ცესკო შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტის განცხადებაში არჩევნების "გაყალბებულად" მოხსენიების გამო
ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო დროს ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების "გაყალბებულად" მოხსენიების გამო.
"საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია "გაყალბებულად".
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა 26
ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად განმარტა ამ არჩევნებთან
დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე
2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. გამართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და
გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ღია წერილით მიმართა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებული განცხადებაც," — წერია განცხადებაში.
საარჩევნო კომისია ევროპარლამენტის განცხადებას "უპრეცედენტოდ არაობიექტურად" აფასებს და მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებულს უწოდებს.
"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტოდ არაობიექტური
განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების
გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი, ტოვებს მხოლოდ
პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია საარჩევნო ადმინისტრაციის ათიათასობით თანამშრომლისთვის,
რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას. საზოგადოებას და ევროპარლამენტარებს გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია კომისიის წევრების პატიოსნების და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები კი ასახავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მრავალპარტიულობას.
ცნობილია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, "სავარაუდო გაყალბებასთან" დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებიდან ირკვევა, რომ არავის არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები.
მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი არც საარჩევნო ადმინისტრაციაში და
სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. იქიდან
გამომდინარე, რომ რეალურად ადგილი არ ჰქონია გაჟღერებულ ბრალდებებში მოხსენიებულ დარღვევებს ბუნებრივია ვერც იარსებებს შესაბამისი ფაქტები/მტკიცებულებები.
ამასთან, გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის
წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ
2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა
ამომრჩევლის ნებას. როგორც უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ,
ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის," — აღნიშნულია განცხადებაში.
ცესკო ევროპარლამენტის განცხადებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნევს და თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ნდობის შემცირების მცდელობას უწოდებს.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის — უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ყველა შესაბამის პირს ევროპარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო მოსაზრების/შეფასების გამოქვეყნებამდე, თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოთ პირველწყაროსთან, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ნუ გაიმეორებთ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებებში გაკეთებული შეფასებები შემთხვევითი შეცდომა ან ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, არამედ საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენის მცდელობაა. ჩვენ კვლავაც მზად ვართ სრული თანამშრომლობისთვის, კონსტრუქციული დიალოგისა და ღია კომუნიკაციისთვის, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საერთო ღირებულებებს", — წერია განცხადებაში.
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
კომენტარები