინი სამრეწველო ფუნქციების შესასრულებლად იქნენ გამოყენებული", — განაცხადა ტეხტმანმა.
გუნდი სამომავლოდ ასევე გეგმავს ტექნოლოგიის ისე გარდაქმნას, რომ შემდგომში უკვე პლასტმასის საშულებით საწვავის მიღება შეძლონ.
კომენტარები