როგორ ვისარგებლოთ ციფრული დაზღვევის აპლიკაციით — Backapp
წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ, სამსახურში გეჩქარებათ, მიდიხართ თქვენს ავტომობილთან და დაზიანებული გხვდებათ — ამ დროს პირველი, რაზეც ყველას გვეფიქრება, დაზღვევაა.
ავტომობილის დაზღვევა ხშირად გვეძვირება და შეიძლება გვეზარება კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შექმნა ალდაგმა ახალი ბრენდი ბექაფი.
ბექაფი დაზღვევის ციფრული აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ორჯერ უფრო იაფად დააზღვიოთ ავტომობილი, პროცედურების გარეშე, უბრალოდ აპლიკაციის გადმოწერით.
Backapp აპლიკაცია ხედავს როგორ და რამდენს დადიხართ და დაზღვევის პრემიაც ამის მიხედვით გიანგარიშდებათ. ამ სტატიაში კი მოგიყვებით, რა ეტაპები უნდა გაიაროთ იმისათვის, რომ Backapp-ით ისარგებლოთ.
1. ავტორიზაცია
პირველი ჩართვის დროს აპლიკაცია ავტორიზაციას მოგთხოვთ, რომლის გავლასაც ტელეფონის ნომრის მეშვეობით შეძლებთ, შემდეგ კი ვერიფიკაციის მიზნით, ამავე ნომერზე ოთხნიშნა კოდი მოგივათ.
2. ტესტდრაივი
წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ ტესტდრაივისკენ გზა ხსნილია. ამ დროს რთავთ აპლიკაციას და იწყებთ სიარულს. 5 კმ-ის გავლის შემდეგ აპლიკაცია, თქვენი მართვის უნარებიდან და სტილიდან გამომდინარე, ავტომატურად გამოთვლის დაზღვევის ღირებულებას და მისი შეძენის საშუალებას გაძლევთ.
3. ლაივ იდენტიფიკაცია
შემდგომი ნაბიჯი ლაივ იდენტიფიკაციაა — ამ ეტაპის გავლა საკმაოდ მარტივია, თქვენ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაგჭირდებათ. პირადობის მოწმობის დასკანერებას კი პირდაპირ სმარტფონის კამერით შეძლებთ.
4. ფოტოსურათების ატვირთვა
Backapp-ის დახმარებით დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივი ხდება. თუ კი აპლიკაციამ თქვენი მართვის შესაძლებლობები დადებითად შეაფასა, მაშინ შემდეგ ეტაპზეც გადახვალთ და ავტომობილის ფოტოსურათებს ატვირთავთ.
5. პოლისის რეგისტრაცია და მოწყობილობის შეკვეთა
შემდეგი ეტაპი პოლისის რეგისტრაცია და მოწყობილობის შეკვეთაა. აქვე გექნებათ შესაძლებლობა, რომ მონიშნოთ თქვენთვის სასურველი გადახდის გრაფიკი.
Backapp-ის აპლიკაცია უკავშირდება სმარტ მოწყობილობას, რომელიც უბრალოდ ავტომობილში თავსდება. ის რამდენიმე პარამეტრის მიხედვით (აჩქარება, მოხვევა, სიჩქარე, დამუხრუჭება) აგენერირებს ინფორმაციას ავტომობილის ტარების ხარისხზე. ეს მონაცემები აისახება აპლიკაციაში, რომელიც, თავის მხრივ, სადაზღვევო ფასს განსაზღვრავს.
6. მოწყობილობის მონტაჟი
ბოლო ეტაპი მოწყობილობის მონტაჟია. დაზღვევის ამ მეთოდს რამდენიმე უპირატესობა აქვს, პირველ რიგში, თუ თქვენ ავტომობილით საერთოდ არ გადაადგილდებით, მაშინ მისი დაზღვევის საფასურის გადახდაც არ გიწევთ. თუ ცოტას დადიხართ, მაშინ გადასახადი ძალიან მცირეა, ხოლო თუ ბევრს დადიხართ, არაფიქსირებული ფასის გამო თქვენ მაინც უფრო იაფი გიჯდებათ ავტომობილის დაზღვევა.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი ფასი არა მხოლოდ ავტომობილის მიერ განვლილი მანძილითა და სიხშირით გამოითვლება, არამედ Backapp ითვალისწინებს იმასაც, არღვევთ თუ არა წესებს და მშვიდად დაგყავთ თუ არა ავტომობილი.
Backapp-ი ტექნოლოგიური უპირატესობების გარდა, მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლებებს ავტონაწილებსა და საწვავზე, უფასო რეცხვის ვაუჩერებს, 24 საათიანი ავტოასისტანსსა და სხვას.
რაც მთავარია, Backapp დაზღვევით იფარება ისეთი გავრცელებული რისკები, როგორებიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, შემთხვევები, როცა პარკირებაზე ავტომობილი დაზიანებული დაგხვდათ, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება, სტიქია და ა.შ.
გადმოწერეთ Backapp Play Store-დან და App Store-დან.
კომენტარები