დიდი აფეთქების პირველ მიკროწამზე ახალი ფაქტორები გამოიკვეთა — კვლევა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კვარკ-გლუონური პლაზმა შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოავლინეს ახალი ხედვა დიდი აფეთქების პირველ მიკროწამზე. მათი ნაშრომი ჟურნალ Physics Letters B-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა კვარკ-გლუონის პლაზმა (QGP) გამოიკვლიეს, რადგან ეს ერთადერთია, რაც დიდი აფეთქების პირველი მიკროწამის განმავლობაში, 14 მილიარდი წლის წინ არსებობდა.
"ჩვენი შედეგები მოგვითხრობს უნიკალურ ისტორიაზე თუ როგორ განვითარდა პლაზმა სამყაროს საწყის ეტაპზე. აფეთქების შემდეგ სულ პირველი რაც გაჩნდა იყო პლაზმა, რომელიც შედგებოდა კვარკებისა და გლუონებისგან. შემდეგ კვარკები რეფორმირდნენ ეგრეთ წოდებულ ჰადრონებად. ჰადრონი სამი კვარკით უკვე ქმნის პროტონს, რომელიც ატომური ბირთვის ნაწილია. ეს ბირთვები წარმოადგენს სამშენებლო ბლოკებს, რისგანაც შედგება დედამიწა, ადამიანები და სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა", — ამბობს ჩოუ ჟოუ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
კვარკ-გლუონური პლაზმიდან სამყაროს საშენ მასალამდე
დიდი აფეთქების პირველი მიკროწამის განმავლობაში (0.000001), კვარკ-გლუონური პლაზმა (QGP) არსებობდა და შემდეგ გაქრა სამყაროს სწრაფი გაფართოების ფონზე.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიყენეს დიდი ადრონული კოლაიდერი (CERN), დროის იმ პატარა ფანჯრის შესაქმნელად, რომელშიც მთელი სამყარო ჯერ კიდევ ძალიან კომპაქტური და კონცენტრირებული იყო. მათ შეძლეს და აჩვენეს თუ როგორ ევოლუცირდა კვარკ-გლუონური პლაზმა სამყაროს საშენ მასალად.
დიდი ადრონული კოლაიდერთით ექსპერიმენტების გარდა, მკვლევარებმა ასევე მოახდინეს სამყაროს ადრეული მომენტების იმიტირება და ამისთვის ალგორითმები გამოიყენეს. სიმულაციების შედეგებმა აჩვენა, რომ QGP ადრე თხევადი ფორმით იყო და დროთა განმავლობაში ფორმა იცვალა.
ეს აღმოჩენა, რომ QGP თხევადი და გლუვი ტექსტურის იყო, ეწინააღმდეგება დიდი ხნის რწმენას, რის მიხედვითაც პლაზმას გაზის ფორმა უნდა ჰქონოდა.
სიახლეს დიდი აფეთქების ბევრი საიდუმლოს გამჟღავნება შეუძლია
ჩოუ ჟოუმ თავისი გუნდის ახალი დასკვნები მცირე აგურს შეადარა, რამაც საბოლოოდ შეიძლება სამყაროს წარმოშობაზე უფრო სრულყოფილი სურათი შეგვიქმნას.
"ამის გასაგებად დაახლოებით 20 წელი დაგვჭირდა. ახლა ვიცით თუ როგორი იყო კვარკ-გლუონური პლაზმა სანამ ის ჰადრონებად და სიცოცხლის საშენ მასალად იქცეოდა. ამიტომ ეს ახალი ცოდნა პლაზმის მუდმივად ცვალებად ქცევაზე ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები