კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
ფოტო: Getty Images
ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი ტექსტების მესამედზე მეტი შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყოს შექმნილი. ამის შესახებ კვლევას Pew Research Center აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ახალი ვებგვერდების დაახლოებით 35%-ში ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტის შექმნის ან მნიშვნელოვნად დამუშავების ნიშნები გამოვლინდა.
მკვლევრებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თითქმის ნახევარი მილიონი ინგლისურენოვანი ვებგვერდი შეისწავლეს. ტექსტები სპეციალური ინსტრუმენტის, Open Pangram-ის საშუალებით გააანალიზეს, რომელიც აფასებს, რამდენად სავარაუდოა, რომ კონკრეტული ტექსტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყოს შექმნილი.
ფოტო: D & P Communications
მთლიან ნიმუშში AI-ის გამოყენების მნიშვნელოვანი ნიშნები ტექსტების დაახლოებით 10%-ში დაფიქსირდა. თუმცა, როდესაც მკვლევრებმა მხოლოდ ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ გამოქვეყნებული ვებგვერდები შეისწავლეს, ეს მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარდა.
კვლევის შედეგები ე.წ. "მკვდარი ინტერნეტის თეორიის" გარშემო არსებულ დისკუსიასაც უკავშირდება. თეორია ვარაუდობს, რომ ინტერნეტში შექმნილი და მოხმარებული კონტენტის სულ უფრო დიდ ნაწილს ადამიანები კი არა, ავტომატიზებული სისტემები ქმნიან და ავრცელებენ.
კვლევამ ხელოვნური ინტელექტის წერისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ცვლილებაც გამოავლინა. მაგალითად, ბოლო წლებში ტექსტებში მნიშვნელოვნად გახშირდა გრძელი ტირეების, ოქსფორდის მძიმისა და ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებსაც ჩატბოტები ხშირად იყენებენ, მაგალითად "delve" (ჩაღრმავება, დეტალურად შესწავლა) და "interplay" (ურთიერთქმედება, ურთიერთკავშირი).
ფოტო: Dan’s Media & AI Sandwich
საინტერესოა, რომ AI-ის გამოყენება ინტერნეტში თანაბრად არ არის გავრცელებული. კვლევის მიხედვით, .com დომენზე განთავსებულ ვებგვერდებზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტის ნიშნები დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე .org დომენებზე და ათჯერ უფრო ხშირად, ვიდრე .edu და .gov ვებგვერდებზე.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ AI-ის ამომცნობი პროგრამები ყოველთვის ზუსტი არ არის და ზოგჯერ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ტექსტს ადამიანის ნამუშევრად მიიჩნევს ან პირიქით. თუმცა, მათი თქმით, თითქმის ნახევარი მილიონი ტექსტის შესწავლამ ინტერნეტში არსებული საერთო ტენდენცია მაინც გამოავლინა.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები