ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები — რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან
ფოტო: თოდუას კლინიკა
ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და შედეგად შესაძლებელია ლოკალური თრომბის წარმოქმნა განაპირობოს. ეს დაავადება ხშირად სისხლძარღვების სიბერედაც მოიხსენიება. არსებობს რისკ-ფაქტორები რაც დაავადების გამოწვევაში და შემდგომ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. გამოყოფენ მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად რისკებს.
არამოდიფიცირებად რისკებში შედის ასაკი, სქესი, გენეტიკა. ხოლო მოდიფიცირებადია- თამბაქოს მოხმარება, არასწორი კვება, ცხიმიანი საკვების ანუ ქოლესტერინის ჭარბი მოხმარება, დიაბეტი, ჭარბი წონა.
თრომბის განვითარება ათეროსკლეროზის უკიდურესი ფორმაა, ამ დროს ადამიანის კიდურში სისხლის მიწოდება იხშობა და დაავადებული არეალი ფერს იცვლის, ლურჯდება, ხდება ციანოზური, იზღუდება მოძრაობა და შესაძლოა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობაც კი გამოიწვიოს.
ათეროსკლეროზის შესახებ უფრო დეტალურად აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დეისაძე საუბრობს და რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს.
როგორია ათეროსკლეროზის სიმპტომები და გრძნობს თუ არა ადამიანი მათ, ვიდრე პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმდება?
ზოგჯერ ადრეულ სტადიაზეც ვლინდება ათეროსკლეროზის სიმპტომები, თუმცა, ძირითადად, შორს წასულ ფორმებში გამოიხატება. ეს დაავადება აზიანებს საშუალო და მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებს, ქვემო კიდურის სისხლძარღვებს, გულის მკვებავ სისხლძარღვებს კორონარებს, ასევე თირკმლის და თავის ტვინის სისხლძაღვებს. საბოლოოდ კი, გართულებაც შესაბამისია. თუ რომელი ორგანოს სისხლის მიმოქცევა მოიშლება , გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით ინფარქტი ვითარდება, თავის ტვინის საძილე არტერიის დახშობით ინსულტი, ხოლო ქვედა კიდურებში შესაძლოა განგრენა დაიწყოს და შედეგად კიდურის დაკარგვა მივიღოთ. თირკმლის არტერიის დაზიანების დროს პაციენტებში წნევის მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება იმის გამო, რომ თირკმელში არ შედის საკმარისი სისხლი და საბოლოოდ იშემია ვითარდება.
პაციენტებში ხშირად თავს ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი იჩენს. თუ შევიწროება ქვემო კიდურში მოხდება და ათეროსკლეროზული ფოლაქი წარმოიქმნება, ადამიანს სიარული გაუჭირდება; გაივლის 100 მეტრს, 50 მეტრს და შესვენება მოუწევს, რადგან ფეხი დაეღლება, ვინაიდან კუნთებს არ მიეწოდება იმ რაოდენობის სისხლი, რაც მეტი მანძილის დასაფარადაა საჭირო. თუ ეს მოხდა საძილე არტერიებში და თავის ტვინს დააკლდა სისხლი, მაშინ სიმპტომები სხვანაირია. შეინიშნება გაბრუება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი.
ვინ შედიან ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფში და როგორია ამ პათოლოგიის ასაკობრივი სეგმენტაცია, შეინიშნება თუ არა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია?
ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფში, ძირითადად, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები შედიან. დიდი წილი მოდის დიაბეტიან პაციენტებზე. ქალებში ეს პათოლოგია 60-70 წლის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. რაც შეეხება გაახალგაზრდავებას, ეს ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება ადამიანებში, რომლებსაც მოდიფიცირებადი ან არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები აქვთ: მაღალი ქოლესტერინის მაჩვენებელი, დიაბეტი ან ეწევიან სიგარეტს.
რა მეთოდებს იყენებთ თოდუას კლინიკაში ათეროსკლეროზის სამკურნალოდ?
საწყის ეტაპზე ექიმი პაციენტს ხელით სინჯავს და კრებს ანამნეზს. ამას დუპლექს სკანირებით დიაგნოსტიკა მოჰყვება, რომელიც ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდია და სისხლძარღვების დათვალიერებას, სისხლის ნაკადისა და სიჩქარის გაზომვას მოიცავს. შემდგომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას რომ უკეთ შევაფასოთ სისხლძარღვის მდგომარეობა.
თოდუას კლინიკაში მკურნალობას რაც შეეხება, ჩვენ ფეხს ვუწყობთ მსოფლიოში დანერგილ სიახლეებს. მათ შორის, ჩვენი სამედიცინო ცენტრი აქტიურად ნერგავს ახალი მეთოდებით მკურნალობას სპეციალური აპარატის ანგიოგრაფის დახმარებით. თუ ადრე სისხლძარღვების ოპერაციები დიდ და ტრავმულ ქირურგიას გულისხმობდა და ასაკოვან პაციენტებში დამატებით რისკებს აჩენდა, ეს ყველაფერი მოხსნილია. ოპერაცია უსისხლოდ, ჩხვლეტით კეთდება ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე.
ხშირად, სწორედ ამ მეთოდით, ბალონურ ანგიოპლასტიკას ვაკეთებთ, ანუ შევიწროებულ ადგილას სისხლძარღვის ბალონირებას, გაფართოებას, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. ასევე შეიძლება სისხლძარღვის ნებისმიერი შევიწროებული უბნის სტენტირება. საბოლოო ჯამში, თოდუას კლინიკაში ღია ოპერაციული ჩარევები მინიმუმამდეა დაყვანილი და, ფაქტობრივად, 90% კეთდება ინტერვენციით ანუ ჩხვლეტით. საწყის და ადრეულ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს.
რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ათეროსკლეროზის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან?
საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი, თუნდაც ფეხის ან გულმკერდის არეში უმნიშვნელო ტკივილის დროს. ჩაიტარეთ კონსულტაცია, რადგან სანამ კრიტიკული პროცესი დაიწყება, მარტივია ამ მდგომარეობის გამოსწორება. 50 წლის ზემოთ ადამიანებში სასურველია წელიწადში ერთხელ გასინჯვა იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა სიმპტომები, რომ შემდგომ მძიმე ჩარევებამდე არ მივიდეს საქმე.
სხვა რჩევებს რაც შეეხება, სასურველია თამბაქოს მოხმარების შემცირება და საბოლოოდ, თავის დანებება. ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც დღის განმავლობაში 40 წუთით მაინც ფეხით სეირნობას მოიცავს. თუ გაქვთ დიაბეტი, აუცილებელია შაქრის რეგულარული კონტროლი.
-
ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე
გადახედვა
კომენტარები