მშობლები, რომლებიც შვილების ყოლას ნანობენ, თავიანთ განცდებზე ანონიმურად ჰყვებიან
ფოტო: Getty Images
შვილის გაჩენა ყველას არ სურს. ამ საკითხს თითქმის ყველა საზოგადოებაში ტაბუ ადევს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამის შესახებ საუბარი შეუძლიათ და მათ გადაწყვიტეს, თავიანთი ისტორიები და განცდები რედიტზე ანონიმურად გაეზიარებინათ.
საკითხი რედიტის ერთ-ერთმა მომხმარებელმა წამოჭრა შეკითხვით, "რას ნიშნავს, გყავდეს შვილები, რომლებიც არ გინდა?" მან არაერთი საინტერესო პასუხი მიიღო:
მიყვარს ჩემი შვილები და ბევრი მეუბნება, რომ ძალიან კარგი მამა ვარ. ზოგჯერ ეს მსიამოვნებს, მაგრამ უმეტესად — ძალიან მფიტავს... მესმის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვებთან დროის გატარება სიამოვნებას ანიჭებთ, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ.
ფოტო: Daiga Ellaby / Unsplash
ჩემი ძმისშვილების მეურვე ვარ. არ მინდოდა. ჩემიც მყავს, ერთი. ჩემი ძმისშვილები ისე კარგად არ იქცევიან, როგორც — ჩემი. მიყვარს ისინი. დავიცავ და მოვუვლი, თუმცა ზოგჯერ ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ ისინი ისე ძალიან არ მიყვარს, როგორც — საკუთარი შვილი. ეს დეპრესიაში მაგდებს. მეზიზღება ჩემი თავი ამ გრძნობის გამო... ვცდილობ, რომ არ დავანახო ჩემს ძმისშვილებს, როგორ მიჭირს, თუმცა ბავშვები ჭკვიანები არიან და ვიცი, ყველაფერს ხვდებიან.
თავს დედად არ ვგრძნობ, უფრო მომვლელი ვარ. ჩემს ქალიშვილზე ზრუნვისას ცოტა სიამოვნებას თუ ვიღებ. უმეტესად გამოფიტული, გადაღლილი ვარ. ამ პანდემიამ ფსიქიკა სულ შემირყია, რადგან სკოლები დაკეტილია და ცოტა ხნითაც ვერ ვისვენებ.
ფოტო: Xavier Mouton Photographie / Unsplash
ადვილია იმის თქმა, როგორ ვიქნებოდით ახლა, წარსულში რაღაც რომ არ მომხდარიყო, თუმცა მაინც მჯერა, რომ ბევრად უფრო მეტს მივაღწევდი, შვილი რომ არ მყოლოდა. მით უმეტეს, ისეთ პატარა ასაკში და ისე მარტოს, როგორც მე ვიყავი. ჩვენი, ორივეს ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს რომ გამეჩინა, ან სხვა წყვილისთვის მიმეშვილებინა. თუმცა არჩევანის გარეშე დავრჩი.
სამი შვილი მყავს. მართლა ვფიქრობდი, რომ შვილები მინდოდა. თითქოს ჩემი მოვალეობა იყო, ცოლი ვყოფილიყავი და ბავშვები მყოლოდა. მიყვარს ისინი და მათთვის ყველაფერი კარგი მინდა, მაგრამ მათთან ისეთივე სიახლოვე არ მაქვს, როგორც — სხვა დედა-შვილებს. როცა შორეულ მოგზაურობაში მივდივარ, არ მენატრება ისინი, პირიქით, შვება მეუფლება. პანდემიის პერიოდში მათთან ერთად სახლში ყოფნა ძალიან რთული იყო და ცხადია, ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძობ... მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, თავი მაინც მარტოსული მგონია. ვერ ვგრძნობ, რომ ჩემს თავს ვეკუთვნი.
ფოტო: Marisa Howenstine / Unsplash
ეს იმას ჰგავს, სტუმრები რომ წლობით ჩაგისახლდებიან, აღარასდროს მიდიან, შენ კი მათ უნდა მოუარო, არაფერი შეგეშალოს და სხვებმაც არ უნდა განგსაჯონ.
ამ საკითხზე ბევრჯერ მიფიქრია. ჩემი შვილი, რომელიც ახლა წლის და ორი თვისაა, გაცნობიერებულად გავაჩინე. მან ჩვენს ცხოვრებას ნათელი მოჰფინა. მიუხედავად ამისა, მთელი ორსულობა ავად ვიყავი, დეპრესიაში და მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც შედარებით უკეთ ვარ. პანდემიამ და საცხოვრებლის ორჯერ გამოცვლამ ყველაფერი გაართულა და ამიტომაც აღარასდროს მომინდება, იგივე გამოვიარო.
