მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის ქრომოსომის მასის გაზომვა შეძლეს
მეცნიერებმა შეძლეს და პირველად ადამიანის ქრომოსომის მასა ზუსტად გაზომეს. დიდი ბრიტანეთის ეროვნულ სამეცნიერო დაწესებულებაში — Diamond Light Source-ში, ძლიერი რენტგენის წყაროს გამოყენებით, ფიზიკოსებმა შეძლეს ადამიანის უჯრედების 46-ე ქრომოსომის ინდივიდუალური მასების დადგენა. აღმოჩნდა, რომ ქრომოსომის მასა მოსალოდნელზე ბევრად მეტია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ასახავს სხვა უცნობი ელემენტების მასას ქრომოსომების შიგნით.
"ადამიანის გენომის პროექტიდან ჩვენ ვიცით დნმ-ის მასა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ზუსტად შეგვიძლია გავზომოთ ქრომოსომების მასები. გაზომვის თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ჩვენს უჯრედში არსებული 46 ქრომოსომა იწონის 242 პიკოგრამს (გრამის მეტრილიონედი). ეს უფრო მძიმეა, ვიდრე ველოდით და მიუთითებს ქრომოსომებში არსებულ აუხსნელ მასებზე,“ — თქვა ბიოფიზიკოსმა იან რობინსონმა ლონდონის უნივერსიტეტიდან.
ქრომოსომა წარმოადგენს ცალკეული დნმ-ის მაკრომოლეკულას, რომელიც სტრუქტურულადაა ორგანიზებული და მოთავსებულია უჯრედის ბირთვში. თითოეული ქრომოსომა შეიცავს დნმ-ის ერთ მოლეკულას, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ამ ორგანიზმის განვითარების და სიცოცხლის გენეტიკურ მითითებებს.
ქრომოსომები პირველად მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს და ამ დროიდან მეცნიერებმა ბევრი რამ შეიტყვეს მათი როლის შესახებ ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირებაში. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია რაც ამ მხრივ არ ვიცით.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ ელექტრონის სიმკვრივე ქრომოსომაში და ამის გამოყენებით მათ ქრომოსომების მასა გაიგეს. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, თუ რა შეიძლება ითვალისწინებდეს მკვლევრების მიერ მიღებულ მოულოდნელ მასას, მაგრამ ამ ცოდნას შეიძლება ჰქონდეს უპირობო სარგებელი მეცნიერებისთვის, რაც დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სხეული.
"ქრომოსომების უკეთეს გაგებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს მედიცინას წინ წაწევს," — ამბობენ მკვლევრები.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები