გიორგი ბაჩიაშვილი: "მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე. ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით"
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საზოგადოებრივ მაუწყებელს და იმედს გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის გადაღების უფლება მისცეს — ეს პირველი შემთხვევაა, რაც კანონში ცვლილებების შემდეგ მედიას სასამართლო პროცესის გადაღების უფლება აეკრძალათ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა:
"ჩემ გარშემო პროცესები დაიწყო 2 წლის წინ. ჯერ კიდევ მაშინ რაღაც გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენს მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემ წინააღმდეგ. ამ დევნის მიღმა რეალური მიზეზი არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება.
პირადი შურისძიებაა იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომლისთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ბევრი თქვენი კოლეგა [მიმართავს მოსამართლეებს] და ბევრი ამ პატივცემულის [პროკურორი] კოლეგა არის დასანქცირებული.
დღეს უკვე აღარც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, აღარც ერთი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის, სამწუხაროდ, სასამართლოს ნდობა არის ძალიან დაბალ დონეზე.
მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა, თქვენი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად.
არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის ჩვენებისა. ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია.
ამას დაემატა, რომ როდესაც მე, მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის მანძილზე თითქმის, მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, ციხეში შენს წამებას აპირებენო. გაგჭყლიტავ ციხეშიო, პირდაპირ მასე თქვესო, ზუსტად ამ სიტყვების მერე გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, მომიწია ქვეყნის დატოვება.
და რა მოხდა ამის შემდეგ — თვალზე მეშოკჩამოფარებული მატარეს 2 დღე აბუ დაბიში და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ, ძალით, შემათრიეს "აირზენას" თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. ყველანაირი კანონის დარღვევით მე თქვენს წინაშე ვდგავარ მოტაცებული. მე დღეს პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, მინდა, რომ ეს იცოდეთ. ასეა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურით და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარე გადმოცურული, ესაა სიცრუე და ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არც ერთი ადამიანი, არც მე არ დავკითხულვართ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად არ ვცნობილვარ, არანაირი პროცედურა არ შემდგარა.
შემდგომ, როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი, პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული," — თქვა ბაჩიაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე "ბიტკოინების საქმეზე" მეორე ინსტანციაზე გამოტანილ განაჩენს განიხილავენ. ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის ინფორმაციით, ბაჩიაშვილის პროცესი 2-ჯერ გადაიდო "ტექნიკური მიზეზების გამო". ჯანდიერი ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი თავდასხმის შემდეგ ბაჩიაშვილს მძიმე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
"როგორც ეს მედიით გაჟღერდა, დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ სხდომის გადადება უკავშირდებოდა მის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც თვალსაჩინო იქნებოდა დამსწრეებისთვის," — წერს ჯანდიერი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები