ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ პროგრესს, სტაბილურობასა და ხალხის კეთილდღეობას.

"ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას", — დაწერა კობახიძემ.