მეცნიერებმა ლოკოკინები "კიბორგებად" აქციეს
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარეს. მკვლევრებმა ლოკოკინები კიბორგებად აქციეს და ახლა მათ სწავლობენ.
ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, საფრანგეთში მეცნიერებმა წარადგინეს ინვაზიური ლოკოკინა, სახელწოდებით ვარდისფერი მგლის ლოკოკინა. ამას მოჰყვა ის, რომ მგლის ლოკოკინამ თითქმის ყველა ადგილობრივი ლოკოკინა გაანადგურა. ეს ბიომრავალფეროვნებისთვის სერიოზული დარტყმა იყო, მაგრამ ლოკოკინების ხუთი სახეობა მაინც გადარჩა, მათ შორის Partula hyalina.
ახლა კი, ახალი კვლევის წყალობით, რომელიც 15 ივნისს ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა, მკვლევარებმა საბოლოოდ გაარკვიეს, თუ როგორ გადარჩნენ ლოკიკინები.
ორივე ლოკოკინა — Partula hyalina და ვარდისფერი მგლის ლოკოკინა, რომელიც პირველზე ნადირობს ღამის არსებები არიან. თუმცა, კვლევამ ცხადყო, რომ ვარდისფერი მგლის ლოკოკინა უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ვიდრე Partula hyaline. ეს მსხვერპლს დღის განმავლობაში უფრო დაცულად ყოფნის საშუალებას აძლევს.
ყველაფრის ზუსტად გასარკვევად, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მიამაგრეს პატარა კომპიუტერი სახელწოდებით "Michigan Micro Mote" (M3) ვარდისფერი მგლის ლოკოკინის გარსზე და გამოიყენეს მისი მზის პანელების მონაცემები, რათა გაეგოთ თუ რამდენად შეუძლია ლოკოკინას მზის გაძლება.
"ჩვენ შევძელით ისეთი მონაცემების მიღება, რომელთა მოპოვებაც აქამდე ვერავინ შეძლო. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა იმდენად პატარა კომპიუტერული სისტემა, რომ ის ლოკოკინაზე თავისუფლად განთავსდა", — ამის შესახებ მიჩიგანის ელექტრო ინჟინერმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა დევიდ ბლაავმა პრესრელიზში განაცხადა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ M3 კომპიუტერული სისტემების "ჩაშენებას" მალე სხვა ცოცხალ არსებებშიც შეძლებენ. ეს კი კიდევ სხვა კიბორგ არსებებს ნიშნავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები