კაცი, რომელმაც შხამიანი გველებით სავსე კონტეინერში 72 საათი გაატარა — რეკორდი
გველების მოყვარულ ნელიმ კუმარ ხაირს მათი უვნებლობის დამტკიცება სურდა და ამისათვის საკმაოდ სახიფათო ხერხი შეარჩია.
გველებისადმი პანიკური შიში, იგივე ოფიდიოფობია, მსოფლიოში სიხშირით მეორე ფობიაა. ზოგიერთ შემთხვევაში შიში ირაციონალური სულაც არაა, ვინაიდან ზოგიერთს იმდენად ძლიერმოქმედი შხამი აქვს, ზრდასრული ადამიანის მოკვლა 45 წუთში შეუძლია. თავდაცვის ევოლუციური ზომაა ეს თუ უბრალოდ უფეხებოდ მოსრიალე არსებების გვეშინია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე გველებს დავუმეგობრდებით.
ინდოელმა კაცმა, რომელსაც სჯეროდა, რომ გველები მორჩილი ქმნილებები არიან და მხოლოდ სერიოზული წაქეზების შემთხვევაში ესხმიან თავს, ამის დამტკიცება ყველაზე გიჟური ქმედებით გადაწყვიტა.
28 წლის ნელიმ კუმარ ხაირი 1986 წელს რეგისტრატორი გახლდათ პუნას ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ინდოეთში. რეპტილიების სიყვარულით შეპყრობილი ხაირი იქამდე ბომბეისთან ახლოს, აგარაკზე მუშაობდა, სადაც მრავალი გველი დააფიქსირა, რომელთაც აშკარად სურდათ, რომ გართობის თანამონაწილენი თავადაც ყოფილიყვნენ. როგორც მენეჯერის, მათთან გამკლავება მისი პასუხისმგებლობა იყო.
"მათერანში რეპტილიები ჩემთან ხშირად მოდიოდნენ. ასეთი მშვენიერი ქმნილებების დახოცვა მძულდა — უმეტესობა მათგანი უვნებელი იყო, ამიტომაც მათი დაჭერა და დასავლეთი გატების გორაკებზე გაშვება დავიწყე. ერთხელ დაჭერილი გველი ბომბეიში, ჰაფკინის ინსტიტუტში წავიყვანე, სადაც მითხრეს, რომ იგი შხამიანი იყო, მისი ასე ტარება კი — ძალიან სახიფათო. შემთხვევამ უფრო გამბედავი გამხადა და გველებისდამი ჩემი აკვიატებაც ასე დაიწყო", — უცხადებს ხაირი India Today-ს.
ხაირზე დაყრდნობით, მან 25 ათასი გველი დაიჭირა და მხოლოდ 6 ათასი ნაკბენი მიიღო, თუმცა კი ზოგი იმასაც იტყვის, რომ ცხოვრებაში 6 ათასი ნაკბენი მაინც ყოველგვარ ლიმიტს აჭარბებს.
ხშირი კბენებისდა მიუხედავად, ხაირს ეამაყებოდა რეპტილიებით მდიდარ ქვეყანაში ცხოვრება და გველებს ყოველთვის არა მტრებად, არამედ მეგობრებად თვლიდა. როდესაც მან გაბედულ სამხრეთ აფრიკელ პიტერ სნიემარისზე გაიგო, რომელმაც 50 საათი გაატარა 24 გველთან (18 მათგანი შხამიანი იყო), გადაწყვიტა, მისი და მისი ქვეყნის — გველების მიწის — სახელით რეკორდი დაემყარებინა.
მან შუშის გალია ააგო და შიგნით კომფორტის შესაქმნელად სკამი განათავსა, ახალი კონტეინრერის შევსება კი 72 გველით დაიწყო. ესენი არც ისე მეგობრული სიმინდის გველები იყვნენ, ასევე შიგნით ხაირთან ერთად 27 მონოკლიანი კობრა, 24 რასელის ვაიპერი, 9 ინდური კობრა, 8 პამა და ოთხი უფრო გავრცელებული გველი. კონტექსტისათვის, 72-დან 68 გველის ნაკბენს ხაირისთვის სასიკვდილო ოდენობის შხამის გადაცემა შეეძლო. მონოკლიანი კობრა ამჟამად ტაილანდში ყველაზე მომაკვდინებელი გველია, რომლის შხამსაც სერიოზული ნეიროტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლია ადამიანში.
აღსანიშნავია, რომ ხაირი ერთ ადგილას 72 საათის განმავლობაში გაჩერდა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენელთა ზედამხედველობით, ხაირმა სნიემარის წინა რეკორდი მოხსნა და, მისი გადმოსახედიდან, დაამტკიცა კიდეც, რომ გველები თავს მხოლოდ წაქეზების შემთხვევაში ესხმიან. მან ეს იმით გვაჩვენა, რომ როდესაც გალიაში ყოფნისას გველები აცოცდებოდნენ, რეგულარულად იცილებდა თავიდან — ნაზად იყვანდა და მიწაზე აბრუნებდა. ხაირისთვის 72 საათის განმავლობაში ერთხელაც კი არ უკბენიათ.
სხვა თუ არაფერი, ამ გამოცდილებამ ხაირს მოსრიალე რეპტილიები მეტად შეაყვარა.
"ახლა შემეძლება ნდობაზე დაფუძნებული გველების პარკი და კვლევითი ცენტრი წამოვიწყო გმირობის შემოსავლიდან მიღებული საწყისი ფონდით. მშობლებს შევაწყვეტინე ჩემს დაქორწინებაზე ზრუნვა, სანამ ჩემს ამბიციას არ დავიკმაყოფილებდი, ახლა კი ამისთვისაც მზად ვარ", — განაცხადა ხაირმა მისი გმირობის შემდეგ, India Today-ზე დაყრდნობით.
ხაირი ამბიციებს მიჰყვა და ინდოეთის ჰერპეტოლოგიური საზოგადოება, ასევე კატრაჯის გველების პარკი დააარსა. მან გველების დაცვა და ცნობადობის გაზრდა განაგრძო და წიგნებიც დაწერა ინდური გველების შესახებ, რათა მათი უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცოდნა გაეზარდა. სხვათა შორის, ხაირი იმდენად სახელგანთქმულია სფეროში, რომ სოროს გველს მისი სახელიც კი შეარქვეს, სამუდამოდ უკვდავყოფილი, როგორც Melanophidium khairei.
კომენტარები