NASA-ს მარსის როვერი თქვენს სმარტფონზე სუსტია
თუკი მიიჩნევთ, რომ 2,4 მილიარდიანი როვერი, რომელიც მარსზე წლობით ყოფნაზეა გათვლილი, თქვენს სმარტფონზე და ზოგადად, ბევრ სხვა მოწყობილობაზე ძლიერი უნდა იყოს, ცდებით.
NASA-ს პერსევერანსი, რომელიც მარსზე ხუთშაბათს დაეშვა, წარმადობით ზუსტად ისეთივეა, როგორიც 1998 წლის iMac იყო. უფრო კონკრეტულად კი, მას 256 მეგაბაიტიანი ოპერატიული და 2 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს, პროცესორის სიხშირე კი 200 მეგაჰერცს შეადგენს.
შედარებისთვის, 2016 წლის Apple Watch უფრო ძლიერია ვიდრე ნასას როვერი.
მარსის ახალ მოხეტიალეს თან მცირე ზომის დრონიც გაატანეს. ის Snapdragon 801 პროცესორზე მუშაობს. შეიძლება ზოგ თქვენგანს ამ პროცესორის შესახებ უკვე სმენია, მაგრამ ვინც არ იცით გეტყვით, რომ ამ ჩიპსეტით 2014 წლების სმარტფონები გამოდიოდა, მაგალითად Galaxy S5, Sony Xperia Z2, LG G3 და HTC One M8.
დრონი ლინუქსზე მუშაობს და მისი სისტემა საკმაოდ მსუბუქია. ნასას ინჟინრებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება იმიტომაც უყვართ, რომ მრავალგზის გამოცდილი პროცესორი სანდოა. ახალ ტექნოლოგიებს ხშირად ახალი პრობლემებიც აღმოაჩნდებათ ხოლმე, რომლებიც თავს დროთა განამვლობაში იჩენს. სწორედ ასეთი პრობლემების თავიდან ასარიდებლად გამოიყენა ნასამ ექვსი წლისწინანდელი სმარტფონების პროცესორი დრონის გულად.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი უფრო ახალი ფლაგმანი იმაზე ძლიერია, ვიდრე დრონი, რომელიც მარსზე იფრენს და მილიონობით კილომეტრით დაშორებულ დედამიწაზე ფასდაუდებელ ინფორმაციას გამოგვიგზავნის.
კომენტარები