თუ რატომ ვხოცავთ ერთმანეთს
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე
(სოციალისტის) პასუხი იაგო ხვიჩიას
1. სწორი იყო თუ არა „ბიბლუსში“ შევარდნა, გნებავთ გადასვლა?
ბიბლუსის ყველა ფილიალი არის ღია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად რაიმე ნიშნისა, ანუ ვისაც უნდა შევა და გამოვა, შესაბამისად, რასაც ბატონი ზურაბ ჯაფარიძე „შევარდნასა“ და „მავნებლობას“ ეძახით, მე თუ მკითხავთ, ძალიან გადამეტებული ტერმინია. მითუმეტეს, კერძო საკუთრება არცერთ აქტივისტს არ დაუზიანებია. ბატონი ჯაფარიძის მოწოდება, რომ პოლიციამ უნდა დაიცვას კერძო საკუთრება, საკმაოდ გამართლებულია. საქმე ისაა, რომ დასაცავი მაგ კერძო საკუთრებას არაფერი არ აქვს. ვინც შევიდა, 20 წუთში გამოვიდა იქიდან, ამიტომ ხელკეტებით ან რაიმე ძალის გამოყენებით 15 სტუდენტის გამოძევება ძალიან სულელური საქციელი იქნებოდა.
ჩემი პასუხი უშუალოდ შეკითხვაზე ძალიან მარტივია: არა. ოღონდ სულ სხვა მიზეზების გამო. აუდიტორია 115-ის ბიბლუსში შესვლას საერთოდ არანაირი შედეგი არ ჰქონია. იმავე წარმატებით შეეძლოთ გარეთ გაემართათ პროტესტი, რაც მანამდეც გაუკეთებიათ და ალბათ კიდევ გააკეთებენ. უბრალოდ, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს არანაირად არ ყოფილა „მავნებლობა“, „შეჭრა“ ან „ძალადობა“.
2. შენი სხეული შენ გეკუთვნის თუ არა?
კი.
3. რა არის ფაშიზმი? ვინ უფრო ახლოსაა ფაშიზმთან: გირჩი თუ სოციალისტები?
ფაშიზმი და ნაციზმი კომენტარებში მშვენივრად განმარტა ლევან რამიშვილმა. არ მგონია, სოციალისტების წარმოდგენა ფაშიზმთან დაკავშირებით განსხვავდებოდეს თქვენი წარმოდგენისგან. თუმცა თქვენი წარმოდგენა სოციალიზმზე ძალიან განსხვავებულია და ძალიან მიკვირს, რომ პარტიის წევრს, რომელსაც მთელ რიგ საკითხებში კომპეტენციაზე აქვს პრეტენზია, უნდა ავუხსნა, თუ რა არის სოციალიზმი.
სოციალიზმი იდეურად, პირველ ყოვლისა, ნიშნავს შემდეგს: წარმოება და ნებისმიერი რამ, რაც ქმნის „მოგებას“ (means of production), არის სოციუმის ან ხალხის რაღაც ჯგუფის ხელში. ბევრი მემარჯვენისთვის „ხალხის ხელში“ ითარგმნება, როგორც „სახელმწიფოს ხელში”, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ეს უკანასკნელი ვერსია, რომ ნედლეულის წარმოება, ჯანდაცვა, რკინიგზები და ა.შ უნდა გადავიდეს შუამავალი სახელმწიფოს ხელში, ეკუთვნის კარლ მარქსს. ამ იდეას ის განიხილავს თავის კომუნისტურ მანიფესტში. თუმცა, ლენინისგან განსხვავებით, მარქსი მიიჩნევდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დროებითი პროცესი, სანამ ჩამოყალიბდებოდა სრულიად ანარქისტული საზოგადოება. თან აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მარქსის ეს იდეა თავის დროზე გააპროტესტა ძალიან ბევრმა სოციალისტმა. მაგალითად, მიხაილ ბაკუნინმა, რომელმაც ნაწილობრივ იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირი. თუმცა მარქსის კომუნისტური საზოგადოება (პროლეტარიატის დიქტატურა) ძალიან განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირისა და მითუმეტეს ნაციონალური სოციალიზმისგან.
ასე რომ, როცა თქვენ კითხვას სვამთ, ვინ უფრო ახლოს არის ფაშიზმთან, გირჩი თუ სოციალისტები, საერთოდ არ გულისხმობთ სოციალისტებს. „აუდიტორია 115“ და, ზოგადად, მემარცხენეები არ მგონია, პროლეტარიატის რევოლუციისთვის ან რაღაც ანარქისტული კომუნების დამყარებისთვის იბრძოდნენ. „აუდიტორია 115“ უმეტესად „იბრძვის“ უკვე არსებული შრომითი კანონმდებლობის დაცვისთვის, რომელიც ძალიან ხშირად ილახება და ამის ნათელი მაგალითი ტყიბულის შახტის ისტორიაა.
შახტაში, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც კი არ იყო დაცული. ამის გამო ხალხი დაშავდა, ზოგმა კიდური დაკარგა, ზოგმა — სიცოცხლე. კომპანია, რომელიც წლიურად ათობით მილიონს აკეთებს, საიდანაც მუშებს მეტწილად 500-600 ლარი ერიცხებათ (თანაც მეტწილად — ზოგი 150 ლარადაც მუშაობს), მგონი, ვალდებულია, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვას. ეს იყო „მემარცხენეებისა“ და „სოციალისტების“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც წაუყენეს სახელმწიფოს. ახლა მითხარით, რა კავშირშია ეს ფაშიზმთან?
ზოგადად, იდეალური, უტოპიური სოციალისტური სამყარო ძალიან შორსაა რეალობისგან. კერძო საკუთრების გაუქმებას და ხელყოფას არცერთი ნორმალურად მოაზროვნე მემარცხენე არ მოითხოვს.
მე მიმაჩნია, რომ დღეს სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ თავიანთი კეთილდღეობა, იქნება ეს ჯანმრთელობა, განათლება თუ შრომითი უფლებები.
დავივიწყოთ უნივერსალური ჯანდაცვა. რაიონებში, შედარებით მცირედ დასახლებულ რეგიონებში (ანუ ისეთ ადგილებში სადაც სრულად ფუნქციონირებადი კერძო საავადმყოფოების აშენება იქნება არა მომგებიანი) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იქ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობა. სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე პირები, რომლებიც მეტწილად ისევ საშუალო და ღარიბი კლასის წარმომადგენლები არიან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელშიც სახელმწიფო უნდა ერეოდეს, არის განათლება. დიდი ქალაქების გარდა სრულად აღჭურვილი სკოლების აშენება და ფუნქციონირება არ არის ფინანსურად მომგებიანი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სამეცნიერო და ჰუმანიტარული კვლევები (დაფინანსება, რა თქმა უნდა, გონივრული უნდა იყოს და ამას ისევ მეცნიერები უნდა უზრუნველყოფდნენ). შემეცნება ყოველთვის არ იძლევა მატერიალურ სიმდიდრეს (პირდაპირი გაგებით), თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, ზოგადად სოციუმის, ცნობიერების ჩამოყალიბებაში. არანაირი პირდაპირი მოგება არ აქვს ენათმეცნიერებას, ანთროპოლოგიას, არქეოლოგიას, მარინოლოგიას, ოკეანოლოგიას, ასტრონომიას და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს და სხვა მრავალი მეცნიერება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანების არსებობის ყველა ეტაპზე, მნიშვნელოვანია ახლაც.
ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუშლის დაბინძურებას, ეკოლოგიურ ზიანს და ა.შ.
ეს არის ჩემი, „მემარცხენის“, პოზიცია. ახლა მითხარით, ყოველივე ეს, რაც ჩამოვთვალე, ფაშიზმია ან ახლოსაა ფაშიზმთან?
4. რა უფლებები აქვს ადამიანს?
Universal Declaration of Human Rights. ეს ელემენტარული, რა თქმა უნდა.
5. სანამ ეკონომიკას არ ეშველება, მანამდე ეშველება თუ არა დასაქმებულთა უფლებებს?
დასაქმებულთა „უფლებების“ დაცვა მინიმალურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველო, მიუხედავად იმისა რომ არ არის მდიდარი ქვეყანა, არც იმდენად ღარიბია, რომ დამსაქმებელმა არ შეასრულოს შემდეგი პუნქტები:
1. დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია, არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.
3. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია, არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
(ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
(ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
(ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
(ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
არავითარ შემთხვევაში არ მინდა ეკონომიკას „ეშველოს“ ადამიანთა უფლებების ხარჯზე. თუ კომპანიას აქვს ნამატი, აქვს მოგება, ის ვალდებული უნდა იყოს, დაიცვას ელემტარული შრომითი უფლებები. „თუ არ მოგწონს, სხვაგან წადი“ არის სრულიად მიუღებელი რამ. თქვენი აზრით, ადამიანი, რომელიც მინიმალურ ხელფასზე მუშაობს, არ არის ლიმიტირებული თავის არჩევანში? მე, მაგალითად, სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ბიოლოგიაზე. ჯერჯერობით დიდი სამუშაო პერსპექტივა არ მაქვს ჩემს სფეროში, რადგან სპეციალისტობამდე ბევრი მიკლია, ამიტომ უნდა ვიმუშავო ოპერატორად/მოლარედ/ადმინისტრატორად/მიმტანად/მუშად და ა.შ.
ამათგან ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში, დამსაქმებელთა რაოდენობა ძალიან ლიმიტირებულია, თან ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე სიტუაციაა. თითქმის ყველგან „უარჩევანო“ ხალხის ხარჯზე ცდილობენ, გააკეთონ დიდი მოგება. იგივე სიტუაცია იყო მანამდეც. ერთი კვირით ადრე გაფრთხილება, სანამ სამსახურიდან გამაგდებენ, და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა, ვგონებ, არაა დიდი ტრაგედია.
რატომ ვხოცავთ ერთმანეთს?
მე პირადად არ გხოცავთ, თქვენი გამოჩენა პოლიტიკურ ასპარესზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, თუმცა მესმის, რატომაც შეიძლება გხოცავდნენ სხვები.
ფრესკოდან წამოსულმა კონსულტანტებმა სახალხოდ გამოაცხადეს, რომ ირღვეოდა მათი კონტრაქტი, არ უნაზღაურებდნენ ზეგანაკვეთურ შრომას და ა.შ. ამას ადასტურებს ფრესკოში დარჩენილი პერსონალიც. თქვენი რეაქცია?
ძალიან კარგად მესმის, რომ ეს დამცინავი ტონი იმიტომ არ გაქვთ, რომ „ბოროტები“ ხართ ან რამე მსგავსი. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ მიიჩნევთ, სრულად თავისუფალი ბაზრის პირობებში, სადაც მეტი მაღაზია და მეტი სერვისი იქნება, უკეთეს პირობებიანი სამუშაოებიც გამოჩნდება. ეს რამდენად ასეა, ცალკე საკითხია, მაგრამ არსებული შრომითი უფლებები რატომ არ უნდა იყოს დაცული, თუ რაღაც მაინცდამაინც დიდ ეკონომიკურ ზიანს არ აყენებს ამხელა (საქართველოს ფონზე) დაწესებულებებს.
აუდიტორია 115-ის კრიტიკა
როდესაც აუდიტორია 115 ფორმალურად ჩამოყალიბდა, მათი დიდი მხარდამჭერი ვიყავი. თვითმმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები იყო სწორი და სამართლიანი. მათ მოტოვაციას იზიარებდა თითქმის ყველა, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა. მას შემდეგ რაც აუდიტორია 115-მა დაიწყო ცუდი სამუშაო პირობების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაკარგეს. თან არა მარტო მემარჯვენეები. საქმე იმაშია, რომ რეალურად აუდიტორია 115 რასაც ებრძვის და რაც არ მოსწონს, არ მოგვწონს არავის. მაშინ სად არის პრობლემა?
პრობლემა არის რადიკალურ, სრულიად არაორგანიზებულ შეძახილებში და შემართებაში. რამოდენიმე დღის წინ, ფრესკოსთან გამართულ აქციაზე, ერთმა აქტივისტმა გამოაცხადა, რომ ეს არის კლასების ჭიდილი, მეორემ ხმამაღლა ჩასძახა რუპორში, თითქოს საქართველოში უმუშევრობა 60 პროცენტია. ერთმა საერთოდ ისიც განაცხადა, რომ ფრესკოს თანამშრომლები, კაპიტალისტური სისტემის მსხვერპლნი არიანო. მსგავსი სულისკვეთებით აუდიტორია აუცხოებს უამრავ პოტენციურ მხარდამჭერს.
თუ აუდიტორია 115-სა და მათთან ასოცირებულ ჯგუფებს სურთ, რომ აქტივიზმში შეუერთდეს ბევრად უფრო მეტი ადამიანი, არსებული პრობლემები არ უნდა დაიყვანონ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე. ასევე ნაწილობრივად მესმის „გირჩის“ კრიტიკა, როცა ისინი ამბობენ, რომ არსებული შრომითი უფლებები რეალურად იცავს საქართველოს მოსახლეობის მცირე (37%) ნაწილს. (37 პროცენტის შრომითი უფლებების დაცვამ არ მგონია დიდი ზარალი მოიტანოს) ამ მცირე ნაწილშიც არსებობს შრომითი პირობების ვარიაცია. მაგალითად, ბიბლუსიდან გათავისუფლებული კონსულტანტები, მე თუ მკითხავთ საერთოდ არ მიეკუთვნებიან ჩაგრულ კლასს. ისინი ამ 37 პროცენტში ალბათ ყველაზე კარგად არიან. ამას მოწმობს აუდიტორია 115-ის წარმოდგენილი, ბიბლუსის ერთ-ერთი განთავისუფლებული კონსულტანტის საბანკო ანგარიში. რამდენი სამსახური იცით რომელიც ახალ წელს 700 ლარიან ბონუსს იღებს?
აუდიტორია 115 ცდილობს, რომ ბონუსების დაკლების შემთხვევა გააერთიანოს აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის პრობლემასთან და კონტრაქტის არ-შესრულებასთან. ამას კიდევ ემატება მეშახტეების, მაღაროელების პრობლემა. ამ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა და მონური პირობების დარქმევა უბრალოდ არასწორია.
მე მინდა აუდიტორია 115-ის ყურადღება მივმართო „ყალბი“ სამსახურებისკენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია კოსმეტიკური მაღაზია Oriflame, რომელიც სხვადასხვა საიტებზე (მაგ. jobs.ge) ათავსებს ყალბ ვაკანსიებს და არსებობს გულუბრყვილო ან უკიდურსეად გაჭირვებული, იმედგადაწურული ხალხის ხარჯზე.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი: ძალიან ვთხოვ აუდიტორია 115-ს და ყველა მემარცხენეს გამოიყენონ შანსი, დასხდნენ საკამათოდ პოლიტიკურ პარტია გირჩთან და მათ მხარდამჭერებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ნელ-ნელა გამოდის მარაზმული პოპულიზმისგან და როგორც იქნა გამოჩნდა მკვეთრი იდეოლოგიური/პოლიტიკური პოზიციები. აზრთა ჭიდილში, განუწყვეტელ დისკურსში იბადება პროგრესი. ვიზრუნოთ იმაზე, რომ მომდევნო არჩევნებში დებატი იყოს არა პენსიების და სამედიცინო დახმარების რაოდენობაზე, არამედ მათ რაობაზე.
წაიკითხეთ გირჩის პასუხი
-
4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება
გადახედვა
-
ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან
გადახედვა
-
საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს
გადახედვა
-
ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
-
შპს "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე "სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს შპს "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე "სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს
გადახედვა
-
ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება
გადახედვა
-
ახალი წელი, ძველი ჩვევები — რატომ ვერ ვასრულებთ წლიურ გეგმებს ახალი წელი, ძველი ჩვევები — რატომ ვერ ვასრულებთ წლიურ გეგმებს
-
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
-
ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები
-
"ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე "ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე
გადახედვა
-
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
-
McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
-
სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
გადახედვა
-
სუს-მა "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-მა "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სასარგებლოა თუ არა ცხელი წყლის დალევა? სასარგებლოა თუ არა ცხელი წყლის დალევა?
-
ლუვრი EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის ლუვრი EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის
გადახედვა
-
აშშ-ს სავიზო შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტებზე და არა ტურისტულ ვიზებზე — საელჩოს განმარტება აშშ-ს სავიზო შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტებზე და არა ტურისტულ ვიზებზე — საელჩოს განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ქალებმა გინეკოლოგიური სარკის ახალი, ნაკლებად მტკივნეული დიზაინი შექმნეს ქალებმა გინეკოლოგიური სარკის ახალი, ნაკლებად მტკივნეული დიზაინი შექმნეს
გადახედვა
-
მოსკოვის პროკურატურამ 30 წლის ალექსანდრე საქანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსკოვის პროკურატურამ 30 წლის ალექსანდრე საქანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გადახედვა
-
მარჯანიშვილის ქუჩაძე მეზობელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — ახალი დეტალები მარჯანიშვილის ქუჩაძე მეზობელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — ახალი დეტალები
გადახედვა

კომენტარები