დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 285, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 15 769, PCR-ით — 9 982.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 2,16%, ხოლო 7 დღის — 2,49%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 287 689-ს, გამოჯანმრთელდა — 276 711, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 869 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია — 240 შემთხვევა;
  • აჭარა — 76;
  • იმერეთი — 43;
  • ქვემო ქართლი — 33;
  • შიდა ქართლი — 13;
  • გურია — 13;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 66;
  • კახეთი — 13;
  • მცხეთა-მთიანეთი — 4;
  • სამცხე-ჯავახეთი — 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 370 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76.

301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 592 კი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. გარდა ამისა, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: