ვირჯინია და ვიტა — 2 მწერალი ქალის სიყვარულის ისტორია
"შენი ნდომა-ღა ვარ დარჩენილი… წარმოუდგენილია, რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამხდარხარ ჩემთვის" — სწერს სეკვილ-ვესტი ვულფს 1926 წლის იანვრის მიწურულს, მილანიდან. თავადაც პოპულარული მწერალი ამ ფორმით გამოხატავდა მონატრებასა და სიყვარულს ვულფის მიმართ მათი რომანტიკული ურთიერთობის ყველაზე ინტენსიურ პერიოდში. იმ დროისათვის ორივე მათგანი უკვე დაქორწინებული იყო, თუმცა ამას ხელი არ შეულშია, ასობით პოეტური წერილი გაეცვალათ. ურთიერთობა მალევე ვირჯინიას 1928 წელს გამოცემული მოდერნისტული შედევრის, ორლანდოს, საფუძველიც გახდა.
ვიტა სეკვილ-ვესტი (მარცხნივ) და ვირჯინია ვულფი (მარჯვნივ) - პორტრეტები
ფოტო: Getty Images
ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ვირჯინია ვულფი და ვიტა სეკვილ-ვესტი?
ადელაინ ვირჯინია სტეფენი, მოფერებით — ჯინია და მასზე 10 წლით უმცროსი ვიტა მეოცე საუკუნის ინგლისელი მწერლები იყვნენ, რომელთა შორის, იმ დროს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სეკვილ-ვესტი მეტი პოპულარობით სარგებლობდა. ვულფი კი გავლენიან ინტელექტუალთა წრის, ბლუმსბერის ჯგუფის მეტად აქტიური წევრი იყო.
1912 წელს ვირჯინია პოლიტიკურად აქტიურ, მემარცხენე შეხედულებების მქონე მწერალზე, ლეონარდ ვულფზე დაქორწინდა და წყვილმა ერთად გამომცემლობა ჰოგარტს პრესიც დააარსა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მათ ქორწინებაში სექსუალური ურთიერთობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი, თუმცა ცოლ-ქმარს უდიდესი ემოციური ბმა აკავშირებდა და ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ განელებიათ. ამაზე ვირჯინიას თვითმკვლელობამდე დაწერილი უკანასკნელი წერილიც მოწმობს — "არ მგონია, ორი ადამიანი იმაზე ბედნიერი იყოს, ვიდრე ჩვენ ვიყავით".
ვირჯინია და ლეონარდი, 1914 წელი.
ფოტო: Alamy Stock Photo
ვიტა, ვირჯინიასგან განსხვავებით, ბლუმსბერის ჯგუფის ნაკლებ აქტიური წევრი გახლდათ, თუმცა მისი და ვირჯინიას პროფესიული გადაკვეთა მაინც შედგა. ვინაიდან ვიტა იმ დროისთვის მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვულფების ოჯახის დასახმარებლად მან საკუთარი რომანების ნაწილი ჰოგარტს პრესში გამოსცა. მათგან ერთ-ერთის, ედვარდიანების 30 ათასზე მეტი ეგზემპლარი მალევე გაიყიდა, რამაც ვულფების გამოცემა ფეხზე დააყენა და ვირჯინიას საშუალება მისცა, ისეთი მეტად ექსპერიმენტული რომანების წერისთვისაც დაეთმო დრო, როგორებიც იყო საკუთარი ოთახი და ტალღები.
1913 წელს ვიტა დიპლომატ ჰაროლდ ნიკოლსონზე დაქორწინდა, რომელთანაც ბლუმსბერის ჯგუფის წევრი სხვა წყვილების მსგავსად, ღია ურთიერთობა ჰქონდა. ღია ურთიერთობის მიუხედვად, 1917 წელს ვიტა მაინც გაეხვა სკანდალში, როცა თავის ერთ-ერთ პარტნიორ, ვიოლეტ ტრეფუსისთან ერთად ევროპაში გაიპარა. იქ წყვილი 2 წლის განმავლობაში ჩუმად იმყოფებოდა, სანამ მომხდარით უკმაყოფილო ოჯახის წევრებმა იძულებით არ დააბრუნეს.
სად და როგორ შეხვდნენ ვირჯინია და ვიტა?
სეკვილ-ვესტი ვირჯინიას პირველად 1922 წლის დეკემბერს ერთ-ერთ მეგობრულ თავყრილობაზე შეხვდა. ერთმანეთის ყურადღება მალევე მიიქციეს. "მონუსხული ვარ ვირჯინიათი, ვერც შენ გაუძლებ მის შარმს და ხასიათს", — სწერს სეკვილ-ვესტი მეუღლეს ერთ-ერთ წერილში, ვირჯინიას გაცნობიდან მალევე.
იმის გამო, რომ ხასიათით საკმაოდ განსხვავებულები იყვნენ, ერთმანეთის მიმართ ინტერესიც მარტივად გაუღვივდათ. ვირჯინიას იზიდავდა ვიტას თავისუფალი ბუნება, ვიტა კი ვულფის ინტელექტით იყო აღფრთოვანებული — "თავიდან უბრალო ჩანს. მაგრამ მერე მისი ამოუცნობი ბუნების მშვენიერებაში ეხვევი. მომაჯადოებელი სანახაობაა… თან ადამიანურია და თან — არც. ჩუმადაა, სანამ რაიმის თქმის სურვილი არ გაუჩნდება, მერე კი რაიმე გენიალურს ამბობს", — ვკითხულობთ ვირჯინიას გაცნობის შემდეგ მეუღლისთვის გაგზავნილ მორიგ წერილში.
რა გავლენა ჰქონდა ვიტას ვირჯინიაზე?
როგორც ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, ვიქტორია სმიტი, წერს: ვიტას გავლენა ვირჯინიაზე საკმაოდ ნიშანდობლივი იყო. ის ვულფს უზომოდ აფასებდა და მუდამ აგრძნობინებდა, რომ უყვარდა — "ვირჯინიას ძალზედ უყვარდა ვიტა და ის ფაქტი, რომ ისიც ხედავდა ქალებში სილამაზეს".
ზოგიერთი სწავლულის აზრით, ვიტამ ვულფის სექსუალურ ცხოვრებაზეც უდიდესი გავლენა იქონია. ვულფი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რასაც მასზე ცხადია ტრავმული ეფექტი ჰქონდა. მიიჩნევა, რომ ამ ტრავმის გადალახვაშიც მას მეტწილად ვიტა დაეხმარა. სწორედ იმ პერიოდში — ვიტასთან ერთად საფრანგეთში გამზავრებისას — ვირჯინიამ გზად სარკე შეიძინა, რასაც იმით ხსნიდა, რომ პირველად მის ცხოვრებაში იპოვა თავდაჯერება; თითქოს ახლა პირველად შეეძლო, სარკეში საკუთარი თავისთვის თვალი გაესწორებინა.
სანამ მოგზაურობას ვეხებით — ვიტა ხშირად მოგზაურობდა, რაც ვულფისთვის არც ისე სასიამოვნო იყო, ვინაიდნ ვიტასთან განშორება მუდამ ემოციურად გამოფიტულს ტოვებდა. მისი რომანიც, გზა შუქურისკენ, რომელიც ახლობლისაგან შორს ყოფნისა და მონატრების მოტივებზეა, სწორედ ვიტას ხშირი ვოიაჟების შთაგონებით დაიწერა.
ვირჯინია და ვიტა (და ცუგები!)
ფოტო: Getty Images
სეკვილ-ვესტით არის ინსპირირებული ვირჯინიას მომდევნო რომანიც, ორლანდო, რომელსაც ჟურნალ The Times-ის იმდროინდელი ნომერი აღწერდა, როგორც "გაბედულს, თანაც გენიალურს". ნახევრადაბსტრაქტულ რომანში მოქმედება 300 წლის განმავლობაში ვითარდება და ახალგაზრდა პროტაგონისტის გარშემო ტრიალებს, რომელიც მოულოდნელად ქალად გადაიქცევა და საკუთარი თავისა და მსოფლიოს შეცნობას სხვა თვალით იწყებს. "ყველაზე გრძელი და მომხიბლავი სასიყვარულო წერილი ლიტერატურის ისტორიაში" — ასე აღწერს რომანს სეკვილ-ვესტის შვილი, ნიგელ ნიკოლსონი.
აღსანიშნავია, რომ რომანი იმდენად პირადი იყო, ვირჯინიამ ვიტას წიგნის გამოქვეყნებაზე წინასწარ ნებართვაც კი სთხოვა. ეს ყველაფერი 1927 წლის ოქტომბერს ხდება — მაშინ, როცა სეკვილ-ვესტმა ბლუმსბერის ჯგუფის ერთ-ერთ წევრ, მერი ქემფბელთანაც გააბა რომანი. ნებართვის სათხოვნელად გაგზავნილ წერილში ვირჯინია წერს: "ვგონებ, ორლანდო სრულად შენზე გამოვიდა; შენს ხორციელ ვნებებსა და მიმზიდველ გონიერებაზე (აბა, გულს არ სცალია — ქემფბელთან არშიყით არის გართული)... ხომ არ იქნები გამოქვეყნების წინააღმდეგი?"
ორლანდოს პირველი, 1928 წლის გამოცემა, ვირჯინა ვულფის ხელმოწერით.
ფოტო: კატალოგი - thefirstedition.com
სეკვილ-ვესტმა მას სრული ნებართვა მისცა. წიგნი მალევე გამოქვეყნდა და გაყიდვებით პირველივე 6 თვეში თითქმის 4-ჯერ გაუსწრო ვულფის წინა რომანს — გზა შუქურისკენ.
თუმცა, მიიჩნევა, რომ რომანმა, თავისი დიდებულების მიუხედავად, ვიტასა და ვირჯინიას განშორებაში მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე — მათ სიყვარულში. ვიტა მიიჩნევდა, რომ ვულფმა ის ამით სრულად გააშიშვლა — გამოუმზეურა მისი ბუნება იმ ნაწილებით, რომლებიც ჯერ თავადაც არ შეემჩნია, ფურცელზე გადმოიტანა ყველაფერი, რაც ვიტა იყო და ამით თითქოს ამოწურა ის, როგორც თავისთვის საინტერესო პერსონაჟი.
მათი სიყვარულის გავლენა პროფესიულ ზრდაზე
ამერიკელი სწავლული ლუი დესალვო აღნიშნავს, რომ ვიტას და ვირჯინიას ერთად ყოფნის ათი წელიწადი ორივე მათგანის კარიერულ ცხოვერებაშიც საუკეთესო იყო. ეს პერიოდი მათთვის მართლაც ყველაზე პროდუქტიული ათწლეული აღმოჩნდა, რასაც სწორედ ქალების ერთმანეთზე გავლენას მიაწერენ. "არც მანამდე და არც შემდეგ შეუქმნია რომელიმეს იმდენი გენიალური რამ, რაც მათი სიყვარულის პერიოდში", — წერს დესალვო.
ვიტა მუდამ აღფრთოვანებული იყო ვირჯინიას გონიერებითა და სისხარტით. რამდენიმე წერილში აღნიშნავს კიდეც, რომ თვლის, ვირჯინია მასზე დახვეწილი მწერალია. აღსანიშნავია, რომ ისინი ხშირად უცვლიდნენ ერთმანეთს რჩევებსა თუ მითითებებს წერის სტილზე, დინამიკაზე. ვიტას მოსწონდა ვირჯინიას მაღალფარდოვნება. ვირჯინიას კი ვიტას სისწრაფის და მოკლე დროში ბევრის წერის უნარის შურდა.
როგორ დასრულდა ვიტას და ვირჯინიას სასიყვარულო ურთიერთობა
ეჭვგარეშეა, რომ მწერლებს ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ, თუმცა ურთიერთობა არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1927 წლის მიწურულიდან ნელ-ნელა დაიძაბა. შედეგად, 1927-1929 წლებში გაცვლილ მათ წერილებს მეტად სასოწარკვეთილი ტონიც დაკრავს. 1927 წელს ვირჯინია სწერს ვიტას: "დატოვე ჰაროლდი და წამოდი ჩემთან ერთად ჰემპტონში. ერთად ვივახშმებთ მდინარის პირას და მთვარის შუქზე ბაღში ვისეირნებთ. მერე სახლში მოვალთ, ჭიქა ღვინოს დავლევთ, შევთვრებით და მოგიყვები ყველაფერზე, რაც ჩემს თავში ტრიალებს — გაგიმხელ ჩემს მილიონ ფიქრს, მილიარდს…"
ვირჯინიას წერილი ვიტას, 1927 წელი
ურთიერთობის განელების ერთ-ერთი მიზეზი, ცხადია, სეკვილ-ვესტის ვიოლეტ ტრეფუსთან, ჰილდა მეტისონთან და სხვა ქალებთან დროდადრო გაბმული რომანებიც გახლდათ. 1927 წელს კი მან მერი კემპბელთან დაიწყო ურთიერთობა. ვირჯინიასთან მიმოწერა ამ პერიოდში არ შეუწყვეტია, თუმცა გარკვეული დისტანცია წერილებში მაინც იგრძნობოდა.
ამ ყველაფერს დაერთო ვიტას ახალი ცხოვრებისეული პროექტი. 1931 წელს მან სისინგარსტის სასახლე შეიძინა და სრულად მის განახლებასა და მოწყობაზე, ამასთან ბაღის გაშენებაზე, გადაერთო (მებაღეობამ ვიტას მოგვიანებით მწერლობაზე არანაკლები პოპულარობა მოუტანა). მიწერ-მოწერა და პერიოდული ვიზიტები მწერლებს არც ამ დროს შეუწყვეტიათ, თუმცა ვიტას დროის უმეტესი ნაწილი სასახლეს მიჰქონდა და კომუნიკაციის სიხშირემ და ურთიერთობის ინტენსივობამ, ცხადია, იკლო.
ვიტა სისინგარსტის სასახლეში თავის ძაღლ კოლისთან ერთად, 1958 წელი
ფოტო: foto-obcasy, TopFoto / Medium
მალე მეორე მსოლფიო ომიც დაიწყო და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვიტასა და ვირჯინიას ურთიერთობაზე ომთან დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამაც იქონია გავლენა. ვიტა შეიარაღებული ძალების სრული მობილიზების მომხრე იყო და ჯარისკაცთა სამედიცინო დახმარების მანქანის მოხალისე მძღოლადაც ჩაეწერა. ვირჯინიას პაციფისტური ბუნება კი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა. ომისგან მოტანილმა სირთულეებმა (დანაკარგი, ლიტერატურული კრიზისი) მის მენტალურ ჯანმრთელობაზეც დიდი გავლენა იქონია, რის გამოც ამ პერიოდში ვულფი მეტად დისტანცირებული და ჩაკეტილი გახდა.
1941 წელს კი ვირჯინიას დეპრესია მკვეთრად გამწვავდა და საბოლოოდ მწერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მართალია, მწერლების ურთიერთობა მოკლე და ნაწილობრივ ტრაგიკულიც გამოდგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს დროებითი გატაცება იყო. ვიტას და ვირჯინიას სიყვარული იმდენადვე იყო ნამდვილი და სამუდამო, რამდენადაც — გამოწვევებით სავსე და კომპლექსური. მათ სიყვარულში იყო ზრუნვაც, კრიტიკაც, მეგობრობაც, ურთიერთზრდაც, ნდობაც, ეჭვიც და მონატრებაც.
არ არსებობს ცალსახად უკეთესი და უარესი სიყვარულის ისტორიები, რის გამოც უსამართლო იქნება, რაიმე აღმატებითი ეპითეტი შეურჩიო ერთ რომელიმე სიყვარულის ამბავს. ამის მიუხედავად, მაინც უნდა ითქვას, რომ ვიტას და ვირჯინიას სიყვარულის ისტორია, მთელი თავისი დიდებულებით, უნიკალური, მომაჯადოებელი, საინტერესო, და ზუსტად იმდენად მომნუსხველი იყო, რამდენადაც თავად ვიტა და ვირჯინია იყვნენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები