მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავის პულსაციებს შეიძლება პლანეტა იწვევდეს
ფოტო: NASA (რედაქტირებულია MIT News-ის მიერ)
ასტრონომიის ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა MIT-იდან (და არა მარტო) დააფიქსირეს, რომ მოძრავ პლანეტას ვარსკვლავის პულსაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ვარსკვლავი HAT-P-2 დედამიწიდან დაახლოებით 400 სინათლის წლითაა დაშორებული და მის გარშემო გაზის გიგანტი პლანეტა ბრუნავს, რომელიც იუპიტერის მასას რვაჯერ აღემატება - ეს ერთ-ერთი ყველაზე მასიური ეგზოპლანეტაა დღეს ცნობილთა შორის. პლანეტა, სახელად HAT-P-2b, თავის დედავარსკვლავს უკიდურესად უახლოვდება და შემდეგ ძალიან შორდება. ეს ციკლი მეორდება.
ასტრონომები HAT-P-2-ის დაახლოებით 350 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ ნასას სპიცერის კოსმოსური ტელესკოპით. მათ აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშე ყოველ 87 წუთში ერთხელ ოდნავ იცვლებოდა. უფრო კონკრეტულად კი, ვარსკვლავი ვიბრირებდა პლანეტის ორბიტალური სიხშირის პროპორციულად - იმ ტემპით, რა ტემპშიც ბრუნავდა პლანეტა მის გარშემო.
ზუსტად აღრიცხული პულსაციების გაანალიზების შემდეგ მკვლევრებმა მიიჩნიეს, რომ პლანეტა HAT-P-2b-ს საკმარისი მასა აქვს იმისათვის, რომ პერიოდულად "შეაშფოთოს" ვარსკვლავი. ეს აღმოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო.
"ჩვენ ვთვლიდით, რომ პლანეტებს თავიანთი ვარსკვლავების აგზნება არ შეეძლოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ვცდებოდით. ობიექტებს შორის ფიზიკური კავშირი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ამ მოვლენის ახსნა არ შეგვიძლია", - ამბობს ჯულიენ დე ვიტი, პოსტდოქტორანტი MIT-ის დედამიწის, ატმოსფეროსა და პლანეტური მეცნიერების დეპარტამენტიდან.
დე ვიტი Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორია.
პულსის მიღება
მეცნიერებმა ვარსკვლავური პულსაციები შემთხვევით დაიჭირეს. თავდაპირველად მათ ეგზოპლანეტის ტემპერატურის განაწილების რუკის შედგენა სურდათ, რისთვისაც სისტემა HAT-P-2 იდეალური აღმოჩნდა: პლანეტას ექსცენტრული ორბიტა აქვს და ის ტემპერატურულ უკიდურესობებში იმყოფება - ვარსკვლავთან დაშორებისას ცივდება, მიახლოებისას კი უკიდურესად ცხელდება.
როცა სპიცერის ინფრაწითელმა ტელესკოპმა 2011-2015 წლის მონაცემების გადმოაგზავნა, მეცნიერების ყურადღება ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებამ მიიქცია.
"ძალიან პატარა სიგნალები იყო. შედარებისთვის, ამ სიგნალების დაფიქსირება რეაქტიული ძრავის ხმისგან კოღოს ბზუილის გამორჩევას ჰგავდა თანაბარ დაშორებაზე", - ამბობს დე ვიტი.
მრავალი თეორია, ერთი დიდი საიდუმლოება
პულსაციები ვარსკვლავზე მუდმივად ხდება, რადგან ზედაპირი ბუნებრივად დუღს და წაინაცვლებს, მაგრამ პლანეტის ორბიტის შესაბამისი ვიბრაცია პირველად დაფიქსირდა. თავდაპირველად სიკაშკაშის ცვლილება ტელესკოპსაც კი დაბრალდა, მაგრამ მოდელირების შედეგად დადგინდა, რომ მისი დეფექტი სიგნალებზე გავლენას ვერ მოახდენდა.
კვლევის თანაავტორი ვიქტორია ანტოჩი აღნიშნავს, რომ თუ არსებული ინტერპრეტაციები სწორია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დედავარსკვლავმა "იცის" მბრუნავი ობიექტის შესახებ და რეაგირებს მის არსებობაზე.
მეცნიერთა გუნდს რამდენიმე თეორია აქვს, თუ როგორ შეიძლება პლანეტამ თავისი დედავარსკვლავის პულსაცია გამოიწვიოს. შესაძლოა, პლანეტის გარდამავალი მიზიდულობის ძალა ვარსკვლავს საკმარისად აშფოთებს იმისათვის, რომ გადახაროს თვითპულსირებად ფაზაში. არსებობენ ბუნებრივად პულსირებადი ვარსკვლავები და შესაძლოა პლანეტა HAT-P-2b-ს თავისი ვარსკვლავი ამ მდგომარეობაში გადაჰყავდეს, ზუსტად ისე, როგორც მარილის დამატებით მდუღარე ჯამიდან სითხე გადმოდუღდება. დე ვიტი ამბობს, ვარსკვლავის პულსაციების ასახსნელად ბევრად მეტი სამუშაოა საჭირო.
"ეს იდუმალებით მოცული, მაგრამ დიდებული მოვლენაა. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით პლანეტებისა და ვარსკვლავების ურთიერთქმედებაზე. კვლევა აუცილებლად უნდა განვაგრძოთ", - ამბობს დე ვიტი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა

კომენტარები