ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთვარეზე ერთობლივი კვლევითი ბაზის აშენებას
ჩინეთი და რუსეთი მთვარისკენ ერთობლივად მიემართებიან
2021 წლის თებერვალში, რუსეთისა და ჩინეთის მთავრობები არაფორმალურად შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე მთვარეზე მომავალი ბაზის მშენებლობის საქმეში, ახლა კი ამ შეთანხმებამ ოფიციალური სახე მიიღო.
გუშინ, 9 მარტს, ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი მემორანდუმს — დოკუმენტს, რომელიც ამ საინტერესო თანამშრომლობის ფორმალურ მტკიცებულებას წარმოადგენს. თუ მათი გეგმები წარმატებით შესრულდება, შესაძლოა, ორივე სახელმწიფომ NASA-სთან თანამშრომლობის გარეშე წამოიწყოს მთვარის გრძელვადიანი მისია.
კოლაბორაციას, რომლის შესახებაც გუშინ რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ — Roscosmos-მა გამოაცხადა, საინტერესო ისტორიული შინაარსი აქვს.
საბჭოთა კავშირში ყოფნისას კოსმოსურ ფრენებში რუსეთმა არაერთ წარმატებას მიაღწია და 1950-1960-იან წლებში აშშ-სა და NASA-ს ღირსეულ კონკურენციას უწევდა.
მეორე მხრივ, ჩინეთმა ადრეულ 1970-იან წლებში საკმაოდ ამბიციური კოსმოსური პროგრამა წამოიწყო, თუმცა, კოსმოსურ რბოლაში არც ისე ძლიერ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა სხვა სახელმწიფოებისთვის.
დღეს ჩინეთმა წარმატებით გაუშვა ასტრონავტები ორბიტაზე, გაგზავნა მოხეტიალე მარსის ორბიტაზე, მომავლისთვის კი გეგმავს ახალი კოსმოსური სადგურის გაშვებას და ეკიპაჟით აღჭურვილ მარსის მისიას. ამ მიღწევების ფონზე, რუსეთის კოსმოსურმა ამბიციებმა იკლო.
შეძლებს თუ არა ეს ორი სახელმწიფო მთვარეზე პერმანენტული სადგურის დაარსებას NASA-სგან დამოუკიდებლად? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
კომენტარები