ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა, კაცი 300 ლარით დააჯარიმეს
18 წლის მარიამ ბეგიაშვილი 47 წლის ტაქსის მძღოლს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს. როგორც ის On.ge-ს უყვება, 200-200-ის ტაქსის მძღოლი მას მთელი მარშრუტის განმავლობაში ავიწროებდა.
31 მაისს, 21:00 საათისთვის მარიამმ თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით ტაქსი გამოიძახა. ის იხსენებს, რომ როგორც კი ტაქსში ჩაჯდა, მძღოლმა სახელი ჰკითხა. ამის შემდეგ კი უთხრა: "მაგარი ძუძუები და ტრაკი გაქვს", რაც მარიამს არ ესიამოვნა.
"მთელი გზის განმავლობაში საუბრობდა ჩემი სხეულის ნაწილებზე. მერე გადმოვიდა კითხვებზე, მოდელი ხომ არ ხარო. მითხრა, რომ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მისამართი მიმეცა მისთვის, თითქოს შიშველ ფოტოებს დავდებდი და ამის ნახვა უნდოდა. ძალიან შემეშინდა, მარტო ვმგზავრობდი და სიბნელე იყო. ზუსტად მაშინ პირდაპირ მითხრა, რა მაგარი მოსატ*ნავი გოგო ხარო, რაზეც უკვე ძალიან შემეშინდა, თან უცნობი გზებით მიდიოდა. მკერდის ფორმის მიმოხილვა დაიწყო, მერე ხელი გადმოსწია და მუხლზე ამისვა. გვერდით გადმოჯექი, რომ უფრო უკეთესად აგათვალიერ-ჩაგათვალიეროო. ვპასუხობ, არ მინდა-მეთქი. მთელი გზა ასე გაგრძელდა. ასეთ ამაზრზენ რაღაცებს მეუბნებოდა მთელი გზის განმავლობაში, რაზეც ვეუბნებოდი, რომ არ მსიამოვნებდა", — გვეუბნება 18 წლის გოგო.
მარიამ ბეგიაშვილის თქმით, სახლისკენ მიმავალი გზის ამოცნობის შემდეგ, საუბრის ვიდეოზე ჩაწერა მოახერხა. ვიდეოში, რომელიც მან On.ge-ს მიაწოდა, ისმის:
"მაინც სუპერფეხები გაქვს და სუპერძუძუები. რომელიმე მოდელი შენზე უკეთესი არა მგონი იყოს".
ამის შემდეგ მარიამი მიუთითებს, რომ მისი საქციელი, ზოგადად, არაეთიკური და არასწორია. ის ტაქსის მძღოლს ეკითხება ასაკსაც, რაზეც კაცი პასუხობს, რომ 47 წლისაა.
მარიამმა სასამართლოს მიმართა და ჩანაწერიც წარუდგინა. მის ინტერესებს კავშირი საფარი იცავდა. პროცესი 2 ივნისს შედგა. სასამართლომ ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
"მიხარია, რომ სამართლიანობა აღვადგინე და ჩემი მხრივ, დავიცავი ყველა ის ქალი, ვისზეც შესაძლოა განუხორციელებია ან შემდგომში განახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. იმედი მაქვს, ეს ამბავი მოტივაცია იქნება ადამიანებისთვის. არასოდეს დამალოთ მსგავსი ისტორიები, გახსოვდეთ, რომ არსებობს კანონი, რომელიც გვიცავს", — ამბობს მარიამი.
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. 2019 წლიდან სექსუალური შევიწროების დეფინიცია კანონში ჩაიწერა და ეს ქმედება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა. კანონის მიღებამდე სექსუალური შევიწროებისთვის დავა შრომის კოდექსითა და ანტიდისკრიმინაციული კანონით იყო შესაძლებელი, თუმცა დეფინიცია განსაზღვრული არ იყო.
იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენ მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას.
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები