სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმული იყოს, თითქოს საფრთხე მხოლოდ შშმ ბავშვებისთვის არსებობს — ომბუდსმენი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშების გამოყვანის შესახებ არ შეიძლება აღქმული იყოს ისე, თითქოს ეს მხოლოდ შშმ ბავშვებს ეხება. ომბუდსმენის თქმით, სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას.
ამასთან, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას. აპარატის განცხადებით, სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.
"არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე", — აცხადებს ომბუდსმენი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს.
"შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება", — აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.
ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება.
"ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება", — აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.
ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება.
დღეს, 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამით მოსამართლე ივანე ღლონტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სარჩელი, რომელიც პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანას ითხოვდა. ამავდროულად, ანა არგანაშვილის თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა.
რაც შეეხება სხვა ბავშვებს, ამ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ ორგანიზაცია არაუფლებამოსილი პირია. ამავდროულად, განჩინებაში წერია ისიც, რომ ანალოგიური მოთხოვნის დაყენება შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებელს, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, როგორც კანონიერ წარმომადგენელს. დოკუმენტში მითითებულია ისიც, რომ თუ ეს უწყებები სასამართლოს მიმართავენ, რომ რომელიმე ბავშვს შესაძლოა მიადგეს ზიანი, სასამართლოს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელოს ბავშვის დაცვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე და გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება.
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
- იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სპირიდონი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს
- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდა
- პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის თქმით, საპატრიარქოს ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა, პასუხად კი "ღვთის მოგმე" უწოდეს
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს
-
ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან
გადახედვა
-
პროტესტი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ: OpenAI მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა პროტესტი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ: OpenAI მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა EU-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა, რომ EU-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა EU-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა, რომ EU-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით
-
ლევან იოსელიანი პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის შალვა პაპუაშვილს მიმართავს ლევან იოსელიანი პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის შალვა პაპუაშვილს მიმართავს
გადახედვა
-
რაპუნცელის ახალ ადაპტაციაში კეტრინ ჰანს დედა გოთელის როლში ვიხილავთ რაპუნცელის ახალ ადაპტაციაში კეტრინ ჰანს დედა გოთელის როლში ვიხილავთ
გადახედვა
-
East Duo — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს East Duo — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს
-
ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებას უნგრეთის გვერდის ავლით გეგმავს ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებას უნგრეთის გვერდის ავლით გეგმავს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები — დაკავებულია 51 პირი შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები — დაკავებულია 51 პირი
გადახედვა
-
დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან 2 დრონის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან 2 დრონის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
betlive-ს გამორჩეული ამბასადორების რიგებს ალექსანდრე თოფურია betlive-ს გამორჩეული ამბასადორების რიგებს ალექსანდრე თოფურია
-
რუსეთის მონაწილეობის გამო, ევროკავშირმა შესაძლოა ვენეციის ბიენალეს გრანტი შეუწყვიტოს რუსეთის მონაწილეობის გამო, ევროკავშირმა შესაძლოა ვენეციის ბიენალეს გრანტი შეუწყვიტოს
გადახედვა
-
მთავარი ამბები კახეთიდან: თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა მთავარი ამბები კახეთიდან: თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
გადახედვა
-
მობილური ოპერატორების შემოსავლები ₾63 მლნ-ით გაიზარდა — როგორია მაგთის, სილქნეთის და სელფის შემოსავალი? მობილური ოპერატორების შემოსავლები ₾63 მლნ-ით გაიზარდა — როგორია მაგთის, სილქნეთის და სელფის შემოსავალი?
გადახედვა
-
შსს: მარნეულში ოჯახის წევრის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს შსს: მარნეულში ოჯახის წევრის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტორონტოში, აშშ-ის საკონსულოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტორონტოში, აშშ-ის საკონსულოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: "საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს — ჩვენ თქვენზე ხელს არ ვიქნევთ" მარტა კოსი: "საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს — ჩვენ თქვენზე ხელს არ ვიქნევთ"
გადახედვა
-
65-წლიანი ძიების შემდეგ, რემბრანდტის გაუჩინარებული შედევრი იპოვეს 65-წლიანი ძიების შემდეგ, რემბრანდტის გაუჩინარებული შედევრი იპოვეს
გადახედვა
-
დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი
კომენტარები