9 ივნისს საპროტესტო აქცია "ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გაუქმებას არ შევეგუებით" გაიმართება
9 ივნისს, 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია "ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გაუქმებას არ შევეგუებით" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაუქმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო — ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც შშმ ბავშვების თანასწორ განათლებაზე სისტემურად მუშაობდა. ეს გადაწყვეტილება მიგებულ იქნა ჩუმად — შეთანხმების გარეშე, შშმ პირების, მშობლების და სფეროს სპეციალისტების გარეშე.
ინკლუზიური განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც უნდა იცავდეს სახელმწიფო. მთავრობის განცხადება „რეორგანიზაციაზე“ რეალურად ნიშნავს პროფესიონალების განდევნას და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის მოშლას.
მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო!
გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით!
შეწყდეს ჩუმად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აზიანებს შშმ ადამიანებსა და მათ ოჯახებს!
მშობლებო — ვინც ყოველდღე იბრძვით თქვენი შვილების უფლებებისთვის, იბრძოლეთ დღეს, რომ ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღმა
მასწავლებლებო და სპეციალურო პედაგოგებო — თქვენი ყოველდღიური შრომა სისტემამ ერთი ხელის მოსმით გააქრო!
მონაწილე სპეციალისტებო — თქვენი ხმა მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება!
სტუდენტებო, ახალგაზრდებო, უფლებადამცველებო — ინკლუზია არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პრინციპი — ის არის საზოგადოების სარკე და სიჯანსაღის საზომი.
შემოგვიერთდით!
სადაც ინკლუზია არ არსებობს, იქ არც თანასწორობაა და არც სამართლიანობა. ეს არ ეხება მხოლოდ განათლებას — ეს საზოგადოების საფუძველია!", — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. მას მალევე გამოეხმაურა განათლების და მეცნიერების სამინისტრო. უწყების ცნობით, "სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო".
უწყების ოფიციალურ განცხადებამდე, ინფორმაცია ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებაზე, ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტმა, ცირა ბარქაიამ გაავრცელა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები