ხალხი მუშაობს პარლამენტში, მარტო ჩვენ ვიცინით და გვიბრაზდებიან, ნუ იცინითო — მეგრელიშვილი
"ხალხი მუშაობს პარლამენტში, მარტო ჩვენ ვიცინით და გვიბრაზდებიან ნუ იცინითო. შეიძლება რომ გეცინება, ეს გასაბრაზებელი იყოს? რამეს ვაშავებთ რომ ვიცინით?" — განაცხადა გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ფეისბუქლაივში, როცა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებზე ხუმრობდა. მეგრელიშვილის რეპლიკის პასუხად, მისმა თანაგუნდელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ სტერეოტიპებს ანგრევენ, რომ სულ სერიოზული სახით არ იყვნენ.
ფეისბუქლაივში დეპუტატები ხუმრობენ იმაზე, რომ პარლამენტთან შეკრებილები "ჭყვიტინებენ", ანუ უსტვენენ და "ტრენინგი" აქვთ მთავარი ამბის, ანუ ენმ-ს მოსვლის წინ. მეგრელიშვილის თქმით, პარლამენტში შესვლის წინ მასაც "უჭყვიტინებდნენ".
"მე მოვედი და რომ მოვდიოდი, მეცინებოდა. ვიკითხე ვინ არიან თქო, მითხრეს, რომ ქართული ოცნების აქტივისტები არიან, მაგრამ არ იძახიან რომ ქართული ოცნების აქტივისტები არიანო. რომ გამოვიარე დაიწყეს ჭყვიტინი. ვკითხე, რატო მიჭყვიტინებთ, რა გინდათ-მეთქი და მითხრეს, შენ მთვრალი ხარო. ძალიან დიდი ეჭვი აქვთ, რომ იმის გამო, რომ ამაზე მეცინებოდა, მე ვარ მთვრალი", — თქვა მეგრელიშვილმა ლაივში.
პასუხად რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ამ აქციაზე მასაც ეცინება, მაგრამ მთვრალი არ არის.
"ვერ ვხვდები ეს როგორ შეიძლება ეს სერიოზული პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყოს. გასაგებია, რომ ნაცებმა იგივე გააკეთეს და ახლა ქოცები პასუხობენ, როგორც ჩანს, მაგრამ, რატომ პასუხობენ?!" — ასე გამოეხმაურა აქციას რაქვიაშვილი.
პარლამენტთან შეკრებილი პირები, რომელთა მტკიცებით, არცერთ ორგანიზაციას და პარტიას არ წარმოადგენენ, საპროტესტო აქციას უმართავენ ოპოზიციას. კერძოდ, ისინი პარლამენტში ენმ-ს მისვლას ელოდებიან, რომ სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. ნიკა მელიას მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი პუფია.
ადგილზე მივიდა კლოუნის ფორმაში ჩაცმული 2 პირიც. ისინიც ამტკიცებენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ, "ლანზღან TV-ის" წევრები არიან და ლაზღანდარობით მშვიდობა უნდა დაამყარონ, რადგან, შესაძლოა იქ სიტუაცია დაიძაბოს.
დღეს, 8 ივნის ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში მიდიან, ისინი პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ. პარტია პარლამენტში შესვლას დათანხმდა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები