BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა. BM.GE-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ცნობას სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის ჰოლდინგური კომპანია AGE S.A. ავრცელებს, რომელიც Arins Group-ის შემადგენლობაში შედის. სასტუმროს მფლობელები არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრები შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი (66%-იანი წილით) და მისი პარტნიორები იყვნენ.
BM.GE-ის ცნობით, შპს "დაბი გრუპ ჯორჯია", რომელიც "ბილტმორს" ფლობს, რუსთაველის №29-ში განთავსებულ 9,121 კვ.მ მიწის ნაკვეთს, "იმელის" ისტორიულ შენობასა და 2016 წელს აშენებულ 36-სართულიან კოშკს მოიცავს. 216-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის საერთო შემოსავალმა 2024 წელს 35.46 მილიონი ლარი შეადგინა (საიდანაც 29.4 მლნ ლარი სასტუმროს საქმიანობიდან, ხოლო 6.04 მლნ ლარი საინვესტიციო ქონებისა და კაზინოს ფართის გაქირავებიდან მიიღეს). თუმცა, მაღალი ფინანსური ხარჯების გამო, კომპანიამ გასული წელი 9.86 მილიონი ლარის წმინდა ზარალით დაასრულა.
სასტუმრო "ბილტმორთან" ერთად Arins Group შეიხ ნაჰაიანის საინვესტიციო ჰოლდინგისგან "ტერაბანკსაც" ყიდულობს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა საბანკო წილების გასხვისება საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას ელოდება.
Arins Group-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნასყიდობა ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს:
"სს "ტერაბანკისა" და სასტუმრო "ბილტმორ თბილისის" შეძენის შესახებ შეთანხმება ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და მიზნად ისახავს საქმიანობის გაფართოებას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე, მომსახურებების შემდგომ განვითარებასა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
რეგიონული გაფართოების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად საქართველო შეირჩა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძლიერი დინამიკის, მდგრადი და დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების გათვალისწინებით. მზარდი კომპანიისთვის მეზობელ ქვეყანაში გაფართოება განვითარებისკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია.
სს "ტერაბანკის" შეძენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების, კორპორაციული საბანკო მომსახურებების გაფართოებისა და საცალო საბანკო მიმართულების შემდგომი განვითარებისათვის.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბილტმორ თბილისი", რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა, ჰოლდინგისთვის ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ხაზს უსვამს AGE S.A.-ის გრძელვადიან ინტერესს საქართველოს მიმართ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მზაობას.
ტრანზაქციის დასრულება ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი პროცედურების დასრულებას,"— ნათქვამია განცხადებაში.
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
კომენტარები