კომენდანტის საათი მალე ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება — ცერცვაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, რომელიც მალე მოიხსნება. მისივე მტკიცებით, გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული დაუმორჩილებლობის აქცია პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ამის შესახებ ცერცვაძემ პირველ არხთან განაცხადა.
"იმის მაგივრად, რომ ეს ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა, მოხდა ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ კატეგორიას, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩა გასაპროტესტებელი.
ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები. იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარებისა და გაბოროტების სურვილი გამოიწვია — რომ, თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ მთავრობა კარგად მუშაობს და ისინი ფუნქციას კარგავენ. ეს აშკარად იკითხებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იქ დოლებითა და რაღაც ატრიბუტებით, მხატვრული გაფორმებით დაუმორჩილებლობის აქცია, როცა ამის არავითარი საჭიროება არ იყო. მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, კომენდანტის საათი და ისიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში", — განაცხადა ინფექციონისტმა პირველ არხთან.
თბილისში სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია, 7 თებერვალს, გამართეს. აქცია მიმდინარეობდა, ასევე, ბათუმშიც. მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, როგორც კომენდანტის საათის მოხსნას, ასევე, სხვადასხვა ბიზნესის სფეროების სრულად აღდგენას.
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები