"გვანცუშკები, გვანცუშკები" — მოსამართლეობის კანდიდატის ხმოვანი შეტყობინება GDI-ს იურისტს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მოქმედმა ადვოკატმა, პაატა შავაძემ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის იურისტის, გვანცა წულუკიძის კრიტიკის საპასუხოდ მას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც "გვანცუშკებით" და დამცინავად მიმართავს.
პაატა შავაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მესამედ არ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია მინდა ვენდო სასამართლოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, რომელიც მოსამართლეების არჩევის პროცესს აკვირდება. სწორედ აღნიშნული პოსტის კომენტარებში გვანცა წულუკიძემ დაწერა: "მესამედ არ მივიდა და თუ არ უნდა, კი თქვას". როგორც იურისტი On.ge-ს უყვება, კომენტარის დაწერიდან 10-15-ში მოსამართლეობის კანდიდატისგან ხმოვანი შეტყობინება მიიღო.
"გვანცუშკები, გვანცუშკები, ბოდიში რომ შენთან ვერ შევათანხმე, მოვდივარ თუ არ მოვდივარ, მესამედ არ მოვედი, მეოთხედ არ მოვედი. აწი შეგათანხმებ, ხო? როცა ვერ ჩამოვალ ან სადმე თუ მივდივარ ან ვერ მოვდივარ, შეგითანხმებ და აუცილებლად შეგატყობინებ და უნდა იცოდე სადმე თუ მივდივარ, რომელ კონკურსზე გამოვცხადდები, რომელზე — არა. იმიტომ რომ შენ ხო საქმე მეტი არაფერი გაქვს, ასეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავთ რაღაცებს. ბოდიში, რომ ვერ შეგატყობინე და შენს დამქაშებს, ენჯეოშნიკებს, რომ ვერ მოვდიოდი. შენი საქმე არაა, მე სად წავალ და სად მოვალ. გამიგე ქალბატონო? შემდეგში გაითვალისწინე და სხვებზე იქირქილე. შენი საქირქილო არაფერი არ მაქვს მე", — ისმის შეტყობინებაში, რომელიც თავდაპირველად სირცხვილიამ გაავრცელა.
გვანცა წულუკიძე ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა მის მიმართ ფამილარული და დამცინავი ტონი გამოიყენა.
"რაღაც ისეთ ნიშნებსაც ვხედავ, რომ თითქოს უნდა გენდერული ნიშნით დაგამციროს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ის ადამიანი არის მოქმედი ადვოკატი და არ არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი და იდეაში ადამიანის უფლებებს იცავს", — აღნიშნავს წულუკიძე.
აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით On.ge პაატა შავაძესაც ესაუბრა. მას არ მიაჩნია, რომ ეს მიმართვა შეურაცხმყოფლია. მოსამართლეობის კანდიდატმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გადაწყვიტა მსგავსი ხმოვანი შეტყობინება გაეგზავნა იურისტისთვის და არც სხვა კითხვებს უპასუხა. ამასთან, სატელეფონო საუბრისას On.ge-ს ჟურნალისტის მიმართ ხმის ტონს აუწია.
"ჟურნალისტი რომ ხარ, შვილო, ყველაფრის უფლება კი არ გაქვს. კიდე თუ გაინტერესებს რამე, გიპასუხებ, ამ შეკითხვას ვტოვებ ასე იმიტომ, რომ არ ვაკეთებ ასეთ რაღაცებზე კომენტარებს", — გვითხრა შავაძემ, თუმცა სხვა კითხვებს პასუხი აღარ გასცა და ტელეფონი გათიშა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევენ. პაატა შავაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა წარსულშიც უცდია. 2019 წელს მან უარი თქვა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშილის კითხვებზე გაეცა პასუხი. გარდა ამისა, კანდიდატი გასაუბრებისას საბჭოს იმ წევრებსა და მოსამართლეებს აქებდა, რომლებსაც ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი "კლანად" მოიხსენიებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები