ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად კაცი მოკლეს. შემთხვევა 30 ივნისს, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.