რუსმა მეცნიერებმა, ბნელი მატერიის საპოვნელად, ტელესკოპი ბაიკალის ტბაში ჩაუშვეს
რუსი მენციერების გუნდი ნეიტრინოების საძებნელად უჩვეულო მიდგომას იყენებს — ნაცვლად იმისა, რომ მათ ობსერვატორია კოსმოსისკენ მიმართონ მაშინ, როდესაც ნეიტრინოების ნაკადი პლანეტისკენ მოემართება, ისინი ტელესკოპს წყალში უშვებენ და ამ გზით ცდილობენ ამ მოუხელთებელი სუბატომური ნაწილაკის ძიებას, რომელიც, შესაძლოა, ბნელი მატერიის მთავარ შემადგენელს წარმოადგენდეს.
Agence France-Presse-ს მიხედვით, სფეროს ფორმის Baikal Gigaton Volume Detector (Baikal-GVD) ტელესკოპი მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბაში, ბაიკალში, ზედაპირიდან 1300 მეტრის სიღრმეზე ჩაუშვეს. ერთი შეხედვით, ეს ცოტა ალოგიკურად ჩანს, თუმცა, როგორც Gizmodo იუწყება, ელემენტარული ნაწილაკების დაფიქსირებისთვის, ჰაერთან შედარებით, წყალი უფრო ხელსაყრელ გარემოს წარმაოდგენს.
ნეიტრინოები გამუდმებით ეჯახებიან დედამიწას და ყველაფერს პლანეტის ზედაპირზე, თუმცა, პლანეტას თითქმის ნულოვანი ურთიერთქმედებით ტოვებენ. მაგრამ, მკვლევრების თქმით, სენსორების წყალში განთავსება ამ ნაწილაკების დაფიქსირებას უფრო აადვილებს. Baikal-GVD-ს ნაწილაკის არსებობის ნებისმიერი ნიშნის დაფიქსირება მის გარშემო ნახევარ კუბურ კილომეტრში შეუძლია.
"რა თქმა უნდა, ტბა ბაიკალი, მისი სიღრმიდან გამომდინარე, ერთადერთია, სადაც ნეიტრინოების ტელესკოპის ჩაშვებაა შესაძლებელი", — განუცხადა AFP-ს პროექტის მკვლევარმა ბაიარ შოიბონოვმა ბირთვული კვლევების ინსტიტუტიდან, რომელიც რუსეთშია დაარსებული. "ამ საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტკნარი წყალი და მისი სისუფთავე. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტბის ზედაპიპრი 2-2.5 თვის მანძილზე ყინმულითაა დაფარული".
კომენტარები