გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება
გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან — აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან — ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით.
კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, შეზღუდულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც. კერძოდ, ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 — ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ შეუხვევენ და ფორე მოსულიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, სვლას დადგენილი სქემით — გლდანის VIII მიკრორაიონისკენ განაგრძობენ. უკუ მიმართულებისას, მარშრუტები მეტრო "ახმეტელის თეატრის" გავლით, კვლავ ფორე მოსულიშვილს ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 — მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას ილია ვეკუას ქუჩაზე გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. უკუ მიმართულებისას, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" მგზავრთნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N339 ავტობუსის ხაზს კიდევ რამდენიმე ერთეული ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები