რა დაგვიჯდება პასკის გაკეთება
აღდგომამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებ ფიქრს — ჰმმ, მოდი, წელს პასკას თავად გამოვაცხობ. თუ საბოლოოდ ერთი შეხედვით მარტივმა გამოსავალმა ანუ მზა პასკის ყიდვამ ეს სურვილი არ დაჯაბნა, გეგმის განხორციელებაც იწყება.
ერთ მხარეს დრო და ფულია, მეორე მხარეს კი ფული და საუკეთესო პასკის შერჩევის პროცედურები.
თუ უკვე შეგუებული ხარ, რომ პასკის ცხობას რამდენიმე საათი და შეიძლება მთელი დღეც დასჭირდეს, On.ge გაგიზიარებს, რა დაგიჯდება შენი ხელით მომზადებული პასკა 2021 წელს და შევადაროთ, არის თუ არა სხვაობა გასულ წელთან.
იმისთვის, რომ დავადგინოთ, რა დაგვიჯდება ერთი პორცია პასკის გამოცხობა, ხარჯთაღრიცხვას შემოგთავაზებთ. რეცეპტი, რომელსაც მივყვებით, ძალიან მარტივი, ინტერნეტში ათწუთიანი ძებნის შემდეგ მოპოვებული, გამოცდილი და მოწონებულია.
გვჭირდება:
- რძე — 250 გრამი;
- საფუარი (მშრალი) — 10 გრამი;
- ფქვილი — ერთ კილომდე;
- შაქარი — 500 გრამი;
- კვერცხი — 4 ცალი;
- კარაქი — 100 გრამი;
- ნაღები — 50 გრამი;
- ქიშმიში — 100 გრამი;
- მიხაკი, დარიჩინი, ვანილი;
- ლიმონის ცედრა.
პროდუქტები ხელმისაწვდომ ქსელურ მარკეტში შევიძინეთ. ფასები კი მოცემული იქნება მინიმალურიდან მაქსიმალურამდე, ხარისხის მიხედვით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ინგრედიენტების ყიდვა ზუსტად იმ რაოდენობით, რაც პასკას სჭირდება, ძალიან გაგვიჭირდება, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კია. ამიტომ საყიდლები იქნება "ოჯახური", ანუ იმდენი, რომ მოგვრჩება და სამომავლოდაც გამოვიყენებთ რამეში.
ვიწყებთ კვერცხით. ცალობით შეძენის შემთხვევაში, ფასი მერყეობს 40-დან 55 თეთრამდე. ეს კვერცხის ზომასა და მწარმოებელზეა დამოუკიდებული. ჩვენ ვიყიდეთ ერთი შეკვრა, ანუ 10 ცალი. აქ ფასების რანჟირება ასეთია — იწყება 3,99 ლარიდან და მაქსიმუმ, 5,35 ლარი შეიძლება ღირდეს.
რძის შემთხვევაში გაგვიმართლა და ვიპოვეთ 2,5-პროცენტიანი, 450-გრამიანი შეფუთვა, რომელიც 2,45 ლარი ღირდა. თუ პატარა შეკვრა აღარ დაგხვდათ, რაც ხშირად ხდება, მაშინ დიდი შეფუთვის შეძენა მოგიწევთ. ერთი ლიტრი რძის ფასი 4,29-დან 4,55 ლარამდე მერყეობს. ფასი პროცენტულობისა და პასტერიზებულობის მიხედვით იცვლება.
რძის პროდუქტებიდან შორს რომ არ წავიდეთ, აქვე გავარკვიოთ ნაღების ფასიც. ნაღები ცოტა გვჭირდება, სულ რაღაც 50 გრამი, ამიტომ რაც შეიძლება პატარა შეკვრას ვეძებთ. 200 გრამი ნაღები ყველაზე იაფი 4,39 ლარია, ხოლო ყველაზე ძვირი — 6,65 ლარი.
