ჭკვიანური დედოლარიზაცია: რა გვასწავლა ქართულმა და უცხოურმა გამოცდილებამ
ფოტო: iset-pi.ge
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ISET-ის ბლოგზე.
არაფორმალური (ნაწილობრივი) დოლარიზაცია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ტრანზაქციებში და ღირებულების განსაზღვრისას, ადგილობრივი ვალუტის პარალელურად გამოიყენება უცხოური ვალუტა. ქვეყნისთვის კარგი არ არის მაღალი ნაწილობრივი დოლარიზაცია, რადგან ის ხელ-ფეხს უკრავს ეროვნულ ბანკს და ურთულებს მას მონეტარული პოლიტიკის გატარებას. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ძლიერ დოლარიზებულ ეკონომიკაში ფინანსური არასტაბილურობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
საქართველოში, როგორც გარდამავალ ეკონომიკას ახასიათებს, დოლარიზაციის დონე მაღალია. ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ხელისუფლებას უბიძგა, გარკვეული ნაბიჯები გადაედგა ეკონომიკის დედოლარიზაციისკენ. ამისთვის საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა ეგრეთწოდებული „ლარიზაციის გეგმა“.
„ლარიზაციის გეგმაში“ მოცემული მექანიზმებიდან ბევრი (ყველას არ ვახსენებთ ამ ბლოგში) დოლარიზაციასთან ბრძოლის ეფექტურ ინსტრუმენტად არის აღიარებული. მიუხედავად ამისა, კითხვები ჩნდება დედოლარიზაციის სტრატეგიის ორ ყველაზე წინააღმდეგობრივ პუნქტთან დაკავშირებით. ესენია: უცხო ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების ნებაყოფლობითი კონვერტაცია ადგილობრივ ვალუტაში და მცირე მოცულობის სესხების სავალდებულოდ მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში გაცემა.
ეს ორი ინიციატივა, დიდი ალბათობით, საკმაო შეუსაბამობებს გააჩენს ბანკების საბალანსო უწყისებში, რადგან ბანკების საბალანსო უწყისების აქტივების ნაწილი (კრედიტები) სწრაფად დედოლარიზდება, მაშინ, როდესაც ვალდებულებების მხარე (დეპოზიტები) კვლავ შედარებით ძლიერ დოლარიზებული იქნება.
ზოგიერთი პოლიტიკის შემქმნელი თვლის, რომ უცხოური ვალუტაში გაცემული სესხების კონვერტაცია ლარი-დოლარის გაცვლით კურსს დაასტაბილურებს. ლოგიკა ასეთია: საქართველოში კერძო მსესხებლები, რომელთაც სასესხო შენატანისთვის ლარის დოლარში კონვერტაცია უწევდათ (რაც ზრდიდა მოთხოვნას დოლარზე), ახლა მხოლოდ ლარში გადაიხდიან შენატანს. გადაიჭრა თუ არა პრობლემა? ალბათ, არა. უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა ბანკები გადაცვლიან ლარს დოლარში, რათა გაისტუმრონ პროცენტი დოლარში არსებულ ვალდებულებებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დახარჯვა ლარი-აშშ დოლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული მექანიზმებით განხორციელებული იძულებითი დედოლარიზაცია ყოველთვის შეიცავს რისკს, უარყოფითი გავლენა იქონიოს ეკონომიკური სისტემის სხვა ნაწილებზე. მაგალითად, მცირე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის აკრძალვამ, შესაძლოა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე და კიდევ უფრო შეაფერხოს ეკონომიური ზრდა (ბანკები შეეცდებიან, დეპოზიტები ლარში მოიზიდონ, რამაც შეიძლება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ლარში შენახულ დეპოზიტებზე, ეს კი გაზრდის საპროცენტო განაკვეთს ლარში გაცემულ სესხებზე). გარდა ამისა, მკაცრი ადმინისტრაციული ნაბიჯები ყოველთვის შეიცავს ფინანსური დისინტერმედიაციის (გაპრანჭული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ხალხის უნდობლობას ბანკების მიმართ) და კაპიტალის გადინების რისკებს.
მაშ, რა დასკვნა შეიძლება გამოიტანონ პოლიტიკის შემქმნელებმა წარმატებული დედოლარიზაციის მაგალითებიდან (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური)?
დედოლარიზაცია: საქართველოს მაგალითი
პოლიტიკის შემქმნელები ხშირად ახსენებენ უცხოურ გამოცდილებას და იშვიათად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში ერთხელ უკვე წარმატებით განხორციელდა საბაზრო ძალებით განპირობებული დედოლარიზაცია. პოსტსაბჭოთა წყობიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე უხვად იყო წარუმატებელი ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები. ბიუჯეტის მუდმივმა დეფიციტმა ჰიპერინფლაცია, ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ხალხი აღარ ენდობოდა ადგილობრივ ვალუტას და ფინანსურმა დოლარიზაციამ ისტორიულ მაქსიმუმს (80-90%) მიაღწია. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახლად არჩეულმა მთავრობამ ამბიციური რეფორმების გატარება დაიწყო. ეს რეფორმები, რეგიონში არსებულ სახარბიელო ეკონომიკურ პირობებთან ერთად, საქართველოს დაეხმარა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში. შედეგად, დოლარიზაციის ინდექსები დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ, რომ დოლარიზაცია მცირდება „მშვიდ“ პერიოდში და მხოლოდ კრიზისის დროს იზრდება (2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი და 2014-2016 წლების რეგიონის ეკონომიკური კრიზისი).
და მაინც, ამ გრაფიკის მთავარი აზრი ერთია: სწრაფ და სტაბილურ დედოლარიზაციაში მნიშნველოვან როლს თამაშობს საბაზრო ძალები. გამომდინარე აქედან, საქართველოს მსგავს ქვეყნებს დოლარიზაციის გაცილებით დაბალი დონე ექნებათ, თუ სტაბილური იქნება მათი მაკროეკონომიკური გარემო და აღარც ამკრძალავი რეგულაციები დასჭირდებათ.
წარმატებულ დედოლარიზაციაზე მდიდარი ლიტერატურა არსებობს. ამ კვლევების მთავარი მესიჯი საქართველოს მაგალითს ადასტურებს: წარმატებული დედოლარიზაციის მთავარი ინსტრუმენტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაა. მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებაც, მარეგულირებელი ზომები მხოლოდ დამატებით ინსტრუმენტად მიიჩნევა, რომელიც ზღვრული პროგრესის მიღწევაში გვეხმარება.
მართალია, ბევრი ქვეყანა ცდილობს თავისი ეკონომიკის დედოლარიზაციას, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ართმევენ ამ ამოცანას თავს წარმატებით. მაგალითად, მეკანმა და სხვებმა (2015 წ.) ემპირიულად გააანალიზეს 42 თავდაპირველად დოლარიზებული ქვეყანა, რომელთაგან თერთმეტმა წარმატებით გაართვა თავი დედოლარიზაციას, ხოლო დანარჩენმა 31 ქვეყანამ მარცხი განიცადა. ავტორებმა გამოავლინეს მთავარი ცვლადები, რომლებიც გამოარჩევდა წარმატებულ ქვეყნებს წარუმატებლებისგან. მათ აღმოაჩინეს, რომ წარმატებულ შემთხვევებში საწყისი დოლარიზაციის საშუალო დონე 67.4% იყო, ხოლო წარუმატებელ შემთხვევებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი, მხოლოდ 48.4% იყო. მეორე, დედოლარიზაციის პროცესში, წარმატებული ქვეყნების რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) სწრაფად იზრდებოდა (ზრდა საშუალოდ 2.8%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე წარუმატებელ ქვეყნებში), მათ გააუმჯობესეს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი (საშუალოდ 5.3%-ით) და შეამცირეს ფისკალური დეფიციტი (საშუალოდ, დეფიციტიდან მცირე ნამატზე გადავიდნენ). და ბოლოს, წარმატებულ ქვეყნებში სტაბილურად მყარდებოდა გაცვლითი კურსი დედოლარიზაციის პერიოდში. თუმცა, რეგრესული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ვალუტის კურსის გამყარება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შედეგია და მისი სუფთა ეფექტი დოლარიზაციაზე სტატისტიკურად უმნიშვნელოა.
თუ წარმატებული დედოლარიზაციის მაგალითებს გავითვალისწინებთ, აღმოვაჩენთ, რომ წარმატებულ ქვეყნებს მსგავსი მნიშვნელოვანი მახასიათებლები ჰქონდათ – ყველა შემთხვევაში დედოლარიზაცია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შედეგი იყო, ხოლო რეგულაციური ზომები მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტი იყო. ამ ბლოგში პერუს შემთხვევას მოვიყვან, რომელიც ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ ამარცხებს ბაზრით განპირობებული დედოლარიზაციის სტრატეგია მხოლოდ რეგულაციებზე დაფუძნებულ დოლარიზაციის სტრატეგიას.
1980-იანი წლების ბოლოს პერუს მთავრობამ გადაწყვიტა, შებრძოლებოდა დოლარიზაციას და სავალდებულო გახადა უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაცია. ამ სტრატეგიამ უკუშედეგები გამოიღო, გამოიწვია ფინანსური დისინტერმედიაცია და კაპიტალის გადინება, ინფლაციამ ოთხნიშნა ციფრს მიაღწია 1990-იანებში და პერუს სოლმა არსებითი ფუნქციები დაკარგა. ამ მტკივნეული ექსპერიმენტის შემდეგ პერუს ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა დედოლარიზაციის სტრატეგია. ახალი გეგმა ორიენტირებული იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობაზე, ფისკალურ ნამატზე, სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვნად შემცირებაზე, ინფლაციის ტარგეტირების შემოღებით ინფლაციის სტაბილიზაციაზე, რასაც 2003-2011 წლებში ვალუტის საგრძნობი გამყარება მოჰყვა. მაკროეკონომიკური სტაბილურობის პოლიტიკას დაემატა რეგულაციები, რათა უკეთ გათვალისწინებულიყო სავალუტო რისკი, ასევე, განვითარებულიყო ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ბაზარი6. შედეგად, პერუმ შეძლო დოლარიზაციის 30%-ით შემცირება.
ყველა გზას მაკროეკონომიკურ სტაბილურობამდე მივყავართ
რომ შევაჯამოთ, მაკროეკონომიკური თეორია და წარმატებული დედოლარიზაციის შემთხვევების ანალიზი გვიჩვენებს, რომ დედოლარიზაციის პროცესში ყველაზე მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს. რეგულაციები მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტებია დედოლარიზაციის სწრაფად და ეფექტურად გასატარებლად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დოლარიზაციის შემცირების ყველაზე უტყუარი მეთოდი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნებაა, რაც ნიშნავს დაბალ და სტაბილურ ინფლაციას, მოქნილ სავალუტო კურსს, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას, ფისკალური დეფიციტის აღმოფხვრას (რაც მიმზიდველს გახდის სახელმწიფო ობლიგაციებს და კიდევ უფრო გააღრმავებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარს), სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმების გატარებას.
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
გადახედვა
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა

კომენტარები