შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

25 Aug. 2026, 17:56

"2024 წლის მარტის დასაწყისში განხორციელებულმა ჩვენმა ვიზიტმა ლონდონში, შეხვედრებმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის სამივე წამყვანი პარტიის ფრაქციულ ლიდერთან — ლეიბორისტები, ლიბერალები, კონსერვატორები — საფუძველი დაუდო ოლიგარქიული რეჟიმის დასანქცირების დაწყებას.

და დღემდე უკვე ამ სანქციების ქვეშ იმყოფებიან გენერალური პროკურორი, მაღალჩინოსნები, კრიპტოვალუტის კომპანიები, აგრეთვე რეჟიმის პროპაგანდისტული საშუალებები, როგორიც არის "იმედი" და ტელეკომპანია "პოსტვ".

რა თქმა უნდა, სანქციების რისხვა მოუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს დიდი ბრიტანეთიდან, ამიტომ მან სასწრაფოდ კაიმანის კუნძულებზე განლაგებული თავისი მილიარდიანი ქონება — ეს კუნძულები ბრიტანული იურისდიქციის ქვეშაა, მოგეხსენებათ — სასწრაფოდ გადმოიტანა, გააფორმა მეუღლის სახელზე და დაარეგისტრირა ჩვენს საჯარო ეროვნულ რეესტრში. საქართველო მისთვის გახდა საწყობ-ლომბარდი, ხოლო ხალხი — მძევლად აყვანილი კატეგორია, რომელიც უნდა წინ აიფაროს თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის პრემიერმინისტრს, ენდი ბერნჰემს, მთავრობას, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის, ყველა სრულწლოვანი წევრის. მძიმეა ამის თქმა, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული ოჯახი გადაიქცა კრიმინალურ, მაფიოზურ კარტელად, რომლის ფუნქციაც მდგომარეობს ჩვენგან მოპარული მილიარდების და ქონების გადამალვაში.

ასევე ვთხოვთ ლონდონს, გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო. და მოგეხსენებათ, ქართველი ხალხი კაცობრიობის მოწინავე, უდიდესი ცივილიზაციური ნაწილია და ჩვენს წინააღმდეგ 12-წლიანი დივერსიული მოქმედება ზუსტად ჯდება აი ამ დაუჯდომელი, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპის ფორმატში.

გადმოტანილი ქონება, ვიმეორებ, ჩვენგან მოპარული მილიარდზე მეტია. ის მოიცავს აგროკომპანიებს, საცავებს, სავაჭრო მოლებს, ჰესებს — და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩამორთმეული იქნება და გადაეცემა ხალხს საკუთრებაში.

და მთავარი, ერთ-ერთი მომენტი, რაც საშუალებას აძლევს კრიმინალ ოლიგარქს აი ასე დაუსჯელად იმოქმედოს, გახლავთ მისი პარლამენტის მიერ მის მიერ დაწერილი კანონის მიღება, რომლის თანახმადაც აი ამ ქონების გადატანა-გადმოტანაზე არანაირ გადასახადს ბიუჯეტში არ იხდის! ჩვენ რომ არ გადავიხადოთ სინათლის ფული, მეორე დღეს გვითიშავს ელექტროენერგიას, და თვითონ, მარტო რამდენიმე წლის უკანიდან შემოტანილი ძვირფასი ნახატების და სხვა ქონების გადასახადი, ნახევარი მილიარდი დოლარი დაუმალა ხალხსა და ბიუჯეტს. იგივე მოხდა ახლაც — ასეულობით მილიონი დოლარი წაგართვათ და თავის შვილებს საკუთარ დოლარს საცავში ჩაუკუჭავს იმისთვის, რომ ბედნიერად იცხოვრონ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს

კიტ ჰარინგტონი HBO-ს სერიალ ჰარი პოტერის მე-2 სეზონში გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ის ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს,…