ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი Apsnypress-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმი რუსეთთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, "საქართველოს პოზიცია კი აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე, ემოციურ გზავნილებზე" და "რეალობასაა მოწყვეტილი".
ბარციცი აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესი ფორმატია, თუმცა დროში საკმაოდ გაწელილია.
"ჟენევის ფორმატში სამი მონაწილეა: აფხაზეთი, საქართველო და სამხრეთ ოსეთი, ასევე რუსეთის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები — გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატია და ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს ფორმატი დროში საკმაოდ გაწელილია — უკვე 67 რაუნდი გაიმართა. დღეს ძალიან საფუძვლიანად ვემზადებით ჟენევის დისკუსიების მორიგი, 68-ე რაუნდისთვის, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
ამ ფორმატის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება რთულია. ეს ერთადერთი, როგორც უკვე ვთქვი, პლატფორმაა, სადაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს განვიხილავთ.დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს ალტერნატივა არ აქვს, გარდა მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაწყვეტისა — ეს არის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
რა თქმა უნდა, ამ საკითხზე აფხაზეთის პოზიცია როგორც დასაბუთებული, ისე არგუმენტირებული და მტკიცეა. ჩვენ ვეყრდნობით ისტორიულ-სამართლებრივ საფუძველს, საკუთარ ისტორიულ სიმართლეში სრულ დარწმუნებას და იმ სტატუს-კვოს, რომელიც რეგიონში პრაქტიკულად უკვე 18 წელია ჩამოყალიბებულია.
ეს არის რეალობა, რომლის საფუძველზეც ვაგებთ ჩვენს ლოგიკას და ჩვენი პოზიციის განმარტებისა და დარწმუნების სტრატეგიას. ამავდროულად, საქართველოს რესპუბლიკის პოზიცია, უპირველესად, აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფასა და ემოციურ გზავნილებზე.
ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სრულიად უპერსპექტივოა. არაერთხელ მითქვამს, რომ ვამჩნევ, როგორ გროვდება თანდათან დაღლილობა საერთაშორისო თანათავმჯდომარეებს შორისაც კი საქართველოს ამ ერთფეროვანი, ემოციური და რეალობას მოწყვეტილი პოზიციის გამო", — თქვა ბარციცმა.
ის იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვიაჩესლავ ვლადიმერის ძე გლადკოვთან, მუდმივად ვხვდებით ერთმანეთს და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ.
"ამ ურთიერთქმედების ფორმატებს გავაფართოებთ. ისინი უფრო ფართო და კიდევ უფრო ღრმა გახდება.
საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის ფედერაციასთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ. ჩემი აზრით, ეს აუცილებელი პირობაა აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წინ წასაწევად.
ჩვენი წარმატებული ვიზიტები და კონტაქტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, უზრუნველყოფილია ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერითა და ანალიტიკური მასალებით, რომლებსაც რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები გვაწვდიან", — ამბობს ბარციცი.
ნაურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ასეთი მოვლენების განვითარებისთვის მზად არიან და აქტიურად აგრძელებენ საგარეო-პოლიტიკური პარტნიორების ძიებას, შორის აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში.
"ჩვენთვის ეს ახალი არ არის. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები უარყოფენ ჩამოყალიბებულ სტატუს-კვოს და სხვადასხვა გზით ცდილობენ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური აქტივობის დაბლოკვას.
მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად უშედეგო მცდელობებია. თანამედროვე სამყაროში პატარა ქვეყნის სრულად იზოლირება რთულია. აფხაზეთი ამ თვალსაზრისით საკმაოდ აქტიური და წარმატებული — ამ სიტყვის კარგი გაგებით — მოქმედების მაგალითია მედიასივრცეში.
ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვეძებთ საგარეო-პოლიტიკურ პარტნიორებსა და კონტაქტებს. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებს არ ეხება, რომლებმაც უკვე აღიარეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი. ჩვენ მუდმივად, დაჟინებითა და მიზანმიმართულად ვმუშაობთ საგარეო-პოლიტიკური კონტაქტების გაფართოებაზე.
ჩვენი ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება, მათ შორის აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში, სადაც ასევე საკმაოდ აქტიურები ვართ", – თქვა ბარციცმა.
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
კომენტარები