ხელოვნური პლაცენტები დღენაკლული ახალშობილებისთვის 5 წელიწადში გვექნება — მეცნიერები
ეს ნაადრევად დაბადებული ჩვილების გადარჩენაში დაგვეხმარება.
ახალი ხელოვნური პლაცენტა, რომელზეც მეცნიერები ამ მომენტისთვის მუშაობენ, დღენაკლულ ახალშობილებს გადარჩენაში დაეხმარება. უფრო კონკრეტულად, ის დაეხმარება მათ დაასრულონ განვითარებისა და ზრდის პროცესი, რომლის დასრულებაც მუცლად ყოფნისას ვერ მოასწრეს.
თანამედროვე ტექნოლოგიები დღენაკლული ბავშვების გადარჩენის შესაძლებლობას დღესაც გვაძლევს, თუმცა, ბავშვს, რომელსაც მსგავს პროცესებს გადის, მისთვის ნაადრევ გარემოში — დედის მუცლის გარეთ, ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა უვითარდება. ხშირად, ამ პრობლემების უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენს თავს. როცა ემბრიონი ჯერ არ არის მზად დამოუკიდებელი სუნთქვისთვის, ამ გარემოში მისი სწავლა უწევს. ეს პროცესი ბევრი ნაადრევი ახალშობილისთვის ძალიან რთულია და IEEE Spectrum-ის ცნობით, ხშირად სიკვდილს, ან ფილტვების დაზიანების მიზეზი ხდება.
მიჩიგანის უნივერსიტეტის პედიატრიის მიმართულების ქირურგი — ჯორჯ მაიჩალისკა, გუნდთან ერთად, წლებია მუშაობს ხელოვნურ პლაცენტაზე, რომელსაც ნაადრევი ახალშობილების გადარჩენა და მათთვის ჯანმრთელობის გართულებების არიდება შეუძლია. მისი თქმით, ასეთი მოწყობილობის გამოყენება 5 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
IEEE Spectrum-ის მიხედვით, ეს არის მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ბუნებრივი პლაცენტის მსგავსად ამარაგებს ახალშობილის ფილტვებს სითხით. ამას ის ენდოტრაქეალური მილის მეშვეობით ახერხებს, რომლითაც ჟანგბადი ჩადის ფილტვებში, ხოლო იქიდან ნახშირორჟანგიც ამოაქვს.
კომენტარები