Quick ID — სამუშაო საათების აღრიცხვა და ბიზნესის ეფექტური მენეჯმენტი ერთ აპლიკაციაში
ფოტო: QuickID
დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს შრომის კოდექსი ახალი რეგულაციის მეშვეობით საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა და საქართველოში მოქმედ თითოეულ ბიზნესს სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება დაეკისრა. ამ ზოგად ტერმინს მიღმა უამრავი ბიუროკრატიული დეტალი და ასპექტია. კომპანიებმა მუდმივად უნდა აწარმოონ სხვადასხვა ტიპის ანგარიშფაქტურები და შეინახონ ის 1 წლის ვადით.
ბუნებრივია, ასეთი ტიპის ცვლილებები ბიზნესისთვის დამატებით საზრუნავს წარმოადგენს, თუმცა კოვიდ პანდემიის ფონზე ეს საზრუნავი სულ სხვაგვარ მასშტაბებს იძენს. პანდემიამ თითქმის ყველა ტიპის ბიზნესში გარკვეული ცვლილება შეიტანა; ამ ცვლილებათაგან ყველაზე მასშტაბურად შეიძლება დისტანციური მუშაობა მივიჩნიოთ. სწორედ ეს ე.წ. კოვიდტრენდი აღმოჩნდა ახალ რეგულაციასთან თანხვედრის ყველაზე დიდი წინაღობა ქართული ბიზნესისთვის. კონკრეტულად, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სამუშაო საათებისა თუ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის (გაცდენა, დაგვიანება, შვებულება და ა.შ.) აღრიცხვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დამსაქმებელთა დიდი ნაწილის მხრიდან ამ სიახლეს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიები პრობლემატურად მიიჩნევენ რეგულაციასთან თანხვედრის როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ ნაწილს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ბიზნესის ნაწილი საქმიანობას ვერ განაგრძობს.
ქართული ბიზნესის ასეთი რეაქცია ბუნებრივად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან საათების აღრიცხვის აქამდელი პრაქტიკა საქართველოში ძალზე შრომატევად და ძვირადღირებულ პროცედურებსა და აპარატურასთან (სკანერი, კამერა) ასოცირდება. ამავდროულად, ისინი სრულად მაინც ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულის შვებულების ხანგრძლივობის, გაცდენებისა და მისი მიზეზების, თუ სხვა დეტალური ინფორმაციის, ასევე დისტაცნიურად მომუშავე თანამშრომლის სამუშაო საათების აღრიცხვას. მსოფლიო პრაქტიკა ამ მხრივ ბევრად შორსაა წასული. სწორედ საერთაშორისო სტანდარტისა და საქართველოსთვის სრულიად ინოვაციურ პროდუქტზე მოგიყვებით ჩვენ.
Quick ID — ეს არის სამუშაო საათების აღრიცხვის სრულად პროგრამული გზა, რომლის დანერგვა არანაირ სამონტაჟო და ფიზიკური ტიპის ოპერაციებს არ მოითხოვს. იგი ღრუბლოვანი პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის ერთობლიობაა და ახალი რეგულაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. რთული დასაჯერებელია, თუმცა Quick ID-ის დამფუძნებლები ქართულ ბიზნესს არამხოლოდ ყველა ამჟამინდელი გამოწვევის გადაჭრას, არამედ მათ კონკურენტულ უპირატესობად ქცევას სთავაზობს. რაც მთავარია, დამსაქმებელი ამას დროის, ფინანსებისა და ძალისხმევის მინიმალური დანახარჯით მოახერხებს.
Quick ID ქართულ ბაზარზე $100, 000 ამერიკული ინვესტიციის წყალობით შემოვიდა; ქართული სტარტაპის პარტნიორი და მთავარი დამფინანსებელი ამერიკული კოპმანია Centigral Ventures, LLC გახლავთ. მიუხედავად ამერიკული ფესვებისა, კომპანია სამომავლოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
Quick ID-ის გუნდთან გასაუბრების შემდეგ, შგევიძლია ვთქვათ, რომ მისი უპირატესობები ბიზნესის ოქროს პრინციპებთან სრულ ბმაშია. "Quick ID მაქსიმალურად მარტივი და ფუნქციური პროგრამაა, რომელსაც შეუძლია მოერგოს ნებისმიერი ტიპისა და პროფილის ბიზნესის ინტერესსა და მოთხოვნას", — აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი ებრალიძე. ბაზარზე უკვე არსებულ და კარგად აპრობირებულ დაშვების სისტემებთან მიმართებაში კი იგი აღნიშნავს, რომ: "ტაბელების რეპორტინგისას Quick ID აღარ საჭიროებს Word და Excel დოკუმენტების ხელით გადაწერას; Quick ID პლატფორმაზე მონაცემები პირდაპირ იმ ტაბელში გენერირდება, რომელიც რეგულაციითაა მოთხოვნილი".
"დრო ფულია" პრინციპს თუ გავიხსნებთ, პირველ რიგში, ალბათ, Quick ID-ის მობილურობა უნდა აღვნიშნოთ. დამსაქმებელი პროდუქტის მოთხოვნიდან 10 წუთში იწყებს მის გამოყენებას. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ 10 წუთში პარალელურ რეჟიმში ახერხებთ თქვენი ბიზნესის ჩიხიდან გამოყვანასა და მისი მენეჯმენტის ახალ საფეხურზე აყვანას; უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ბიზნესის Quick ID-ის პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, დამსაქმებელს ნებისმიერი ლოკაციიდან მხოლოდ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით შეუძლია საკუთარი პერსონალის სამუშაო საათების კონტროლი და მათთან აპლიკაციის მეშვეობით კონტაქტი. ადმინისტრირებას ძალზე აიოლებს მარტივი მართვის პანელი, რომელიც არც რაიმე განყენებული აპლიკაციის ინსტალაციას საჭიროებს და არც სერვერების გამართვას.
Quick ID-ის გუნდის თქმით, მათი პროდუქტი დასაქმებულის სამუშაო საათებისა და მასთან დაკავშრებული სხვა დეტალების აღრიცხვას მარტივად უზრუნველყოფს, ახალ რეგულაციასთან სრულ შესაბამისობაში და ყველა არსებული გამოწვევის ფონზე. თუმცა თანამედროვე ტრენდებმა მათ აპლიკაციაში სხვა დამატებითი ფუნქციების ჩაშენებაც განაპირობა.
"კოვიდ პანდემია ჩვენი გუნდისთვის სხვადასხვა მხრივ აღმოჩნდა შთამაგონებელი, თუმცა აპლიკაციის საბოლოო ფორმა ბიზნესის საბაზისო კანონებმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა. პირველ რიგში ვეცადეთ, დამსაქმებლებისთვის დღევანდელ პირობებში ხელმძღვანელობის ტვირთი შეგვემსუბუქებინა დროის, ფინანსებისა და ძალისხმევის დაზოგვის ხარჯზე. თუმცა აპლიკაციის აგებულება არამხოლოდ ზედმიწევნითი სტატისტიკის წარმოებაზე, არამედ თანამშრომლების ეფექტურ მართვასა და მათი პროდუქტიულობის ზრდაზეა გათვლილი", — აცხადებს გიორგი საზანდრიშვილი.
ამ პოლიტიკის ნათელ მაგალითს წარმოადგენს დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის სხვადასხვა რუტინული და უსიამოვნო პროცედურის მარტივ კომპიუტერულ პატერნებში ტრანსფორმაცია. კერძოდ, Quick ID-ს სპეციალური ველის მეშვეობით თავად შესწევს უნარი პერსონალისგან დეტალური ინფორმაცია მიიღოს სამსახურში დაგვიანებისა თუ მისი გაცდენის მიზეზის შესახებ, თანაც ამას ავტომატურ რეჟიმში ახერხებს, დამსაქმებლისგან ცალკეული ბრძანებების მიღების გარეშე.
"თანამშრომლის, როგორც ბიზნესის უმნიშვნელოვანესი რგოლის კომფორტი და კმაყოფილება ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობის ორიენტირი იყო. სწორედ მოტივირებული და პროდუქტიული კოლექტივების ჩამოყალიბების მიზნით აპლიკაციაში თანაშრომლების საკონტაქტო ბაზა ჩავაშენეთ". საზანდრიშვილის თქმით, ბაზა პერსონალის მარტივი დისტანციური კომუნიკაციით უზრუნველყოფასა და სხვა სოციალური აქტივობებისგან იზოლირებული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზეა გათვლილი. Quick ID-ის გუნდი ფიქრობს, რომ მსგავსი შესაძლებლობა ქოლექტივის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ახალი წევრების სწრაფ აკლიმატიზაციასა და, საბოლოო ჯამში ხარისხიანი პროდუქტისა თუ სერვისის კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სისტემა ძალზე ფლექსიურია და ადვილად ადაპტირდება დამსაქმებლის მიერ საკუთარ ბიზნესში განხორციელებულ ცვლილებებთან, როგორიც, თუნდაც თანამშრომლების ცვლილება შეიძლება იყოს.
