პასუხის პასუხი ტატო ანთაძეს
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა გირჩის ვებსაიტზე
ტერმინთა განმარტება ამ ბლოგის მიზნებისთვის:
ა) ბიბლუსი - კერძო საკუთრებაში არსებული ფართი, სადაც ნებაყოფილობითი გარიგების საფუძველზე არიან დასაქმებული ადამიანები, რომელთა შრომასაც, მათივე კეთილისმყოფელები, ხშირად მონურს უწოდებენ.
ბ) შეჭრა - კერძო საკუთრებაში ძალადობრივი შესვლა, მესაკუთრის ნებართვის გარეშე. ან მდგომარეობა მას შემდეგ, რაც მესაკუთრე გადაწყვეტს, რომ მის ტერიტორიაში თქვენი ყოფნის დრო ამოიწურა, თქვენ კი ამის დაჯერება არ გინდათ.
გ) დედალი მოსკოვური იხვი - იხვი, რომლის დაკვლის ასაკი საქართველოს მთავრობის №198-ე დადგენილების მიხედვით წარმოადგენს 70 დღეს.
დ) თვითმასაჟი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №263/ნ ბრძანებით განსაზღვრული მასაჟი რომელსაც მუშა თვითონ იკეთებს, ჯერ მარჯვენა ხელით მარცხენაზე და შემდეგ კი პირიქით.
დ) სახელმწიფო - ადამიანთა მიერ ნებაყოფილობით, მათივე უსაფრთხოების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ე) სახელმწიფო ბიუჯეტი - ადამიანთა მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს სახელმწიფოს არსებობის ძირითად მიზანს.
დავიწყოთ იმით, სწორი იყო თუ არა „ბიბლუსში“ შევარდნა, გნებავთ გადასვლა?
ტატო, თქვენი აზრით, „ბიბლუსის ყველა ფილიალი არის ღია, ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად რაიმე ნიშნისა, ანუ ვისაც უნდა შევა და გამოვა“ – რაც სხვანაირად ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს არ აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, ვინ და რა ფარგლებში ისარგებლებს მისი საკუთრებით.
ამ ლოგიკით, კაფე მუშაობს არა იმ დრომდე, რაც მესაკუთრემ გადაწყვიტა, არამედ იქამდე, სანამ კლიენტი არ მორჩება ჭამა-სმას და მესაკუთრეს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს მას ტერიტორიის დატოვება.
სხვა მაგალითითაც ავხსნათ, მე შემიძლია თქვენი სახლის კარზე დავაკაკუნო ან ზარი დავრეკო, მაგრამ თუ თქვენ გამაფრთხილებთ, რომ არ შეგაწუხოთ და მე მაინც ვაგრძელებ, ვარღვევ თქვენს საკუთრების უფლებას.
ვის ეკუთვნის ადამიანის სხეული, ამაზე ბლოგის ავტორთან ვთანხმდებით - თავად ამ ადამიანს და სხვას არავის, თუმცა არის ხალხი, რომელსაც ამ თეზისში ეჭვი ეპარებათ, ოღონდ ზუსტად არ ვიცით, რომელია დაეჭვებული, ის ადამიანი რომელიც ამ სხეულში სახლობს, თუ სხვა, რომელსაც „თანასაკუთრება“ აქვს სხეულზე.
რა არის ფაშიზმი? ვინ უფროა ფაშისტი „გირჩი“ თუ სოციალისტები?
ბლოგის ავტორის აზრით, გირჩი არ არის ფაშისტური ორგანიზაცია, მადლობა მას ამ შეხედულებისთვის.
თუმცა ქართველ სოციალისტებში ეს აზრი არსებობს. სამწუხაროდ, რა არგუმენტი არსებობს ამ მიმართულებით ჩვენ არ ვიცით (არ მოგვისმენია), მაგრამ ვეცდები ორიოდ სიტყვით ავხსნა, რა არის ფაშიზმი ჩვენი აზრით.
ფაშიზმი არის პოლიტიკური იდეოლოგია, სადაც ნაცვლად კონკრეტული ადამიანისა, გაღმერთებულია კოლექტივი, სახელმწიფო, მისი ინტერესი.
ფაშიზმის ყველასთვის გასაგებად განმარტება შესაძლებელია ქართულ პოლიტიკურ ფოლკლორში დამკვიდრებული გამოთქმით, „ოღონდ ქვეყანა აღორძინდეს და ჩვენი დედაც მოვტყან“...
შეიძლება გირჩს დააბრალო ძლიერი სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის სიყვარული? არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელმა ეს თქვას ან დაიჯეროს.
ამ დროს რას ამბობენ სოციალისტები?
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი კვება, განათლება, ჯანდაცვა, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.
სახელმწიფომ უკეთ იცის, რა სჯობს ადამიანისთვის და ამიტომ მან უნდა მიხედოს შაურმის ხარისხის კონტროლს, გაარკვიოს რა ასაკში უნდა დაიკლას დედალი მოსკოვური იხვი, რამდენად უსაფრთხოა სამუშაო ადგილი რომელიმე ქარხანაში, იტარებენ თუ არა მუშები თვითმასაჟს და ა.შ.
თქვენი აზრით, ამ ფუნქციების განმახორციელებელი სახელმწიფო სუსტია თუ ძლიერი? შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს წინ აღუდგეს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს მას საკვებით, განათლებით, გათბობით, მასაჟით, როცა ეს სახელმწიფო მისგან თავისუფლებას წაიღებს?
ვინ იქნება ამ ბრძოლაში მისი თანამებრძოლი, ადამიანები, რომლებიც ასევე ღებულობენ სახელმწიფოსაგან საკვებს, განათლებას, გათბობასა და მასაჟს?
და ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული?
ცხადია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა მემარცხენე ფაშიზმის აპოლოგეტია და ერთი სული აქვთ ამ ქვეყანაში მუსოლინის დიქტატურა დაამყარონ, მაგრამ გამარჯვებული სოციალიზმი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის კაცობრიობის ისტორიაში არსებულა (როცა ე.წ. საწარმოო საშუალებები სახელმწიფოს ხელში იყო), დიდად არასდროს განსხვავდებოდა ფაშიზმისგან.
ამჯერად მეტს არ გავაგრძელებ.
რა უფლებები აქვს ადამიანს?
ჩვენი აზრით, ადამიანს სამი ძირითადი უფლება აქვს, სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება.
როდიდან წარმოიშობა ეს უფლებები? - დაბადებიდან და მისი წარმოშობა უკავშირდება არა მთავრობისა და კეთილი მმართველების ნებას, არამედ ადამიანად დაბადების ფაქტს.
არავის, არც ერთ მთავრობას, არც ერთ სახელმწიფოს და არც ერთ კონსტიტუციას არ აქვს უფლება შეზღუდოს ეს უფლებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადამიანი სხვა ადამიანის ამავე უფლებებს უქმნის საფრთხეს.
არსებობს თუ არა სხვა უფლებები?
არსებობს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი ზემოთხსენებული სამი უფლებიდან გამომდინარეობს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს ადამიანს რომელიმე სხვა უფლების (მაგ.: შრომა, განათლება, ჯანდაცვა) რეალიზაციაში. მაგალითად, თუ ადამიანს უნდა მუშაობა „ბიბლუსში“ სახელმწიფოს არანაირი უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს ამის გაკეთებაში მოტივით, რომ იქ არსებული სამუშაო პირობები მთავრობის მიერ რეკომენდირებულს არ შეესაბამება.
თუ ადამიანს განათლების მიღება უნდა, სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს მისთვის საინტერესო პროფესიის შერჩევაში.
თუ ადამიანს მკურნალობა უნდა, არავინ უნდა შეუშალოს ხელი მისთვის სანდო ექიმთან ურთიერთობაში.
