ულტრაბგერითი გამოსახულების გამოყენებით ტვინის გაშიფვრა შეძლეს
მეცნიერებმა ტვინის და კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირების კუთხით, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს. მათ ულტრაბგერითი გამოსახულების გამოყენებით გონების გაშიფვრა შეძლეს. ამისთვის ზუსტი ულტრაბგერითი გამოსახულება გამოიყენეს. ეს იგივე მეთოდია, რაც მშობლებს ბავშვის დაბადებამდე, მისი ტვინის აქტივობის წაკითხვის საშუალებას აძლევს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით ტვინის სხვდასხვა რეგიონში სისხლის გადაადგილება დააფიქსირეს. მათ მალევე გაიაზრეს, რომ ეს ნეირონულ აქტივობასთან იყო დაკავშირებული.
კვლევა პრიმატებზე ჩატარდა. შესწავლილი მონაცემების ალგორითმში გაშვების შემდეგ, მკვლევრებმა შეიტყვეს, რომ სისხლის მიმოქცევის გარკვეული ნიმუშები არა მხოლოდ ემთხვეოდა, არამედ პროგნოზირებდა, თუ როდის რა მოქმედების განხორციელებას აპირებდა პრიმატი. მკვლევრების თქმით, იგივე პრინციპი ადამიანებზეც იმუშავებს.
საერთო ჯამში, ამ პროგნოზირებადმა ნეირონულმა გამოსახულებამ შეიძლება წარმოშვას ტვინისა და კომპიუტერის ინტერფეისის ახალი ეპოქა.
"პირველი ეტაპი იყო იმის ჩვენება, რომ ულტრაბგერით გამოსახულებას ტვინის ისეთი სიგნალების დაჭერა შეუძლია, რომელიც ფიზიკური მოძრაობის დაგეგმვასთან არის დაკავშირებული." — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დევიდ მარესკამ.
ამ მეთოდს ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ერთის მხრივ, ჩვენ უკვე გვაქვს იმპლანტები და ელექტროდები, რომლებსაც ტვინის ზუსტი ჩანაწერების აღება შეუძლიათ, მაგრამ რადგან ეს ტვინის ინვაზიურ მეთოდს და რთულ ოპერაციას მოითხოვს, მხოლოდ მძიმე შემთხვევებში გამოიყენება.
მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს ტვინის არაინვაზიური ვიზუალიზაციის საშუალებები, როგორიცაა ფუნქციური MRI ან EEG, მაგრამ ეს ზოგჯერ არაზუსტ შედეგს იძლევა და ოთახის ზომის აპარატებს საჭიროებს.
ულტრაბგერით გამოსახულებას უფრო დიდი პოტენციალი აქვს. ამ მიდგომით უფრო ზუსტი შედეგის ჩვენება ზედმეტი ოპერაციის გარეშეც შეიძლება.
"ფუნქციური ულტრაბგერითი გამოკვლევა სიგნალების ჩაწერას 10-ჯერ მეტი სიზუსტით და რეზოლუციით ახერხებს, ვიდრე ეს ფუნქციურ MRI-ის შეუძლია. მსგავს ტექნოლოგიებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს." — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები