25 აგვისტოს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ დამასკოში, საპატრიარქო რეზიდენციაში, ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარცა ოფიციალური ვიზიტით მიიღო. ინფორმაციას ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს.

ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალური ცნობით, პატრიარქმა დელეგაციის წევრებს თბილ, "ძმურ გარემოში" უმასპინძლა.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა. "ტაბულას" ცნობით, მან მომხდარი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საპატრიარქო თავის ოფიციალურ პოზიციასა და რეაგირებას ანტიოქიის მხარესთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დააფიქსირებდა.