ფოტო: Aditya Romansa / Unsplash
ჩემი ყოფილი ქმარი ემოციურად ძალადობდა ჩემზე. გულწრფელად ვამბობ, 20 კვირის ჩანასახი მშობიარობისას დავკარგე და იქიდან სამ თვეში დაორსულება მაიძულა. არ ვიყავი მზად. გლოვის შანსიც კი არ მომეცა. ჩვენი ბიჭი ჩვეულებრივზე 13 კვირით ადრე დაიბადა და ორი თვე ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში გაატარა. პირველი წელს მისი მოვლა მილიონზე მეტი დაგვიჯდა. ის ახლა თითქმის შვიდი წლისაა. მისი "მამა" აღზრდაში არც ჩარეულა, ყველაფერს ჩემით ვაკეთებდი.
ფოტო: freestocks.org / Pexels
ჩემმა ყოფილმა მეგობარმა გოგომ "ხაფანგი დამიგო". ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება ისე შეწყვიტა, არ გამაფრთხილა. მერე ორსულობისას მიღალატა. ამ დროს უკვე მასთან აღარაფერი მინდოდა და არც მამობა მსურდა. ახალგაზრდა და სულელი ვიყავი, იმ პერიოდში ვსწავლობდი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა ცხოვრებაში. მან წასვლის და ბავშვის აღარასდროს ნახვის "არჩევანი" მომცა, მაგრამ ამის უფლება თავს ვერ მივეცი. ის ფაქტი, რომ სადღაც შვილი მეყოლებოდა, მოსვენებას და სუფთა სინდისით ცხოვრების საშუალებას არ მომცემდა.
გეზიზღება ისინი და მერე საკუთარი თავიც გეზიზღება მათი ზიზღის გამო.
ფოტო: Malicki M Beser / Unsplash
მარტოხელა დედობას ვეგუები, უბრალოდ ვალდებულებად ვთვლი ამას. მიყვარს ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა მშობლები რომ აღწერენ რაღაც განსაკუთრებულ კავშირებს დედებსა და ვაჟებს შორის, ეგეთს ვერაფერს ვგრძნობ. ზოგჯერ იმ მშობლების მშურს კიდეც. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ დაუგეგმავად დავორსულდი, ან შეიძლება — იმიტომაც, რომ საშინელება იყო ჩემი პარტნიორის ნივთებისგან გამოცარიელებულ სახლში მოსვლა და მერე იქ იმ პატარა კაცუნას გაზრდა, რომელსაც ზუსტად მისი სახე აქვს.
მიყვარს ჩემი ვაჟი, თავს გავწირავდი მის გამო, მაგრამ დრო რომ უკან დააბრუნო, შვილი არ მეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა დაგეგმილი იყო, მზად არ ვიყავი. არ ვიყავი მზად საკუთარი თავისა და იდენტობის დაკარგვისთვის, ძილის დარღვევის, მუდმივი ტირილისა და გაზებისგან გამოწვეული მუცლის ტკივილისთვის. საერთო ჯამში, ძალიან ცუდი გამოცდილება მივიღე. ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან, ძალიან ავად ვიყავი, მაგრამ ამას ჩემს შვილს არასდროს გავაგებინებ. არასდროს ვაგრძნობინებ, რომ ის არ უყვართ ან არ უნდათ. დაბადება ხომ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
საკუთარი განცდები არამხოლოდ მშობლებმა, არამედ შვილებმაც გააზიარეს
ფოტო: Kat Jane / Pexels
დედაჩემმა პირდაპირ გვითხრა, რომ შვილების ყოლა არ უნდოდა და მამაჩემი ეხვეწებოდა, გავეჩინე. მერე ჩემი დაც შემთხვევით გაჩნდა. ჩვენ მასთან ყოველთვის უცნაური, დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. დიდი ხნის განმავლობაში სიბრაზე დამიგროვდა და მეზიზღებოდა კიდეც დედაჩემი. თუმცა ამ ყველაფერმა მე თვითონ ჩამომაყალიბა კარგ მშობლად. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ძილსა თუ თავისუფლებას ვთმობდი, მინდოდა ბავშვები, მინდოდა მათ სცოდნოდათ, რომ სასურველები იყვნენ, რომ მათი გაჩენა დაიგეგმა და ყველას უყვარდათ.
მე არასასურველი ბავშვი ვიყავი. დედა და არაბიოლოგიური მამა ჩემს პატარაობაში დაქორწინდნენ. მან აღმზარდა, მაგრამ მისგან სიყვარული არასდროს მიგრძვნია. მან დედა იმიტომ შეირთო, რომ ცუდი სიტუაციიდან გამოეყვანა. ვფიქრობდი, რომ ბავშვები არ უნდოდა, მაგრამ ხუთი წლის რომ ვიყავი, ჩემი და გაჩნდა. მას ბავშვები უნდოდა, უბრალოდ არ ვუნდოდი მე. დავინახე, როგორ განსხვავებულად ექცეოდა ჩემს დას და მის სხვა შვილებს. მათ საყურადღებოდ, ვისაც არასასურველი ბავშვები ჰყავს — იცოდეთ, ეს ბავშვები ამას რაღაც დონეზე ყოველთვის გრძნობენ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები