როგორ შეიქმნა სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი და რის საშუალებას გვაძლევს ის
2020 წელი ბიზნესებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ნაწილმა შეძლო ახალ დღის წესრიგთან ადაპტირება, ნაწილმა კი ეს ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. თითოეული ჩვენგანისთვის და ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესისათვის, პანდემიის პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ამ პროცესის ისე მართვა, რომ არც კომპანია და არც თანამშრომლები არ დაზარალებულიყვნენ.
ამ საჭიროებების საპასუხოდ, საქართველოს ბანკი ცდილობს თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად ახალი ინსტრუმენტები შემოგვაშველოს და ახალ ბიზნეს მობილბანკს გვთავაზობს, რომელიც იმ მნიშნველოვან ფუნქციონალებს მოიცავს, რაც ბიზნესს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება.
ბიზნეს მობილბანკი შექმნილია ყველა იმ საქმიანი ადამიანისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ეფექტიანად განაწილება და კომფორტი.
"ჩვენ ახალი აპლიკაციით საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელებს, ეფექტურად მართონ ბიზნესი და შეძლონ საჭირო ოპერაციების შესრულება ნებისმიერ ადგილას", — ამბობს საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner, ცირა ლოლაძე.
ბიზნეს მობილბანკი საქმიან ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც აქვს ანგარიში საქართველოს ბანკში და სარგებლობს ბიზნეს ინტერნეტბანკით.
მოკლედ რომ ვთქვათ, "ბიზნეს მობილბანკი არის აპლიკაცია, რომელიც იურიდიულ პირ კლიენტებს (შპს, ინდ. მეწარმე, სააქციო საზოგადოება და ა.შ.) აძლევს საშუალებას დისტანციურად, მათთვის მოსახერხებელ გარემოში მართონ კომპანიის ფინანსები".
ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი
ინტერნეტბანკისგან განსხვავებით, მობილურ აპლიკაციაში პირველ გვერდზე ვხვდებით ისეთ ფუნქციებს, რომლებიც ბიზნეს კლიენტებს ხშირად სჭირდებათ.
"ჩვენ გვსურდა კლიენტებისთვის შეგვექმნა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გარემო, უკეთესი თანამშრომლობისთვის. დამეთანხმებით, მობილურის გამოყენებით გაცილებით მარტივდება ჩვენი ცხოვრება და ასე გავუმარტივებთ ჩვენს ბიზნეს კლიენტებს საბანკო ოპერაციების შესრულებასაც".
რის საშუალებას გვაძლევს ბინზნეს მობილბანკი
"ამ ეტაპზე, აპლიკაციით, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ფინანსების შესახებ, აკონტროლონ ოპერაციები და შეასრულონ საჭირო გადარიცხვები. ახალი ბიზნეს მობილბანკი განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება ისეთი კომპანიებისათვის, სადაც ოპერაციებს ასრულებს ბუღალტერი და საბოლოო მოქმედებისათვის სჭირდება დირექტორის დასტური. მას, დირექტორს ან მფლობელს, აპლიკაციისგანვე მიუვა შეტყობინება ამის შესახებ და მარტივად შეძლებს დადასტურებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას", — გვიყვებიან საქართველოს ბანკში.
მობილური აპლიკაციები ყოველდღიურად სულ უფრო იძენს აქტუალობას, შესაბამისად კი, ახალ მომხმარებლებს. ადამიანებს ყველაფრის ერთ, ჩვენთვის ნაცნობ სივრცეში მოქცევა გვიყვარს და არც ისე უსაფუძვლოდ, რადგან ეს საქმესაც გვიმარტივებს და დროსაც საგრძნობლად გვიზოგავს.
როგორ შეიქმნა ბიზნეს მობილბანკი
დამეთანხმებით, რომ ასეთი პროდუქტის შექმნა მარტივი არ არის და ვიცით, რომ კვლევას თუ სამიზნე აუდიტორიასთან ინტერაქციას მოითხოვს. აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან და მათი აზრების გათვალისწინება. ციფრული პროდუქტების გუნდის წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ აპლიკაციის შექმნის პროცესში ბიზნესებთან ხშირად გადიოდნენ კონსულტაციას და პროდუქტზე მუშაობისას მათ საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ.
"მუშაობა დეტალური ანალიზისა და კვლევის ჩატარებით დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე საფეხურად დაიყო. პირველი იყო დეტალური ანალიზი იმისა, რას აკეთებდნენ ჩვენი მომხმარებლები ინტერნეტბანკში, როცა ისინი შემოდიოდნენ მობილურით — ეს საჭირო გახდა იმისთვის, რომ სწორად განგვესაზღვრა ის პირველადი ფუნქციონალი, რომელიც ჩვენს აპლიკაციაშია ჩადებული.
მეორე ეტაპი მომხმარებლების კვლევას გულისხმობდა. ჩავატარეთ ასაკობრივი და დასაქმებულ კლიენტთა სეგმენტაცია, იმის დასადგენად თუ რისთვის გამოიყენებდნენ მობილბანკს და რა ფუნქციონალი იყო მათთვის მნიშვნელოვანი.
ჩავატარეთ ასევე ბაზრის ანალიზიც, შევისწავლეთ და გავითვალისწინეთ არა მხოლოდ საბანკო აპლიკაციების გამოცდილება, არამედ ყველა იმ პლატფორმის, რასაც ყოველდღიურობაში იყენებენ ჩვენი კლიენტები.
ასეთ პროცესში აუცილებელია რიცხვებზე დაყრდნობა და იმ კონკრეტულ სერვისებზე კონცენტრირება, რომლებიც მომხმარებლისთვის ყველაზე მეტად რელევანტურია. სწორედ ასეთ პრიორიტეტებზე დაყრდნობით შემუშავდა MVP — ყველაზე ღირებული პროდუქტი", — ამბობს ცირა ლოლაძე.
ამ ეტაპების გავლის შემდეგ, დაიხატა და შეიქმნა აპლიკაციის პირველადი ვერსია, რომელიც გუნდმა ისევ მომხმარებლების დახმარებით გამოსცადა. დღეს კი, ქართულ ბაზარზე, უკვე გვაქვს პროდუქტი, რომელიც ბიზნესს თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში ეფექტიანად ეხმარება.
როგორც საქართველოს ბანკში აღნიშნავენ, ახალი ბიზნეს მობილბანკი მუდმივად განახლდება და ის სულ უფრო მეტად მოერგება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და სურვილებს. მასში ფუნქციონალების დამატება მათივე საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება. შესაბამისად კლიენტი მიიღებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც მას და მის ბიზნესს წარმატებისათვის სჭირდება.
კომენტარები