24 000 წლის წინ გაყინულმა ცოცხალმა არსებებმა გალღობის შემდეგ რეპროდუქცია შეძლეს
პატარა ცოცხალი არსებები, რომლებიც მრავალუჯრედიანი ორგანიზმები არიან, 24 000 წელი გაყინულები იყვნენ. ახლა კი გალღვობის შემდეგ, ისინი კვლავ ცოცხლები არიან და რეპროდუქციაც შეუძლიათ.
მიკროსკოპული მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, ცნობილი როგორც "bdelloid rotifer", ციმბირში, მდინარე ალაიეზადან ამოიყვანეს.
გალღობისთანავე ითქვა, რომ პატარა არსება, რომელიც Adineta-თა გვარს მიეკუთვნება, ასექსუალური გზით მრავლდება. ეს არსებები თავისი გამძლეობით არიან ცნობილი.
აქამდე კვლევით ვიცოდით, რომ მათ 10 წელი გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა და გადარჩენა შეეძლოთ. ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს პერიოდი 24 000 წელიც შეიძლება იყოს.
"ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ მრავალუჯრედიან ცოცხალ არსებებს ათასობით წლით ანაბიოზის გაძლება შეუძლიათ. ესე იგი, მრავალუჯრედიანი ორგანიზმი შეიძლება გაყინული იყოს და ინახება, როგორც ასეთი, ათასობით წლის განმავლობაში და შემდეგ უბრუნდება სიცოცხლეს. მსგავსი სიუჟეტი ნამდვილად სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმს ჰგავს", — თქვა სტას მალავინმა, კვლევაზე მომუშავე მეცნიერმა.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ კონკრეტულ ცოცხალ ორგანიზმებს აქვთ გარკვეული მექანიზმი, რათა დაიცვან თავიანთი უჯრედები ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზეც.
თუმცა, რაც უფრო კომპლექსურია ორგანიზმი, მსგავს პირობებში მისი ცოცხლად შენარჩუნება უფრო რთულია. მსგავსი რაღაცა ძუძუმწოვრებისთვის, ამჟამად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, თავად ფაქტი, რომ მრავალუჯრედიანი ცოცხალი არსება ასეთ პირობებს ამდენ ხანს უძლებს, უკვე ბევრზე მეტყველებს და ამისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.
მეცნიერების თქმით, ისინი კვლევას განაგრძობენ და არქტიკის ნიმუშებს კვლავ მოიძიებენ, რათა ამ ყველაფერზე კიდევ უფრო მეტი გავიგოთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები