ფინტექ სტარტაპებს 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად მაღალი შემოსავალი ჰქონდათ
ფინტექ კომპანიებს 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი 22,8-მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები ჰქონდათ. ეს წინა წლის პირველ კვარტალზე ორჯერ მეტია, ნათქვამია მონაცემთა ბაზის CB Insights-ის ანგარიშში.
ეს თანხა ფინტექ კომპანიებმა 614 გარიგების ფარგლებში მოიზიდეს. შარშან, იგივე პერიოდში კომპანიებს 560 გარიგება ჰქონდათ, რამაც 10,8-მილიარდი დოლარი მოუტანათ. ამ მხრივ წინა რეკორდი 2018 წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც საერთო მონაპოვარი 22,3-მილიარდი დოლარი დაფიქსირდა.
წლევანდელი რეკორდი კორონავირუსის პანდემიასთანაც არის დაკავშირებული, რის შედეგადაც ციფრული გადახდები და დაზღვევა უფრო მოთხოვნადი გახდა. კვარტლის ყველაზე დიდი სარგებელი ინვესტიციების პლატფორმა Robinhood-მა, გადახდების კომპანია Strip-მა, მოკლევადიანი სესხის მიმწოდებელმა Klarna-მ და ჩინურმა ფინანსური უსაფრთხოების კომპანია Paradgim-მა მოიპოვეს, რაც მთლიანობაში 5,7-მილიარდი დოლარია.
რაც შეეხება ევროპულ ფინტექ კომპანიებს გარიგებებით მათი საერთო სარგებელი 5,04-მილიარდი დოლარი იყო. ეს წინა წელთან შედარებით 180-პროცენტით მეტია. ამ მხრივ ზრდა იყო აზიაშიც, რაც მთლიანობაში 3,6-მილიარდ დოლარში აისახა. ეს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.
ამასთან, 2021 წლის პირველი კვარტალი გლობალურად ფინტექ კომპანიების დაფუძნების მხრივაც რეკორდული გამოდგა. იანვარში, თებერვალში და მარტში ძალიან ბევრი ახალი ფინტექ კომპანია ჩაეშვა.
აღსანიშნავია, რომ ფინტექის ქვესექტორებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდა ციფრული გადახდები და კრედიტების კუთხით არის.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები