დელტა და დელტა პლუსი — ყველაფერი, რაც კორონავირუსის ახალ შტამებზე ვიცით
დროთა განმავალობაში, SARS-CoV 2 ვირუსი, სხვა ვიურსების მსგავსად, მუტაციას განიცდის, რაც თავიდანვე იყო მოსალოდნელი. მეცნიერები და ჯანდაცვის ექსპერტები თავიდანვე მიანიშნებდნენ, რომ ვუჰანში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამები გამოჩნდებოდა, ზოგი მათგანი კი "უფრო გადამდები" იქნებოდა.
ვირუსის არსებული ვარიაციებიდან, ყველაზე მაღალი გადამდებობებით დელტა (B.1.617.2), ეგრეთ წოდებული "ინდური შტამი" გამოირჩევა, რომელიც პირველად 2020 წლის ოქტომბერში, ინდოეთში გამოჩნდა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ინგლისის საჯარო ჯანდაცვის სააგენტოს მიხედვით, დელტა შტამი, უხანის შტამზე 97%-ით უფრო გადამდებია. მიუხედავად ამისა, სრული ვაქცინაცია ვირუსის ამ ვარიანტისადმი ისევ შთამბეჭდავად ეფექტიანია.
სამწუხაროდ, ამით დელტა ვარიანტის ისტორია არ მთავრდება. ამასთანავე, მკვლევრები და საჯარო ჯანდაცვის წარმომადგენლები უკვე ახალ, დელტა პლიუს შტამზე მიანიშნებენ. დელტა პლიუსის შტამს განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებიან ინდოეთში, სადაც თავდაპირველმა დელტა ვარიანტმა ქვეყანა პარალიზებული დატოვა.
რა ვიცით კორონავირუსის დელტა ვარიანტზე
დელტა ვარიანტი კორონავირუსის სხვა შტამებს გლობალურად ანაცვლებს. როგორც აღვნიშნეთ, ის გამოირჩევა გადამდებობით და ამ დროისთვის, ჯანმოს მიხედვით, ყველაზე "სწრაფი და უკეთ ადაპტირებული შტამია". რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევათა 96%-ზე მეტს განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ სრული ვაქცინაცია დელტა შტამით ინფიცირების რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს, იმუნიზაციის კონტექსტში განსხვავებული სურათი გვაქვს, რადგან, როგორც ჩანს, დელტა შტამი იმუნურ პასუხს უკეთ "გაურბის".
ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორის, ანდრეა ამონის თქმით, დელტა ვარიანტი ევროკავშირში, აგვისტოსთვის კორონავირუსით ინიფიცრების შემთხვევების 90%-ზე მეტს განაპირობებს. მისი თქმით, "სამწუხაროდ, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ მას [დელტა ვარიანტს] მათი ინფიცირებაც შეუძლია, ვისაც არსებული ვაქცინების მხოლოდ პირველი დროზა აქვს მიღებული". ამონის თქმით, "მოსალოდნელია, რომ დელტა ვარიანტი ზაფხულის მანძილზე აქტიურ ცირკულაციაში იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომელთათვისაც ვაქცინაცია ჯერ განკუთვნილი არაა".
მიუხედავად ამისა, ექსპერტების თქმით, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის დელტა ვარიანტი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინას, დელტა ვარიანტთან მიმართებაში 88%-იანი ეფექტიანობა, თუმცა თუ მხოლოდ ერთ დოზას გაიკეთებთ, მას 33%-იანი ეფექტიანობა ექნება.
აღსანიშნავია, რომ დელტა ვარიანტი საქართველოშიც გავრცელდა. ამ დროისთვის, საქართველოში დელტა შტამით ინფიცირების სულ 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტების თქმით, დელტა შტამი ყველაზე დიდ საფრთხეს აუცრელი მოქალაქეებისთვის წარმოადგენს, ამიტომ გლობალური ვაქცინაციის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია, საქართველოსთვისაც.
რით განსხვავდება დელტა პლიუსი
ვირუსის ყველა ვარიანტი რეალურად სხვადასხვა მუტაციების კრებულია. დელტა პლიუსს, დელტასგან განსხვავებით დამატებითი მუტაცია აქვს — K417N, რომელიც მას გამოარჩევს იმიტომ, რომ ის საპიკ ცილის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. შეგახსენებათ, სპაიკ ცილა ვირუსის მასპინძელ უჯრედთან მიმაგრებისთვის აქვს.
მეცნიერები სპაიკ ცილის მუტაციებს განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ აქცევენ, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვარიანტის გავრცელების და ინფიცირების პოტენტურობას.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად K417N მუტაცია ახალი არ არის, ის შენიშნული იყო ბეტა ვარიანტშიც, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ აფრიკულ შტამშიც. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, "K417N მუტაცია ინტერესის საგანია, რადგან ის ბეტა ვარიანტშიც შეინიშნება და კვლევების თანახმად, იმუნური პასუხისგან თავის დაღწევის თვისებები აქვს".
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის SARS-CoV-2-ის დაახლოებით 160 შტამი არსებობს, ვირუსის ალფა, ბეტა, გამა და დელტა შტამები ყველაზე მეტად გამორჩეულია და სხვა ვარიანტებზე საშიშია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დელტა შტამი ისედაც ყველაზე სწრაფად გავრცელებადია, დამატებით K417N მუტაციამ ის შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო გახადოს.
ინდოეთის მთავრობის მიხედვით, დელტა პლუსის სხვა ვარიანტებიც არსებობს, სხვადასხვა მუტაციებით, თუმცა კონკრეტულად AY.1-ზე ამ დროისთვის ყველაზე მეტი ვიცით. ამ დროისთვის, იდნოეთმა ვარიანტის ნიმუშები გენომური ტესტირებისთვის გლობალურად გაავრცელა და AY.1-ის შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის მიხედვით, დელტა პლიუსის ცნობილ ვარიანტს "შემაშფოთებელი თვისებები" აქვს, როგორიცაა გაზრდილი გადამდებობა, ფილტვის უჯრედებთან უფრო მჭიდრო მიმაგრება და იმუნური პასუხის "შემცირება".
უფრო მომაკვდინებელია თუ არა დელტა პლიუსი
სამწუხაროდ, ამ დროისთვის დელტა პლიუს ვარიანტზე საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ მის ინფექციურობაზე ან ფატალურობაზე გაზოგადებული დასკვნები გავაკეთოთ. მიუხედავად მინიშნებებისა, რომ ის შესაძლოა უფრო საშიში იყოს, მკვლევრები ამბობენ, რომ მეტი მონაცემებია საჭირო.
ამ დროისთვის, ექსპერტები მოქალაქეებს და მთავრობებს სიტუაციის ყურადღებიანი შეფასებისკენ მოუწოდებენ. ბეტა ვარიანტის გარდა, K417N მუტაციები სხვა შტამებში განსაკუთრებულ ვირულენტობას ან ფატალურობას არ განაპირობებენ. ვარიანტის ფატალურობას ან გადამდებობას, ძირითადად, მუტაციების კრებული განსაზღვრავს და არა ერთი მუტაცია. ეს პროცესი ერთგვარ ლატარეას ჰგავს, სადაც ერთგვარი "კომბინაცია" უნდა მიიღწეს, რათა ვარიანტი "უფრო საშიში" გახდეს.
ამ დროისთვის, დელტა პლიუსის ვარიანტი 11 ქვეყანაშია დაფიქსირებული, თუმცა დელტა პლიუსით ინფიცირების სულ 200 შემთხვევაა და აქედან ფატალური არცერთი ყოფილა. საბოლოო ჯამში, დელტა პლიუსი, ჯერჯერობით, გლობალური განგაშის მიზეზს არ იძლევა. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს ინდოეთში დელტა პლიუსის ვარიანტს განსაკუთრეუბლი სერიოზულობით ეკიდებიან.
განგაში ინდოეთში, სიფრთხილე გლობალურად
როგორც აღვნიშნე, მკვლევრები და ჯანდაცვის ექსპერტები დელტა პლიუსის შტამს ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა ამ დროისთვის მისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას "შემაშფოთებელი ვარიანტის" (variant of concern) ნიშანი არ მიუნიჭებია.
შემაშფოთებელი ვარიანტი ჯანმოს კლასიფიკაციით სულ ოთხია: ალფა, ბეტა, გამა და დელტა. ამ სტატუსს ვირუსის ის ვარიანტები იღებენ, რომლებსაც ახასიათებთ გაზრდილი გადამდებობა, განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა, გახშირებული ჰოსპიტალიზაცია და იმუნური პასუხის სიმძლავრის დაქვეითება.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მსოფლიოს გარშემო დელტა პლიუსზე გაზოგადებულ დასკვნებს არ აკეთბენ და მეტ მონაცემებს ელიან, ინდოეთის მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ის "შემაშფოთებელ ვარიანტად" გამოაცხადა. ამ დროისთვის ინდოეთში, დელტა პლიუსის სულ 40 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ შტამისადმი განსხვავებული დამოკდებულება გლობალურად და ინდოეთში, შეიძლება ინდოეთისთვის სპეციფიური გარემოებებით აიხსნას. ინდოეთში, დელტა ვარიანტმა აპრილში და მაისში კორონავირუსის შემთხვევების უპრეცედენტო ზრდა განაპირობა. გარკვეული დროის მანძილზე, კორნავირუსი ყოველდღიურად დაახლოებით 4 000 ადამიანს კლავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში სიტუაცია მეტნაკლებად დარეგულირდა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში, მომდევნო რამდენიმე კვირაში მესამე ტალღის დაწყებას ელოდებიან. ამ დროისთვის ინდოეთში ყოველდღიურად ჯერ კიდევ 50 000 შემთხვევა და 1 000 სიკვდილი ფიქსირდება, ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაცია, მთავრობის მცდელობების მიუხედავად კი ისევ შორეული პერსპექტივაა.
ლუიზიანას უნივერსიტეტის მკვლევარი და ვიროლოგი ჯერემი კამილი ამბობს, რომ "არ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ დელტა პლიუსი თავდაპირველ დელტა ვარიანტზე უფრო საშიშია", თუმცა, BBC-ისთან მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ინდოეთში "ახლა გადაჭარბებული სიფრთხილე ურჩევნიათ", რადგან მომავალში დელტა ვარიანტის მიერ გამოწვეული კატასტროფული მდგომარეობა თავიდან აიცილონ.
ინდოეთში, დელტა პლიუსისადმი გამოჩენილი სიფრთხილე ნაწილობრივ ინდოეთის გამოცდილებით შეიძლება აიხსნას, რადგან ქვეყანაზე დელტა ვარიანტს დამანგრეველი გავლენა ჰქონდა. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გლობალური პანდემია მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემა არ არის და მას პოლიტიკური განზომილებაც აქვს.
კომენტარები