როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ბავშვის სამოსზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია მშობლებისთვის, თუმცა ქსოვილის სირბილისა და ლამაზი ფერების მიღმა, ხშირად გვავიწყდება მთავარი — ტანსაცმლის უსაფრთხოება.
ბავშვების ორგანიზმი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ, ისინი განსაუთრებით მგრძნობიარენი არიან ტექსტილში დარჩენილი მავნე ნივთიერებების მიმართ. გარდა ამისა, მცირე ასაკის ბავშვები სამყაროს შეცნობას ნივთების პირში ჩადებით ცდილობენ, რაც საფრთხის შემცველი ქსოვილის შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას აზიანებს.
სწორედ ამიტომ, არსებობს მკაცრი საერთაშორისო რეგულაციები (REACH) და სტანდარტები (ევროპული EN 14682 თუ აშშ-ის ASTM F1816), რომლებიც მწარმოებელს ავალდებულებს ტანსაცმლის მზადების პროცესში უპირველესი ბავშვის უსაფრთხოება იყოს, შესაბამისად, სამოსთან და მის დეტალებთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე დაიყვანოს. თუმცა მხოლოდ სტანდარტისა და რეგულაციის არსებობა არ არის იმის გარანტია, რომ ბაზარზე არ შევხვდებით საფრთხის შემცველ ტანსაცმელს, რომელიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ავნებს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ საბავშვო ტანსაცმლის უსაფრთხოებაზე.
ბავშვის ტანსაცმელში დამალული საფრთხეები
საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების თანახმად, საბავშვო ტანსაცმელთან დაკავშირებული რისკები ძირითადად ოთხ კატეგორიად იყოფა. თითოეული მათგანი საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, ამიტომ მშობლისთვის მათი ცოდნა რისკების პრევენციის საუკეთესო გზაა. ესენია:
- გაგუდვის ან გადაყლაპვის რისკი;
- ბასრი კიდეებისა და მცირე დეტალებისგან მომდინარე საფრთხე;
- გადაცდომის და დახრჩობის რისკი;
- მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხე.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ საბავშვო ტანსაცმელში განიხილება ნებისმიერი სამოსი, რომელიც განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ვრცელდება არა მხოლოდ ჩვილების, არამედ მოზარდების გარდერობზეც.
1. გაგუდვისა და გადაყლაპვის რისკი
საბავშვო ტანსაცმელში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სახიფათო რისკი მცირე დეტალებია. 3 წლამდე ასაკის ბავშვები (და არა მხოლოდ) სამყაროს შეცნობას ნივთების პირში ჩადებით ცდილობენ. შესაბამისად, როდესაც სამოსიდან რაიმე ნაწილი ძვრება ან წყდება, ის წამებში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის პირის ღრუში, რაც იწვევს გაგუდვის ან გადაყლაპვის საფრთხეს.
ვინაიდან ამ ასაკში ბავშვის სასუნთქი გზები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მათი ღებინების რეფლექსი (gag-reflex) — უნარი, ამოახველონ და მოიშორონ სასუნთქი გზებიდან უცხო სხეული — ბოლომდე განვითარებული არ არის, ასეთი შემთხვევის ფატალურად დასრულების რისკი კიდევ უფრო მაღალია.
მცირე დეტალები სამოსს შეიძლება მოძვრეს ყოველდღიური გამოყენებისას, რეცხვის დროს ან ჩაცმა-გახდის პროცესში. ამიტომ, ყოველთვის შეამოწმეთ ყიდვისას: რამდენად მყარად არის დამაგრებული ღილები, ბაფთები თუ სხვა დეკორაციები. თუ რაიმე დეტალი არამყარად გეჩვენებათ, უმჯობესია, საერთოდ მოაცილოთ ის.
2. ბასრი კიდეები და დეტალები
ბავშვთა სამოსში დეკორატიული თუ ფუნქციური ელემენტები, როგორებიცაა ღილები, ელვა-შესაკრავები, გულსაბნევები თუ სხვადასხვა სახის დეკორები, ზოგჯერ შეიძლება ბასრი ან წვეტიანი იყოს. ასეთი დეტალები ბავშვისთვის ქმნის კანის გაჭრის ან ჩხვლეტის საფრთხეს.
როდის იჩენს თავს ეს საფრთხე?
- ხშირად ბავშვი მოძრაობისას ეხახუნება სამოსს. ასეთ დროს, მაგალითად, ქამრის ბალთის ბასრმა კუთხემ შეიძლება დააზიანოს ბავშვის კანი.
- ტანსაცმლის გამოცვლისას (განსაკუთრებით თავზე გადაცმისას) წვეტიანმა ღილებმა შესაძლოა დაჩხვლიტოს კანი, რაც ბავშვისთვის მტკივნეული და დისკომფორტს იწვევს.
- მცირეწლოვანი ბავშვები ვერ ახერხებენ თავიანთი წუხილის მშობლისთვის შეტყობინებას ან თავად საფრთხის აღმოფხვრას. მაგალითად, კომბინიზონის ელვა-შესაკრავის ბასრი კბილები კისრის მიდამოში ბევრად უფრო საშიშია ჩვილისთვის, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვისთვის, რადგან ჩვილის კანი გაცილებით თხელი და მგრძნობიარეა.
საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც უშუალოდ დეტალის ფორმიდან, ისე მისი დამაგრების მექანიზმიდან (მაგალითად, ქინძისთავით დამაგრებული მეტალის გულსაბნევი). ყველაზე ხშირად რისკის შემცველია გულსაბნევები და დეკორატიული ქინძისთავები, მძივები, მეტალის დეტალები, ელვა-შესაკრავები და მათი ჩამკეტები.
ტანსაცმლის შეძენისას ყოველთვის ხელით შეამოწმეთ ელვა-შესაკრავები და ღილების გარშემო არსებული ზედაპირი. თუ აღმოაჩენთ რაიმე ბასრ დეტალს, ან ეჭვი გეპარებათ მის ფორმაში, უმჯობესია, უარი თქვათ ამ ნივთზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ელვა-შესაკრავის დამცავი (Zip Guard). ბევრი ხარისხიანი საბავშვო სამოსი აღჭურვილია ქსოვილის პატარა ფენით ან დამცავი ქსოვილით ელვა-შესაკრავის თავზე. ეს დამცავი ხელს უშლის ელვა-შესაკრავის ბასრი კბილების პირდაპირ კონტაქტს ბავშვის ნაზ კანთან და მის მექანიკურ დაზიანებას.
3. გადაცდომა და დახრჩობა
ერთი მხრივ, კისრისა და თავის არესთან ახლოს არსებულმა ზონრებმა და თასმებმა შესაძლოა წარმოშვას დახრჩობის საფრთხე, ხოლო, მეორე მხრივ, კიდურების, წელის არესა და ფეხებთან არსებული ზონრები შესაძლოა გაიჭედოს რაიმე სახის კონსტრუქციაში. მაგალითად ავეჯში, ან სათამაშო მოედნის კონსტრუქციაში, რაც ფიზიკური ტრავმის მიღების რისკებს ზრდის.
ასეთი საფრთხეებისგან თავის დასაცავად, ევროპული EN 14682:2014 სტანდარტი განსაზღვრავს საბავშვო სამოსის ზონრებისა და თასმების სიგრძეებსა და სტრუქტურის მახასიათებლებს. უსაფრთხოების ამ მოთხოვნების დელატური ანალიზისთვის მნიშვნელოვანია განვიხილოთ ბავშვის სხეულის 4 ზონა:
თავის, კისრისა და გულმკერდის ზედა არე
0-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:
- თოკები/თასმები: ამ არეში დაუშვებელია ნებისმიერი სახის თოკის (მათ შორის ფიქსაციისთვის განკუთვნილის) და თასმის არსებობა.
- მხრის თასმები: მკაცრად აკრძალულია მხრებზე თასმების შეკვრა. ისინი უნდა იყოს ფიქსირებული ტანსაცმლის წინა და უკანა ნაწილებზე.
- დეკორატიული თასმები (მაგ. ბაფთები): დეკორატიულ ელემენტებს არ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ბოლოები, რომლებიც 7.5 სმ-ზე გრძელია.
- ჰალტერის ტიპის საყელო (Halter necks): დაუშვებელია კისრის უკან შესაკრავი ან შესაკრავი თოკების არსებობა (მათ არ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ბოლოები).
7-14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:
- თოკები/თასმები: ყველა თოკს უნდა ჰქონდეს რეგულირებადი მარყუჟები და არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი ბოლოები.
- მხრის თასმები: მხრის თასმების თავისუფალი ბოლოები (მაგალითად, ბაფთის შეკვრის შემდეგ დარჩენილი ნაწილი) არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
გულმკერდისა და წელის არე
ამ ზონაში ყურადღება მახვილდება თასმების სიგრძეზე, რათა თავიდან ავიცილოთ მათი სხვადასხვა საგანზე გამობმა ან გაჭედვა.
- თასმების თავისუფალი ბოლოები (გაშლილ მდგომარეობაში): თასმები იმდენად მოკლე უნდა იყოს, რომ მათ ვერ შეძლონ სხეულზე შემოხვევა ან რაიმე საგანზე ჩაჭედვა.
- ქამრები და სარტყლები:
- ზურგზე შესაკრავი ქამრები: გახსნილ მდგომარეობაში მათი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 36 სმ-ს.
- წინა მხარეს შესაკრავი ქამრები: შესაკრავი წერტილიდან მათი სიგრძე არ უნდა იყოს 36 სმ-ზე მეტი.
- უსაფრთხოების წესი 0-7 წლამდე ბავშვებისთვის: ქამრები და სარტყლები არ უნდა იყოს ისეთი გრძელი, რომ გახსნილ მდგომარეობაში ჩამოდიოდეს სამოსის ქვედა კიდეზე დაბლა.
- მარყუჟებo: ნებისმიერი თასმა, რომელიც წელის არეშია, უნდა იყოს ისე დამაგრებული, რომ ბავშვის მოძრაობისას არ იქმნებოდეს დიდი, თავისუფალი „მარყუჟი“. მარყუჟი არის ადგილი, სადაც ბავშვს შეიძლება გაეჭედოს თითი, სათამაშო, ან მოძრაობისას უნებურად გამოედოს კარის სახელურს.
თეძოების ქვედა არე
- თოკები და თასმები (გრძელი სამოსი): თუ სამოსი გრძელია (მაგალითად, ქურთუკი), ყველა ტიპის თოკი, თასმა ან დეკორატიული ელემენტი, რომელიც ფეხებს შუა ნაწილის (crotch) ქვემოთაა, არ უნდა ჩამოდიოდეს სამოსის ქვედა კიდეზე დაბლა. მათ არ უნდა ჰქონდეთ „ფრიალის“ ან მიწაზე შეხების შესაძლებლობა.
- ტერფთან არსებული თოკები: თუ შარვალს ან ქურთუკს აქვს თასმები, რომლებიც ტერფის მიდამოში სრულდება, ისინი მთლიანად სამოსის შიგნით უნდა იყოს მოთავსებული. გარეთ გამოჩენილი ან ჩამოკიდებული თოკები აქ დაუშვებელია, რადგან მათზე ფეხის წამოდება ან სადმე გაჭედვა ძალიან ადვილია.
ზურგის არე
- დაუშვებელია სამოსს ჰქონდეს ზურგის მხრიდან გამომავალი ან ზურგზე შესაკრავი ნებისმიერი ტიპის თოკები და თასმები. თუმცა ეს არ ეხება წელის არეში შესაკრავ ქამრებსა და ზონარებს.
- სახელოები: მოთხოვნები ეხება სახელოების ნაწილსაც. გრძელი სახელოების შემთხვევაში, მასზე დამაგრებული თასმები, დეკორატიული ლენტები არ უნდა იყოს თვითონ სახელოზე გრძელი. ხოლო მოკლე სახლოების შემთხვევაშიც თასმები და თოკები უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე.
4. მავნე ქიმიური ნივთიერებები
ტექსტილის წარმოებაში ქიმიკატები, ტოქსინები და მინარევები უხილავი საფრთხეა, რადგან ისინი უმეტეს შემთხვევაში არ ჩანს, არ აქვს სუნი და მათი აღმოჩენა თუ უარყოფითი გავლენის გააზრება საკმაოდ რთულია. მეცნიერული კვლევები ამ ნივთიერებების ზემოქმედების შესახებ დღემდე გრძელდება, რის გამოც საერთაშორისო რეგულაციებიც არათანმიმდევრულია. ამჟამად ყველაზე მკაცრი აკრძალვები და სტანდარტები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედებს. ყველაზე სახიფათო და ამასთან, ხშირად გამოყენებადი მავნე ქიმიური ნივთიერებებია:
- აზო-საღებავები (Azo Dyes): გამოიყენება მკვეთრი ფერების მისაღებად, თუმცა ზოგიერთი მათგანი კანთან კონტაქტისას შესაძლოა ტოქსიკური იყოს.
- მძიმე ლითონები: ტყვია, კადმიუმი, რომლებიც ასევე შეიძლება შეგვხვდეს საღებავებში.
- ფორმალდეჰიდი: გამოიყენება ქსოვილის დაუთოებული ეფექტის შესანარჩუნებლად, თუმცა იწვევს კანის ალერგიასა და გაღიზიანებას.
- ფტალატები: ხშირად შედის რბილ პლასტმასის დეტალებში (მაგალითად, პრინტებში მაისურებზე).
როგორ დავიცვათ ბავშვი?
- ეტიკეტზე ეძებეთ სერთიფიკატები: ყველაზე საიმედო გზაა OEKO-TEX Standard 100 ან/და GOTS (Global Organic Textile Standard) ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ქსოვილი შემოწმებულია და არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.
- პირველი გარეცხვა: ნებისმიერი ახალი სამოსი ჩაცმამდე აუცილებლად გარეცხეთ. ეს აშორებს ქსოვილის ზედაპირზე არსებულ ქიმიურ ნარჩენებსა და მტვერს.
- სუნი და ფერი: თუ ახალ სამოსს აქვს მძაფრი და ქიმიური არასასიამოვნო სუნი, ან თუ დატენიანებული ქსოვილი ხელზე საღებავს ტოვებს — ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ სამოსი დაბალი ხარისხის საღებავებითაა დამუშავებული და მისი ყიდვისგან თავი უნდა შეიკავოთ.
ამასთან, სამოსის შეძნამდე აუცილებლად დააკვირდით ეტიკეტს: უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ტანსაცმელს, რომლის ეტიკეტზე მითითებულია მწარმოებელი, ტექსტილის შემადგენლობა, მოვლისა და შენახვის პირობები.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა წელიწადნახევარში პარლამენტმა სუს-ის მეოთხე უფროსი — თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია კალაძის თქმით, თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები