გავლენიანი მუსიკალური გამოცემა და პლატფორმა Resident Advisor თბილისში პრაიდის ორგანიზატორებს £1,000-ით ეხმარება (დაახლოებით 4500 ლარი) და მკითხველებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მათ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

განცხადებაში საუბარია იმ პროცესებზე, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარდა და აქცენტი გაკეთებულია იმ მატერიალურ ზარალზე, რაც ქართულმა ლგბტქ+ თემმა მიიღო.

"LGBTQ + ჯგუფები პირველივე დღიდან არიან ელექტრონული მუსიკის გული და სული და აუცილებელია მათი დახმარება ნებისმიერი ფორმით. სწორედ ამიტომ, RA 1000 ფუნტი სტერლინგით დაეხმარება Tbilisi Pride–ს და ჩვენს მკითხველებს ვურჩევთ, შემოიტანონ, რამდენიც შეუძლიათ", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მკითხველები თბილისი პრაიდის დასახმარებლად გაკეთებული განცხადების მთელ მსოფლიოში გავრცელებაში დაეხმარონ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ შვედურმა ცისარტყელას ფონდმა თბილისი პრაიდს 60000 ლარზე მეტი შეუგროვა.