სურსათის ეროვნული სააგენტომ (სეს) ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა.

სეს-ში აცხადებენ, რომ ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება. მათივე ცნობით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი უნდა ახლდეს.

☢️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა ⚠️ სურსათის ეროვნული...

Posted by სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency on Wednesday, 17 March 2021