რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
ფოტო: Evan Agostini / Invision/ AP
სანქტ-პეტერბურგის სტადიონმა, სადაც Ye-ს — რეპერ კანიე უესტის — ორი კონცერტი უნდა გამართულიყო, განაცხადა, რომ კონცერტებს მის ტერიტორიაზე არ უმასპინძლებს. თუმცა ღონისძიების პრომოუტერი ხაზს უსვამს, რომ კონცერტები არ გაუქმებულა. ამის შესახებ The Guardian წერს
სანქტ-პეტერბურგის სტადიონმა, "გაზპრომ არენამ" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კონცერტის ორგანიზატორებთან იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შესაბამისად, კონცერტი მათ არენაზე ვერ შედგება".
BBC წერს, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვესტი პირველი მსხვილი დასავლელი შემსრულებელი გახდებოდა, რომელიც რუსეთში კონცერტს გამართავდა. რეპერი წლებია ცდილობს თავისი რეპუტაციის აღდგენას ანტისემიტური განცხადებების შემდეგ, რისთვისაც მან ცოტა ხნის წინ ბოდიშიც მოიხადა.
"გაზპრომ არენამ" დაადასტურა, რომ ვესტის კონცერტთან დაკავშირებით უამრავი საჩივარი მიიღო და ხაზი გაუსვა, რომ მისი მოწვევის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი "არ ყოფილა და არც არის".
სტადიონის განცხადებით, 10 და 11 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც ბილეთები სრულად იყო გაყიდული, მოსკოვურმა სააგენტომ, Say Agency-მ დაორგანიზა.
Say Agency-მ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა, რომ სტადიონის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ამ [ინფორმაციის] შესახებ ჩვენც თქვენთან ერთად, მედიის საშუალებით გავეგეთ", — განაცხადა სააგენტომ. შემდგომ შეტყობინებაში კი დასძინა: "ამ დროისთვის კანიეს კონცერტი გაუქმებული არ არის. ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ "გაზპრომ არენას", რათა გავარკვიოთ პოსტის მიზეზი და მოვაგვაროთ პრობლემა. სიახლეებს ოპერატიულად გაცნობებთ".
გასულ კვირას "გაზპრომ არენა" სოციალურ ქსელში ენთუზიაზმით წერდა დაგეგმილ კონცერტებზე და კანიეს "ჩვენი დროის ყველაზე გავლენიან მუსიკოსს" უწოდებდა. გულშემატკივრებმა ბოლო განცხადებას იმედგაცრუებით უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მუსიკოსმა კანიე ვესტმა (Ye) თბილისში, დინამო არენაზე კონცერტი 2026 წლის 12 ივნისს გამართა.
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები