დეპრესია ნაადრევ დაბერებას იწვევს — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, დეპრესია ნაადრევ დაბერებასთან არის დაკავშირებული. ამის გამოსავლენად კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რის მიხედვითაც დეპრესიული და არადეპრესიული ადამიანები გამოიკვლიეს. მკვლევრებმა მოხალისეების უჯრედული ასაკი შეისწავლეს.
მათ დაადგინეს, რომ დეპრესიით დაავადებული ადამიანები, რომლებიც ანტიდეპრესანტებს არ იღებდნენ, ბიოლოგიურად უფრო "დაბერებულები" იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიით დაავადებულ ადამიანებს "დაბერება" გარეგნულად არ ეტყობოდათ, უჯრედულ დონეზე მათი ასაკი რამდენიმე წლით უფრო დიდი იყო.
"დეპრესია ფსიქიკური შეგრძნებებიდან, ფიზიკურ მოცემულობებზე ისახება. ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს დეპრესიისადმი მიდგომა და ის თუ როგორ აღვიქვამთ მას." — ამბობს წამყვანი მკვლევარი, კატერინა პროტსენკო.
თუმცა, კვლევის ფარგლებში, მხოლოდ 100 მოხალისე შეისწავლეს. საბოლოო შედეგების საჩვენებლად კი, კვლევის გაფართოება იქნება საჭირო. ამასთან, მკვლევრებმა ჯერ ზუსტად არ იციან თუ რა როლი აქვთ დეპრესანტებს და რამდენად ეწინააღმდეგებიან ისინი ადამიანის დაჩქარებული დაბერების პროცესს.
ის რომ დეპრესია ნაადრევ დაბერებას იწვევს, ბევრისთვის უცხო არ არის, ამას მკვლევრები ადრეც ვარაუდობდნენ. კონკრეტული კვლევა კი ამ ყველაფერს ფიზიკურ დონეზე ადასტურებს. მსგავსი კვლევების გაფართოება და მასშტაბების გაზრდა უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს, როგორც დეპრესიაზე და ისე მის მკურნალობის მეთოდებზე.
კომენტარები