პასკის აუცილებელი ინგრედიენტია კარაქი, რომელიც ამ შემთხვევაში 100 გრამი დაგვჭირდება. გარდა ასაწონი კარაქისა, რომლის ხარისხის და ბრენდი ხანდახან ბუნდვანიც შეიძლება იყოს, ბაზარზე არის დაფასოებულიც. შეფუთვები მეტწილად 200-გრამიანია, თუმცა იყიდება უფრო პატარა, 100-გრამიანი შეკვრებიც. მათი ფასი კი 5-ლარიდან 7,60 ლარამდე მერყეობს.
კარაქის 200-გრამიან შეფუთვებში არჩევანი უფრო დიდია და საბოლოო ჯამში, ამის ყიდვა უფრო ეკონომიური გამოდის. ფასი იცვლება მწარმოებლის, პროცენტულობისა და ხარისხის მიხედვით, 7-10 ლარს შორის. მე 8,5 ლარი გადავიხადე და ჩემი აზრით, საშუალო ხარისხის პროდუქტი შევიძინე.
რაც შეეხება ფქვილს, მისი შეძენა ფაქტობრივად ყველა ქსელურ მარკეტში შეგვიძლია დაფასოების გარეშეც, თუმცა რადგან ცხობისას მთავარი ინგრედიენტია და მისი ხარისხი საბოლოო პროდუქტზე დიდ გავლენას ახდენს, გადავწყვიტე უკვე შეფუთული, კონკრეტული ბრენდის ფქვილი მეყიდა. (თუ იცით კარგი ფქვილი, რომელიც წონითაც იყიდება, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ). ერთი კილოგრამის ფასი, მწარმოებლის მიხეdვით, 2,99-დან 3,75 ლარამდე ღირს.
შაქარიც უკვე შეფუთული ავირჩიე, თუმცა ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ზუსტად ერთკილოიანი ვერ ვიპოვე, ამიტომ არჩევანის გაკეთება 800-გრამიანსა და 900-გრამიანს შორის მომიწია. ფასი ასეთია — 2,8-დან 3,4 ლარამდე.
ერთი შეკვრა საფუარი 1,55 ლარი ღირდა, ვანილის შაქარი 5-გრამიანი — 0,2 ლარი. მიხაკი და დარიჩინი ჯამში 5,3 ლარი დამიჯდა, ხოლო 200 გრამი ქიშმიშში, რომელიც წონით ვიყიდე, 2,6 ლარი გადავიხადე. ერთ ცალ ლიმონში კი — 0,65 ლარი.
საბოლოოდ, ამ უხეში გათვლებით, ერთი პორცია პასკის სახლში გამოცხობა 30 ლარიდან 45 ლარამდე შეიძლება დაგიჯდეთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ პროდუქტს მიანიჭებთ უპირატესობას.
მოცემული ფასები შეგვიძლია წინა წლის პერიოდს შევადაროთ და ვნახოთ, როგორ გაგვიძვირდა წელს პასკის ცხობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ვებგვერდზე ამჟამად ფასების ცვლილების შესახებ მონაცემები მარტის თვის მდგომარეობით არის მოცემული და აპრილის ფასები დათვლილი არაა.
სწორედ ამიტომ, კვლავ უხეშ დათვლებს უნდა მივმართოთ და წინა წლის მარტის ფასებს შევადაროთ. ამასთან, საქსტატს არ აქვს ნაღების, მიხაკ-დარიჩინისა და ვანილის ფასები, რის გამოც ეს ინგრედიენტები უნდა გამოვაკლოთ.
ამის გათვალისწინებით, თუ გასულ წელთან შედარებით ფასების ცვლილებას დავაკვირდებით, შარშან პასკის გამოცხობა დაახლოებით 24-27 ლარი დაგვიჯდებოდა (ნაღების, მიხაკ-დარიჩინისა და ვანილის გამოკლებით). რა თქმა უნდა, ეს კვლავ იმაზეა დამოკიდებული თქვენ რომელი პროდუქტის შეძენას ამჯობინებდით.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები