სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. სუს-ში On.ge-ს განუცხადეს, რომ ის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ხოჯევანიშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2019 წლის მაისში დაინიშნა. მან თანამდებობა დღეს, 2 მარტს დატოვა.

პირველ მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში პოსტიდან სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის მოადგილე, სოფიო მდინარაძეც წავიდა.

მთავრობის ადმინისტრაცია 24 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემაც დატოვა. იგი დანიშვნიდან 21 დღეში გადადგა.

26 თებერვალს კი, მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამაც დატოვა.