თუმცა სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ადამიანი სამუშაო გარემოთი, განათლებით, გათბობით და ა.შ. ეს არ ყოფილა სახელმწიფოს შექმნის მიზანი. ჩვენ, ადამიანებს საკუთარი თავისუფლება (ჩვენი შრომის პროდუქტი - გადასახადები) არასოდეს დაგვითმია იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს სახელმწიფოს ბიუჯეტის ფულით მიეღოთ განათლება ან ჯანდაცვა, ანაც თბილი საცხოვრებელი ადგილი. ჩვენ ჩვენი თავისუფლების ნაწილი, მხოლოდ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დავთმეთ.
ასე რომ, ჩვენ ვაღიარებთ ყველა უფლებას, რომელიც ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, მაგრამ არ მივიჩნევთ, რომ ყველა მათგანის რეალიზაცია სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამგვარი გაგება წარმოუდგენელია, ეს ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო განწირულია იმისთვის, რომ ვერასოდეს შეასრულოს საკუთარი მოვალეობა.
„არ მინდა ეკონომიკას ეშველოს ადამიანთა უფლებების ხარჯზე“.
მოდით ვიმსჯელოთ, რა დგას ამ სიტყვების უკან.
შეიძლება თუ არა ეს მსჯელობა როდესმე ლოგიკური იყოს?
გაგიკვირდებათ და, კი...
აი, მაგალითად, როდესაც მთავრობას აქვს ვნება გაზარდოს გადასახადები და ამ ფულით დააფინანსოს ათასგვარი ექსპერიმენტები, რომელიც, მისი აზრით, ახალისებს და აჯანსაღებს ეკონომიკურ პროცესებს, აი სწორედ ესაა ადამიანის (გადასახადის გადამხდელთა) უფლებების ხარჯზე ეკონომიკის „შველის“ კლასიკური მაგალითი.
მიხვდებოდით ალბათ, რომ ეს არც მე მომწონს...
პირიქით მაგალითი არ არსებობს ან აზრს მოკლებულია. ზედმეტი ფულის წართმევა გადასახადის გადამხდელისთვის, რათა სხვა ადამიანის განათლება უზრუნველყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტზე, ეს არც ადამიანის უფლებათა დაცვაა და არც ეკონომიკის გაჯანსაღება... ეს აბსურდია.
რატომ ვხოცავთ მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთმანეთს?
კამათი განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ ჯგუფებს შორის ბუნებრივია, აუცილებელია და ამ ქვეყნის სიმდიდრეა, ბოლო 2-3 კვირის იდეოლოგიური კამათები უფრო ძვირფასია ამ ქვეყნისთვის, ვიდრე მთელი ქართული პოლიტიკურ- იდეოლოგიური კამათები წარსულში (შეგახსენებთ, 2012 წლის არჩევნებზე რა კამათიც იყო: 1,000 ლარიანი ვაუჩერი VS უფასო ფული) და ამ კამათში, „გირჩის“ არცთუ უმნიშვნელო როლს ვხედავ, მე პირადად...
კამათებში დაძაბულობის შეტანის „ცოდვის“ ნაწილს ჩემს თავზე ვიღებ, აზარტული ვარ და ჩემი „თამაშის“ სტილი შეტევაა, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემ ადამიანს, რომელსაც არგუმენტებით საუბარი შეუძლია.
აუდიტორია 115
მე არ მჯერა, რომ ამ დაჯგუფებაში ყველა მავნებელია, თუმცა ამ ორგანიზაციის სახელით გადაწყვეტილების მიღების დროს, ჯერჯერობით გონიერი ადამიანები ვერ იმარჯვებენ.
ტატოს წარმატებებს ვუსურვებ.
ასევე იხილეთ ტატო ანთაძის სტატია - თუ რატომ ვხოცავთ ერთმანეთს
-
გადახედვა22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და "ანწუხელიძის" საპროტესტო მსვლელობები გაიმართა 22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და "ანწუხელიძის" საპროტესტო მსვლელობები გაიმართა
-
გადახედვატრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს ტრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს
-
გადახედვადონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი მამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვადღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
კომენტარები