Quick ID თავსებადია როგორც Android, ასევე IOS სისტემებთან. დამატებითი კომფორტისთვის კი იგი მარტივად ინტეგრირდება ბიზნეს ლოკაციაზე არსებულ სხვა აპარატურულ ნაწილთან (თუკი მსგავსი არსებობს). ეს შეიძლება იყოს აპლიკაციის მეშვეობით კარის გაღება ან სხვა მექანიკური ტიპის სამუშაოს შესრულება.
Quick ID-ის ბიუჯეტურობას აქამდეც გავუსვით ხაზი, თუმცა იგი შეღავათიანი გადახდის ალტერნატივასაც გვთავაზობს. მომსახურების სააბონენტო გადასახადი თვეში 100 ლარია, რომელსაც 1 ლარი ემატება თითოეულ, მობილურ აპლიკაციაში აქტივირებულ დასაქმებულზე. 1 წლის საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, მომსახურებაზე 20% ფასდაკლებას იღებთ. კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, მოქნილი გადახდის გრაფიკითაც უზრუნველგყოფთ.
ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს Quick ID-ის, როგორც თქვენი პერსონალის სამუშაო საათების აღმრიცხველი მექანიზმის უკონკურენტობაზე და ბევრ დამატებით ბენეფიტსაც სთავაზობს თქვენს ბიზნესს. Quick ID-ის ყოველდღიურად მზარდი ოჯახი მუდმივად მზადაა თქვენ მისაღებად.
-
მაკა ბოჭორიშვილი საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა
გადახედვა
-
ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ 25%-იან ტარიფს უწესებს ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ 25%-იან ტარიფს უწესებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ცდილობთ, ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და შავი პიარი ამიგოროთ (ვიდეო) ირაკლი ზარქუა: ცდილობთ, ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და შავი პიარი ამიგოროთ (ვიდეო)
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც ძველი ტელეფონებიდან ოქროს 98%-ს 20 წუთში მივიღებთ შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც ძველი ტელეფონებიდან ოქროს 98%-ს 20 წუთში მივიღებთ
გადახედვა
-
ჩინეთმა ახალი გრავიტაციული მანქანა შექმნა — აი, რა შეუძლია მას ჩინეთმა ახალი გრავიტაციული მანქანა შექმნა — აი, რა შეუძლია მას
გადახედვა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს ოქროს გლობუსი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — 26 ფოტო რა ეცვათ ვარსკვლავებს ოქროს გლობუსი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — 26 ფოტო
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც ლარა კროფტის ახალ სერიალზე ვიცით ყველაფერი, რაც ლარა კროფტის ახალ სერიალზე ვიცით
გადახედვა
-
პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია
გადახედვა
-
რატომ ფართოვდება სამყარო უფრო ჩქარა — ფიზიკოსებს ახალი თეორია აქვთ რატომ ფართოვდება სამყარო უფრო ჩქარა — ფიზიკოსებს ახალი თეორია აქვთ
გადახედვა
-
ოქროს გლობუსი 2026 — გამორჩეული მომენტები ოქროს გლობუსი 2026 — გამორჩეული მომენტები
გადახედვა
-
ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან
გადახედვა
-
როგორია გრენლანდიის გეოლოგია და რამდენად მდიდარია ის ბუნებრივი რესურსებით როგორია გრენლანდიის გეოლოგია და რამდენად მდიდარია ის ბუნებრივი რესურსებით
გადახედვა
-
10 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე 2025 წელს გავიგეთ 10 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე 2025 წელს გავიგეთ
გადახედვა
-
მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს
გადახედვა
-
"ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე "ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
შსს: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ შსს: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს
გადახედვა
-
RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
გადახედვა
-
"ქართლის ამბები": გორის მერი "იმედზე" მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ გაშუქებისთვის ბიუჯეტიდან ₾7500-ს იხდის "ქართლის ამბები": გორის მერი "იმედზე" მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ გაშუქებისთვის ბიუჯეტიდან ₾7500-ს იხდის
გადახედვა
კომენტარები